Search

+

დირექტორის მისალმება

დირექტორის მისალმება

ძვირფასო მოსწავლეებო, კოლეგებო და მშობლებო,  2008 წლის სექტემბრიდან  მაქვს პატივი, ვუხელმძღვანელო ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის კეძო სკოლას.  საზოგადოებას,  რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია  და მისი თითოეული წევრი საკუთარი ოჯახის წევრად მიმაჩნია.

ჩემთვის მნიშვნელოვანია მრავალწლიანი გამოცდილების შედეგად ჩამოყალიბებული  სასკოლო ტრადიციებისა და აკადემიური კულტურის შენარჩუნება. ამავდროულად, პრიორიტეტულია განათლების სისტემის თანამედროვე ამოცანებზე მყისიერი რეაგირება და ახალი მიდგომების დანერგვა ჩვენს სასკოლო ცხოვრებაში.

სკოლა ორიენტირებულია სწავლებაზე, რომელიც აღიარებს მოსწავლეს, როგორც  ინდივიდს და ქმნის  მასზე მორგებულ სასწავლო პროცესს. სკოლის მიზანია, აღზარდოს მაღალი სამოქალაქო შეგნების მქონე ჰარმონიულად განვითარებული პიროვნება.

სასწავლო გარემოს სიჯანსაღესა და სწავლების ეფექტიანობას კი ჩვენი მაღალკვალიფიციური გუნდი განაპირობებს. ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის კეძო სკოლის მიზანია პროფესიონალთა გუნდის შენარჩუნება და  მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, რაც სასიკეთოდ აისახება სასწავლო პროცესზე.

ჩვენი გუნდის წარმატებას განაპირობებს  მუდმივი ზრუნვა განვითარებაზე, რაც სკოლის სტრატეგიული არჩევანია.

 

სკოლის დირექტორი: სალომე ბაბილოძე

  • გაძლიერებული სწავლა
  • გაკვეთილების ადგილზე მომზადება
  • ორჯერადი კვება
  • ტრანსპორტირება
0

წლიანი გამოცდილება

0

პროფესიონალი მასწავლებელი

0

მოსწავლე

0

თანამშრომელი

ჩვენ შესახებ

სკოლის მისია

მოსწავლის ინტელექტუალური პოტენციალის მაქსიმალური განვითარება, მათი კულტურული, სოციალური, პიროვნული, გონებრივი და ფიზიკური განვითარებისთვის ჰარმონიული, ეფექტური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, რათა აღიზარდონ წიგნიერ, შემოქმედებით, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, მიზანდასახულ, კონკურენტუნარიან, კომუნიკაბელურ, კრიტიკულად მოაზროვნე და ეროვნული სულისკვეთებით აღსავსე პატრიოტ მომავალ თაობად; ჩამოუყალიბოს და განუვითაროს მათ დამოუკიდებელი, ლოგიკური, ლიბერალურ–დემოკრატიული, სამოქალაქო–სამართლებრივი და ეროვნული ცნობიერება და აზროვნების უნარი; გაუღვივოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების პატივისცემა, სამშობლოსა და ოჯახის სიყვარული, მისცეს მოსწავლეებს თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი ცოდნა შემდეგ საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის სასწავლებლებში.

სკოლის ხედვა

უსაფრთხო და პოზიტიურ გარემოში, პროფესიონალთა გუნდის მიერ, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სწავლების უახლესი მეთოდების გამოყენებით, ისეთი თაობების აღზრდა, რომლებიც შეძლებენ თვითრეალიზებას და პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას მუდმივად განვითარებად სამყაროში.

სკოლის ისტორია

ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის სკოლა დაარსდა 2008 წელს და მდებარეობს ეკოლოგიურად სუფთა, მყუდრო ადგილას ოთხსართულიან კერძო შენობაში საირმის გორაზე. სკოლას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ (2023 წლამდე )მინიჭებული აქვს ავტორიზაცია დაწყებით და საბაზო საგანმანათლებლო პროგრამებზე. სკოლის მისიაა –– მოსწავლის ინტელექტუალური პოტენციალის მაქსიმალური განვითარება, მათი კულტურული, სოციალური, პიროვნული, გონებრივი და ფიზიკური განვითარებისთვის ჰარმონიული, ეფექტური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, რათა აღიზარდონ წიგნიერ, შემოქმედებით, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, მიზანდასახულ, კონკურენტუნარიან, კომუნიკაბელურ, კრიტიკულად მოაზროვნე და ეროვნული სულისკვეთებით აღსავსე პატრიოტ მომავალ თაობად; ჩამოუყალიბოს და განუვითაროს მათ დამოუკიდებელი, ლოგიკური, ლიბერალურ–დემოკრატიული, სამოქალაქო–სამართლებრივი და ეროვნული ცნობიერება და აზროვნების უნარი.

სასკოლო კლუბები

კლუბის მიზანია თანამედროვე სიმღერებით მოსწავლეებისთვის თეორიული ცოდნის გადაცემა. კურსის განმავლობაში მოსწავლეები შეისწავლიან ქართულ და უცხოურ სიმღერებს.

სიმღერა

მოსწავლეები შეისწავლიან სახვით და გამოყენებით უნარებს. ჩაერთვებიან შემოქმედებით საქმიანობაში.

ხატვა

კლუბის წევრები განივითარებენ წიგნიერებისა და მედიაციის უნარებს,ექნებათ საშუალება, მიიღონ და გაიაზრონ ერთი საკითხის გარშემო მრავალფეროვანი ინფორმაცია, მიიღონ დისკუსიებში მონაწილეობა, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, ჩამოუყალიბდეთ თავისუფალი აზროვნების უნარი თავისუფალ გარემოში.

ლიტერატურული კლუბი

კლუბში მუშაობა გახლავთ ინდივიდუალური, წყვილებში ან გუნდური, შესაბამისი აქტივობებით.

მეტყველება

კლუბის მიზანია განავითაროს მოსწავლის სტრატეგიული აზროვნება და ხედვა. კურსის ბოლოს მოსწავლეებს შორის ჩატარდება შიდა ტურნირი.

ჭადრაკი

მოსწავლეები შეისწავლიან თანამედროვე და ქართულ ტრადიციულ ცეკვებს.

ცეკვის კლუბი