Search

+
ექსკურსია შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში

მესამე(2) კლასი ექსკურსიაზე იმყოფებოდა შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში. მათ დაათვალიერეს ქართული კულტურული მემკვიდრეობის ისეთი უნიკალური ნიმუშები, როგორიცაა ბედიის ბარძიმი, დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი, ხახულის ღვთისმშობლის ხატი, ანჩისხატი, ბოჭორმის წმინდა გიორგის ხატი, თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი და ა. შ. მოსწავლეებმა ყურადღებით მოისმინეს თითოეული ექსპონატის ისტორია.

კომენტარები