Search

+
22-23-24 თებერვალს ბაკურიანში მოსწავლეების გასვლითი სემინარი გაიმართება

ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის კერძო სკოლის ორგანიზებით 22-23-24 თებერვალს ბაკურიანში ჩატარდება სემინარი თემაზე “მოზარდის მოქალაქეობრივი ცნობიერება საზოგადოებრივ ცხოვრებაში”.

უსაფრთხოებიდან გამომდინარე, განთავსების ლოკაცია(სასტუმრო) 3 დღის განმავლობაში დაიხურება და ტერიტორიაზე შესვლის უფლება ექნებათ მხოლოდ სკოლის მოსწავლეებს, მშობლებს და თანამშრომლებს.
სასტუმროს ეზოში განთავსებულია სხვადასხვა სახის გასართობი საქანელები და დაგეგმილია სპორტული აქტივობები.

სასტუმროში არის :
ვერანდები ,
დერეფნები,
ინტერნეტი – wifi ,
ტელევიზია,
ეზო ,
პარკინგი
მოსასვენებელი და ბუხრის ოთახი,

ყველა ნომერს აქვს დამოუკიდებელი, კეთილმოწყობილი სველი წერტილები.

მომსახურეობაში შედის:

1.ტრანსპორტირება (კომფორტული მიკრო ავტობუსით);
2. 3-ჯერადი კვება;
3. ფოტოგადაღება;
4. სპორტული აქტივობები;
5. შემეცნებითი აქტივობები;
6. სერთიფიკატები.

ზამთრის სკოლა განკუთვნილია 7-დან 15 წლამდე ბავშვების დასასვენებლად უცხო და საინტერესო გარემოში, სადაც ყველაფერი მორგებულია მათ ინტერესებზე და რაც მთავარია წყდებიან ჩვეულ კომპიუტერულ სამყაროს.

ზამთრის სკოლა არის ადგილი, სადაც შექმნილია უსაფრთხო და ხელსაყრელი გარემო მონაწილეთა შემეცნებით-შემოქმედებითი პოტენციალის განსავითარებლად; ჯანსაღი ცხოვრების წესის პრაქტიკაში დასანერგად; ახალლი უნარ-ჩვევების გამოსამუშავებდად და მნიშვნელოვანი სოციალური ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.

მონაწილეები მთელი დღე ჩართულნი იქნებია სხვადასხვა აქტივობებში. არ ექნებათ წვდომა კომპიუტერთან, პლანშეტებთან და მობილურებთან, საღამოს თავისუფალი საათის გარდა.

კომენტარები