Search

+

განვითარების მექანიზმები

 

 

 

 

 

 

 

 

 

სასკოლო სასწავლო გეგმის შეფასებისა და შემდგომი

გაუმჯობესების, სასწავლო პროცესის კონტროლისსწავლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესების და ადამიანური რესურსის პროფესიული განვითარების ხელშეწყობის

 მექანიზმები

თავი I

სასკოლო სასწავლო გეგმის შეფასებისა და შემდგომი გაუმჯობესების მექანიზმები

მუხლი 1. რეგულირების სფერო

ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის სკოლის (შემგომში სკოლა) ,,სასკოლო სასწავლო გეგმის შეფასებისა და შემდგომი  გაუმჯობესების მექანიზმები”  განსაზღვრავს სკოლის სასწავლო გეგმის შეფასების და განვითარების მექანიზმებს. უზრუნველყობს სასკოლო სასწავლო გეგმის შეფასებას და შემდგომი გაუმჯობესების პრიორიტეტების განსაზღვრას.

მუხლი 2. სასკოლო გეგმის შეფასება

სასწავლო გეგმის შეფასება ხდება  საგნის მასწავლებლების, კათედრის ხელმძღვანელების, მიერ წარმოდგენილი ანგარიშების საფუძველზე, მონიტორინგის შედეგები წარედგინება დირექტორს და პედაგოგიურ საბჭოს. სკოლაში მოქმედი სწავლისა და სწავლების ხარისხის მონიტორინგის სისტემა, იძლევა სასწავლო პროცესის შეფასების და შემდგომი გაუმჯობესების დაგეგმვის შესაძლებლობას. შეფასება ემსახურება სასკოლო სასწავლო გეგმის შეფასებასა და შედეგების გაუმჯობესებას. გადაწყვეტილებები სკოლის სასწავლო გეგმაშ მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელების თაობაზე განიხილება სკოლის კათედრების რეგულარულ შეხვედრებზე ჯგუფური კონსულტაციების გზით. პედაგოგთა ანგარიშების საფუძველზე და პედაგოგიურ საბჭოს სხდომებზე.

მუხლი 3. პედაგოგიური საბჭო

სასწავლო წლის დასაწყისში პედაგოგიური საბჭო იხილავს სასკოლო სასწავლო გეგმას, აანალიზებს განვლილი სასწავლო წელს, განსაზღვრავს სასკოლო გეგმაში განსახორციელებელი ცვლილებების  და სასკოლო გეგმის განვითარების, დამატებების შეტანის და გაუმჯობესების მიზანშეწონილობას.

მუხლი 4. საგნობრივი კათედრები

საწყის ეტაპზე საგნობრივი კათედრები აანალიზებენ სასკოლო სასწავლო გეგმის დადებით და უარყოფით მხარეებს და შეიმუშავებენ რეკომენდაციებს პედაგოგიური საბჭოს სხდომისათვის.

თავი II

სასწავლო პროცესის კონტროლის,  სწავლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესების  მექანიზმები

მუხლი 5. რეგულირების სფერო

ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის სკოლის (შემგომში სკოლა)  ”სასწავლო პროცესის კონტროლის,  სწავლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესების  მექანიზმები” განსაზღვრავს სკოლის სასწავლო პროცესის ეფექტიანობას, უზრუნველყოფს ხარვეზების გამოვლენას და სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას.

მუხლი 6. სასწავლო პროცესის კონტროლის მექანიზმები

სასწავლო პროცესის კონტროლის, სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით,  გამოიყენება დასწრებისა და ღია გაკვეთილის ჩატარების მექანიზმები, რომლის დროსაც ხდება სწავლებისა და სწავლის ეფექტიანობის შეფასება, არსებული ხარვეზების აღმოფხვრის გზების დაგეგმვა და სასწავლო პროცესის გაუმჯობესება. ასევე ხორციელდება მოსწავლეების, მასწავლებლების და მშობლების გამოკითხვა და გამოკითხვის შედეგების გაანალიზება და რეკომენდაციების შემუშავება.

მუხლი 7.ღია გაკვეთილი

სკოლის სასწავლო პროცესზე და ხარისხის გაუმჯობესებაზე პასუხისმგებელი პირია ხარისხის მართვის მენეჯერი, რომელიც სკოლის დირექტორთან შეთანხმებით გეგმავს ღია გაკვეთილის ჩატარებას, ადგენს ღია გაკვეთილის ჩასატარებელ საგნობრივ მიმართულებებს  ღია გაკვეთილების ჩატარების კალენდარულ გეგმას;

მუხლი 8. ღია გაკვეთილის შედეგები

ხარისხის მართვის  მენეჯერი სკოლის დირექტორთან შეთანხმებით კონკრეტულ საგნობრივ კათედრებზე განიხილავს ღია გაკვეთილის შედეგებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად.

მუხლი 9. მოსწავლეების, მასწავლებლების და მშობლების გამოკითხვა

გამოკითხვას ახორციელებს მონიტორინგის ჯგუფი, რომლის შემადგენლობასაც განსაზღვრავს სკოლის დირექტორი სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან კონსულტაციით და ამტკიცებს ბრძანებით.

მონიტორინგის ჯგუფი განსაზღვარვს გამოკითხვის სტრატეგიას, შეიმუშავებს გამოკითხვის ფორმებს და ადგენს გამოკითხვის კალენდარულ გეგმას.

თავი III

ადამიანური რესურსის პროფესიული განვითარების ხელშეწყობის

 მექანიზმები

მუხლი 10. ტრენინგების ორგანიზება

ადამიანური რესურსის პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით სკოლა პერიოდულად და სისტემატურად – უზრუნველყობს ტრენინგებისა და სემინარების ორგანიზებას. გარდა ამისა სკოლა მუდმივად აწვდის ინფორმაციებს პედაგოგებს  ტრენინგ კურსის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში მზადაა გამოყოს საჭირო დაფინანსება ტრენინგებისათვის.  ასევე სხვა ტრენინგში სკოლის პედაგოგის მონაწილეობის შემთხვევაში ტრენინგის შემდგომ პედაგოგი ვალდებულია  სიახლე გაუზიაროს სხვა პედაგოგებს.

მუხლი 11. სამოდელო გაკვეთილი

პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით სკოლაში დანერგილია ღია სამოდელო გაკვეთილების ჩატარების პრაქტიკა. რომლის ჩატარების განრიგის შედგენა კათედრებზე ხდება, სასწავლო წლის დასაწყისში და გაკვეთილის ჩატარების შემდეგ ხდება მისი განხილვა და შეფასება, საჭირო რეკომენდაციების მიცემა, რაც თავისთავად ხელს უწყობს პედაგოგის პროფესიულ ზრდას. კათედრებზე ყოველწლიურად ხდება ეროვნული სასწავლო  გეგმის მიხედვით დაგეგმილი გაკვეთილების გეგმების განხილვა.  აღნიშნული აქტივობები სკოლის მიერ შემუშავებული  მასწავლებლის რეიტინგული შეფასების  ერთ ერთი კრიტერიუმია.