Search

+

დამრიგებელი

 

სკოლაში ყველა კლასს ჰყავს დამრიგებელი, რომელიც არის სკოლის პედაგოგი. დაზუსტებული სადამრიგებლო პროგრამები ამ გეგმის შემადგენელი ნაწილია, რომლებიც შედგენილია ქვემოთ მოცემული კონცეფციის დაცვით, შესაბამისად.

დამრიგებლის მუშაობის მიზანი:

1-ლ / მე-9 კლასებთან მუშაობს დამრიგებელი-აღმზრდელი და დამრიგებელი -კურატორი, თითოეული მათგანი მოსწავლის მრჩევლად მოიაზრება. მათი მუშაობა ემყარება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და ხელს უწყობს მოსწავლეებში გონებრივი და ფიზიკური უნარების განვითარებას, მათ ჩაბმას სხვადასხვა წრეში. ასევე, ხელს უწყობს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, უვითარებს ლიბერალურ და დემოკრატულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარება მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში.

სააღმზრდელო მომსახურების ორიენტირები და მიდგომებია:

თითოეული მოსწავლე განსხვავდება ფიზიკური და ფსიკიკური მახასიათებლებით, ასევე ინტერესებით, ნიჭით, ემოციებით, ხასიათით, სწავლისადმი დამოკიდებულებით, უნარებით,  რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია საწავლა-სწავლების დროს.განსაკუთრებული ყურადრება ენიჭება პოზიტიურ ურთიერთობებსა და ინტერაქტიულ მეთოდებს, მოსწავლე არის დაფასებული, პასუხისმგებელია საკუთარ სწავლაზე და განვითარებაზე, იგი აქტიურად არის ჩართული სასწავლო პროცესში, რაც გულისხმობს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებას.

აღმზრდელი და კურატორი სასწავლო წლის დასაწყისში ერთად გეგმავს სადამრიგებლო კლასში განსახორციელებელ აქტივობებსა და ღონისძიებებს.

დამრიგებელის მოვალეობები:

აღნიშნულ დახასიათებას ერთობლივად აკეთებს ორივე დამრიგებელი და წლის ბოლოს აწვდის მშობელს  ელექტრონული ფოსტის საშუალებით. ან/და პირადი შეხვედრისას. დამრიგებლები ვალდებულები არიან დაეხმარონ აკადემიურად ჩამორჩენილ მოსწალეებს სიძნელეების დაძლევაში,საქმის კურსში აყენებს მშობელს და მასთან ერთად მუშაობს, რათა მოსწავლემ შეძლოს კლასის ან/და საფეხურის წარმატებით დაძლევა. მოსწავლის პირადი საქმის დროულ შევსებასა და შევსებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია კლასის დამრიგებელი- კურატორი და დირექტორი.

დამრიგებლის მუშაობა ეყრდნობა შემდეგ პრინციპებს:

სადამრიგებლო საათის ძირითადი პრინციპები:

დამრიგებელი-კურატორი რეგულარულად ატარებს სადამრიგებლო საათს. სადამრიგებლო საათის მიზანია, მოსწავლის კრიტიკული, ანალიტიკური და კრეატიული აზროვნების განვითარება. სადამრიგებლო საათის ჩატარებაში მას ეხმარება დამრიგებელი აღმზრდელი.

სადამრიგებლო საათის ფარგლებში დამრიგებელი მოსწავლეთა ასაკის გათვალისწინებით მუშაობს შემდეგ მიმართულებებზე:

 ზემოაღნიშნული მიმართულებების ფარგლებში დაწყებით კლასებში (I-IV კლასები) დამრიგებელი რეგულარულად ატარებს კითხვის საათს, რომელიც ორიენტირებული იქნება წიგნიერების კომპეტენციის გაძლიერებაზე შემდეგი მეთოდებით:

სადამრიგებლო საათის ფარგლებში დამრიგებელი მუშაობს ცხოვრების ჯანსაღი წესისა და სამოქალაქო ცნობიერების განვითარების თემატიკაზე. ეხმარება მოსწავლეს აკადემიური თუ სასკოლო გარემოში წამოჭრილი სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში.

სადამრიგებლო საათი ხელს უწყობს მოსწავლეების სოციალურ-პიროვნულ განვითარებას, აყალიბებს ნდობისა და პატივისცემის ატმოსფეროს, რაც წარმოადგენს მოსწავლეებსა და მასწავლებელ-დამრიგებელს შორის პოზიტიური ურთიერთობების საფუძველს.

დამრიგებელი კლასის მოსწავლეებთან ატარებს შემდეგ სამუშაოებს კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, საუბრები,  დისკუსიები, ვიქტორინები, ზეიმები, ექსკურსიები, ლაშქრობები და სხვა. მოსწავლეებისათვის შეხვედრების  მოწყობა ცნობილ ადამიანებთან პოეტებთან და სხვა საზოგადო მოღვაწეებთან.

სასწავლო წლის ბოლოს კლასის დამრიგებლები ვალდებული არიან სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებთან ერთად სკოლას წარუდგინონ კლასში წლის მანძილზე ჩატარებული სამუშაოების პრეზენტაცია.

კლასის დამრიგებლები თანამშრომლობენს მოსწავლეთა მშობლებთან, საგნის პედაგოგებთან, ხელს უწყობენს სხვადასხვა კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან (ბიბლიოთეკებთან, მუზეუმებთან და სხვ.) ურთიერთობის დამყარებას.