Search

+

ხშირად დასმული კითხვები

რომელ საათზე იწყება და სრულდება სწავლა?

სწავლა იწყება 10:00 საათზე და სრულდება 17:00 სათზე.

აქვს თუ არა სკოლას გახანგრძლივებული?

მოსწავლეებს ყოველდღე აქვთ გამოყოფილი გარკვეული დრო დამრიგებლების მეთვალყურეობის ქვეშ დავალებების მომზადებისთვის.

აქვს თუ არა სკოლას ტრანსპორტირების სერვისი?

სკოლას ემსახურება მინი-ავტობუსები

რამდენი არის სწავლის საფასური?

სწავლის წლიური საფასური შეადგენს 3000 ლარს.

რა შედის საფასურში?

გაძლიერებული სწავლა; გაკვეთილების ადგილზე მომზადება; ორჯერადი კვება და ტრანსპორტირება.

შედის თუ არა სკოლის საფასურში კლუბები ?

საფასურში შედის მხოლოდ სპორტული კლუბი ჭადრაკის მიმართულებით.

რამდენი ენა ისწავლება სკოლაში?

სკოლაში ისწავლება ორი ენა: 1) ინგლისური და 2) რუსული.

აქვს თუ არა სკოლას Preschool-ი და ბაღი?

სკოლაში ფუნქციონირებს სკოლამდელი აღზრდის ცენტრი.