Search

+

კათედრის დებულება

კათედრის დებულება

თავი I. კათედრები

მუხლი 1. სკოლის კათედრები

  1. სკოლაში მოქმედებს:

მუხლი 2. კათედრების ფუნქციები

  1. სკოლაში კათედრების ფუნქციებია

მუხლი 3. კათედრის თავმჯდომარის ფუნქციები

  1. კათედრის თავმჯდომარის ფუნქციებია:

თავი II. პორთფოლიო

მუხლი 1.  კათედრის თავმჯდომარის პორტფოლიო

  1. კათედრის თავმჯდომარის პორტფოლიო არის დოკუმენტების ერთობლიობა, რომელიც აუცილებელია კათედრის ეფექტური ფუნქციონირებისათვის. ორტფოლიოს საშუალებით კათედრის თავმჯდომარე განახორციელებს საკუთარი პროფესიული საქმიანობის სისტემატურ რეგულირებას.
  2. კათედრის ეფექტური მუშაობა პირდაპირ კავშირშია სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობასა მის წარმატებულ შედეგზე.
  3. სკოლის ადმინისტრაციას პორტფოლიოზე დაყრდნობით ყოველი სემესტრისა და სასწავლო წლის ბოლოს შეუძლია შეაფასოს კათედრის თავმჯდომარის მუშაობა და მისი პროფესიული განვითარება. კათედრის თავმჯდომარეს ირჩევს კათედრა ერთი სასწავლო წლის ვადით. შაგნობრივი კათედრის თითოეული წევრი როტაციის პრინციპით ხდება კათედრის თავმჯდომარე. კათედრა იკრიბება სემესტრში მინიმუმ ორჯერ. კათედრა აუცილებლად უნდა შეიკრიბოს სასწავლო წლის დასაწყისში.

