Search

+

ექიმის დებულება

 

 

 

 

 

 

 

 

 

ს ა რ ჩ ე ვ ი

ექიმის დებულება.

ზოგადი დებულებები

1. სკოლის ექიმი სკოლის დირექტორთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენს სკოლის თანამშრომელს.

2. ექიმი თავის საქ1მიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონით, ამ ინსტრუქციით, სოციალური დაცვისა და ჯანმრთელობის სამინისტროს მიერ გამოცემული ნორმატიული აქტების, დირექტორის სკოლის ტერიტორიაზე სამოქმედოდ გამოცემული ბრძანებით, ინსტრუქციებითა და მითითებებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

3. სკოლის ექიმს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სკოლის დირექტორი.

4. ექიმის სახელფასო სარგო განისაზღვრება ხელშეკრულებით.

ექიმის უფლებები და მოვალეობები

თავის უფლებების ფარგლებში ექიმი:

1. ახორციელებს ამ ინსტრუქციის შესაბამისად საქმიანობას , უზრუნველყოფს და აკონტროლებს სკოლის წინაშე   სამედიცინო კუთხით არსებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებას.

2.ხელმძღვანელობს სკოლის სამედიცინო, ჰიგიენურ-სანიტარული  პროცესის დაცვას.

3.აკონტროლებს და ყოველდღიურად  ატარებს რეიდებს კლასების, დერეფნების, სასადილოს, ტუალეტის შემოწმების მიზნით და ყოველდღიურ ინფორმაციას აწვდის დირექტორს.

4.თავის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მოსამზადებელ სამუშაოებს სასწავლო წლის ნორმალურად დაწყებისათვის.

ექიმი ვალდებულია

1.დადგენილი ჰქონდეს და იცოდეს  სკოლის მოსწავლეთა ზუსტი რაოდენობა.

2.მზადყოფნაში ჰქონდეს სანიტარული კუთხით სასწავლო პროცესისათვის სამედიცინო კაბინეტი, სანიტარული წერტილები სართულების მიხედვით და სასადილო.

3.პირველადი დახმარება გაუწიოს ამბულატორულ ავადმყოფებს.

4.განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს, აღრიცხოს და მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდეს ავადმყოფი მოსწავლეები (დიაბეტი, ეპილეფსია, დაქვეითებული მხედველობა), იზრუნოს სკოლის სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და ეფექტიანობის ამაღლებისათვის.

5..შეიმუშაოს და რეალიზება გაუკეთოს სამედიცინო-ჰიგიენურ პროგრამებს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად.

ექიმს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში:

1.დირექტორთან შეაქვს წინადადებები სკოლის თანამშრომლების მიერ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვისა და გამოსწორების შესახებ.

2.დირექტორს წარუდგენს წინადადებებს სკოლის სამედიცინო მომსახურების პროცესის სრულყოფის შესახებ.

3.ასრულებს სკოლის დირექტორის ცალკეულ დავალებებს.

4.ექიმი ასრულებს დირექტორის განსაკუთრებით რთულ და საპასუხისმგებლო დავალებებს.

საქმიანობის აღწერილობა

სკოლაში მუშაობს 1 ექიმი. კაბინეტი აღჭურვილია სათანადო ინვენტარით ექიმი მუშაობს ყოველდღე.

ინფორმაცია მოსწავლის ჯანმრთელობაზე

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო ფორმა მოსწავლის ჯანმრთელობის შესახებ მოსწავლის სკოლაში მიღების წინ იყოს შევსებული. ნებისმიერი სამედიცინო ინფორმაცია , მისამართები, ტელეფონები, აცრები და სხვ. უნდა იყოს სკოლის ექიმთან. ინფორმაცია უნდა იყოს ახალი. მოსწავლეები და სკოლის თანამშრომლები ინფორმირებული უნდა იყვნენ  მოსწავლის ჯანმრთელობის შესახებ კონფიდენციალურია.

წამლები

ისეთი მდგომარეობის შესამსუბუქებლად, როგორიცაა თავის ან ყელის ტკივილი, მოსწავლეებს მშობლის ნებართვით მიეცემათ წამლები.            თუ მოსწავლეს რაიმე მიზეზის გამო სჭირდება სახლიდან მოტანილი წამლების მიღება სასკოლო დროს , მაშინ წამალი უნდა შეინახოს სკოლის ექიმის კაბინეტში  და მას თან უნდა ახლდეს მშობლის წერილობითი ნებართვა, მითითებული უნდა იყოს წამლის მიცემის დრო და რაოდენობა. სკოლის ექიმი დაეხმარება მოსწავლეს წამლის მიღებაში.

სასწრაფო სამედიცინო დახმარება

ავადმყოფმა ბავშვმა შეიძლება გადასდოს ავადმყოფობა სხვა მოსწავლეებს და სკოლის თანამშრომლებს . ამიტომ მოსწავლის მშობელი ვალდებულის წაიყვანოს იგი სახლში. მოსწავლე სკოლიდან თავისუფლდება:

მოსწავლეებს არ აქვთ უფლება  დატოვონ სკოლა ავადმყოფობის მიზეზით ექიმის ნებართვის და სკოლის ადმინისტრაციის საქმის კურსში ჩაყენების გარეშე.

ავადმყოფობის შემდეგ სკოლაში დაბრუნება

მშობელმა უნდა გააგებინოს სკოლას თავისი შვილის ყველა ინფექციური დაავადების შესახებ მანამ, სანამ მოსწავლე დაბრუნდება სკოლაში (ჩუტყვავილა, წითელა, ყბაყურა და სხვა). მოსწავლეებმა, რომლებმაც  გადაიტანეს ეს დაავადებები უნდა წარმოადგინონ ექიმის ცნობა  გამოჯანმრთელების შესახებ. მოსწავლეები, რომლებსაც აქვთ პედიკულოზი არ დაიშვებიან სკოლაში სრულ განკურნებამდე, რასაც ექიმის ცნობა დაადასტურებს.