თავი III. რეკომენდაციები  პორტფოლიოს წარმოებისათვის

  1. ზოგადი ინფორმაცია კათედრის თავმჯდომარის პორტფოლიოს (შემდგომში პორტფოლიო) შესახებ.
    • კათედრის თავმჯდომარის პორტფოლიო არის იმ დოკუმენტების ერთობლიობა, რომელიც წარმოაჩენს კათედრის მუშაობას დროის გარკვეულ პერიოდში. Pპორტფოლიო ინახება სკოლის დირექციაში მესამე პირთაგან დაცულ ადგილას 5 წლის განმავლობაში;
    • პორტფოლიოს მიზანია კათედრის თავმჯდომარემ განახორციელოს საკუთარი პროფესიული საქმიანობის სისტემური რეგულირება და თვითშეფასება;
    • პორტფოლიოს წარმოებაზე პასუხისმგებელია კათედრის თავმჯდომარე;
    • სკოლის დირექტორს უფლება აქვს თავად ჩაატაროს პორტფოლიოს მონიტორინგ და შეფასება, ან განსაზღვროს უფლებამოსილი პირი.
    • დაუშვებელია პორტფოლიოს გატანა სკოლის ტერიტორიიდან კათედრის თავმჯდომარის თანხმმობის გარეშე.
  2. Mმონაცემები, რომელსაც შეიცავს პორტფოლიო
    • სკოლისა და კათედრის დასახელება;
    • კათედრის თავმჯდომარის პირადი და საკონტაქტო მონაცემები, კათედრის თავმჯდომარის სამუშაო გამოცდილება;
    • კათედრაში შემავალი საგნები;
    • კათედრის წევრების საკონტაქტო მონაცემები;
    • კათედრის მიერ არჩეული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების ნუსხა;
    • კათედრის წევრებთან და დირექტორთან შეხვედრების წლიური განრიგი;
    • კათედრის მუშაობის სემესტრული (I და II) განრიგი;
    • კათედრის სემესტრული სხდომების ოქმები;
    • კათედრის წევრების სხდომებზე დასწრების წლიური აღრიცხვა;
    • კათედრის მიერ სემესტრულად (I და II) არჩეული დამხმარე სასწავლო და მატერიალური მასალა;
    • კათედრის მიერ სხვა კათედრის მასწავლებელთათვის გამოცდილების გაზიარება (I და II);
    • დირექტორთან კათედრის მუშაობის სემესტრული(I და II) ანგარიში;
    • კათედრის წევრების მიერ კათედრის მუშაობის სემესტრული (I და II) შეფასება;
    • მოსწავლეთა მონაწილეობა ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში;
    • ოლიმპიადებში, კონფერენციებში, პროექტებსა და კონკურსებში მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობა;
    • ეროვნულ და საერთაშორისო ოლიმპიადებსა და პროექტებში გამარჯვებულ მოსწავლეთა რაოდენობა;
    • კათედრის წევრების მიერ განხორციელებული სხვა კათედრის პროექტები;
    • კათედრის მიერ სხვა კათედრებთან სემესტრული(I და II) კოორდინირებული მუშაობა;
    • კათედრის წევრების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
    • კათედრის მუშაობის წლიური ანგარიში;
    • სხვა დამატებითი აქტივობები;
    • სკოლის დირექტორის მიერ კათედრის თავმჯდომარის სემესტრული (I და II) შეფასება და კომენტარი.
  3. Pპორტფოლიოს წარმოება
    • პორტფოლიოს გარეკანზე მითითებული უნდა იყოს სკოლისა და კათედრის სრული დასახელება და სასწავლო წელი;
    • პორტფოლიოს მეცხრე გვერდზე ივსება კათედრის თავმჯდომარის პირადი და საკონტაქტო მონაცემები, კათედრაზე მუშაობის გამოცდილება და კათედრაში შემავალი საგნები;
    • პორტფოლიოს მეათე გვერდზე ივსება კათედრის წევრებისაგან (მასწავლებლების გვარები  და სახელები, სია შედგენილი უნდა იყოს ანბანის მიხედვით) მიღებული საკონტაქტო მონაცემები);
    • პორტფოლიოს მეთერთმეტე გვერდზე იწერება კათედრის მიერ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოები. iქვე მითითებული უნდა იყოს სახელმძღვანელოს ავტორის/ავტორების გვარები, საგანი, კლასი, გამომცემლობა და სახელმძღვანელოს გამოცემის წელი;
    • პორტფოლიოს ის გვერდი, სადაც შესავსებია კათედრის წევრებთან და დირექტორთან შეხვედრების წლიური განრიგის ცხრილი (სულ 4 შეხვედრა, სემესტრში ორჯერ), ივსება მათთან შეთანხმების საფუძველზე.
    • პორტფოლიოს იმ გვერდზე, რომლითაც იწყება ოქმები, დღის წესრიგის ნაწილში აღნიშნული უნდა იყოს ყველა ის თემა, რომლის განხილვასაც დაისახავს კათედრა. Pპასუხისმგებელი პირი/პირები შეიძლება იყოს, როგორც კათედრის თავმჯდომარე, ისე კათედრის წევრები;
    • პორტფოლიოს ის გვერდი, რომლითაც იწყება კათედრის წევრების სხდომებზე  წლიური დასწრების აღრიცხვა, კათედრის წევრის ხელმოწერის გრაფა ივსება მხოლოდ ბოლო, მეოთხე შეხვედრის შემდეგ;
    • პორტფოლიოს იმ გვერდზე, სადაც განთავსებულია დირექტორთან კათედრის მუშაობის  სემესტრული (თითო სემესტრში 2) ანგარიში, კათედრის წარმატებულ მუშაობაში იწერება ის კონკრეტული აქტივობები, რომელიც კათედრის თავმჯდომარის და კათედრის წევრების აზრით არის წარმატებული. კათედრის მუშაობის არსებულ პრობლემაშიიწერება ის პრობლემები, რომელიც ჯერ არ გადაჭრილა და საჭიროებს კონკრეტული სტრატეგიების დასხვას. (აღნიშნული იწერება პრობლემის გადაჭრის სავარაუდო სტრატეგიებისათვის განკუთვლილ ადგილას). კათედრის რეკომენდაციების გრაფაში იწერება კონკრეტული რჩევები, რომლის განხორციელების შემთხვევაშიკათEდრის მუშაობა წარმატებულად ჩაითვლება;
    • პორტფოლიოს იმ გვერდზე, რომლითაც იწყება კათედრის მიერ სემესტრულად  არჩეული დამხმარე სასწავლო და მატერიალური მასალა, კათედრის წევრებთან შეთანხმების საფუძველზე მითითებული უნდა იყოს რესურსი (სასწავლო ან მატერიალური), მისი საცალო ღირებულება და რაოდენობა. Kომენტარი, სადაც მოკლედ იქნება აღწერილი რესურსის ყიდვის საჭიროება;  ასევე სკოლიდან სავარაუდო თანხა ან დაფინანსების სხვა წყაროდან (მაგ., დონორი ორგანიზაცია) მოძიებული თანხა;
    • პორტფოლიოს იმ გვერდზე, რომლითაც იწყება კათედრის მიერ სხვა კათედრის მასწავლებელთათვის გამოცდილების გაზიარება (თითო სემესტრში ორჯერ), სასურველია თემაში წარმოდგენილი იყოს საკითხები, რომელთა გადაჭრაც კათედრაზე წარმატებით განხორციელდა და სურთ კოლეგებს გაუზიარონ საკუთარი პროფესიული გამოცდილება. შხვა კათედრის მასწავლებლებს ორი კვირით ადრე მიეწოდებათ საჭირო ინფორმაცია აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით;
    • პორტფოლიოს ის გვერდი, სადაც განთავსებულია კათედრის წევრების მიერ კათედრის სემესტრული (I და II) შეფასება თითოეულ კრიტერიუმთან მითითებული 1, 2 და 3 რიცხვი აღნიშნავს შემდეგი შეფასების განმარტებას: 1-რეგულარულად, 2- ხშირად და 3 – იშვიათად;
    • პორტფოლიოს ის გვერდი, სადაც განთავსებულია მოსწავლეთა მონაწილეობა ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში, საუბარია მხოლოდ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულ ყოველწლიურ ოლიმპიადებზე;
    • პორტფოლიოს იმ გვერდზე, სადაც განთავსებულია ოლიმპიადებში, კონფერენციებში, პროექტებსა და კონკურსებში მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობა, ივსება იმ პრონციპით, თითოეულმა კათEდრის წევრმა რამდენ მოსწავლე მიაღებინა მონაწილეობა თითოეულ ღონისძიებაში;
    • პორტფოლიოს იმ გვერდზე, სადაც განთავსებულია კათედრის წევრების მიერ სხვა კათედრებთან სემესტრული (I და II) კოორდინირებული მუშაობა, კათედრის გრაფაში იწერება ის კათედრა, რომელთანაც ჩატარდა კოორდინირებული მუშაობა (მაგ., ისტორიასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში საერთო თემატიკის შეთანხმება, ექსკურსიებძე საერთო დავალებების მოფიქრება და სხვა)
    • პორტფოლიოს ბოლო გვერდები უნდა შეიცავდეს დირექტორის მიერ კათედრის თავმჯდომარის I და II სემესტრის შეფასებასა და კომენტარს.