Search

+

კლუბები

სიმღერა

კლუბის მიზანია თანამედროვე სიმღერებით მოსწავლეებისთვის თეორიული ცოდნის გადაცემა. კურსის განმავლობაში მოსწავლეები შეისწავლიან ქართულ და უცხოურ სიმღერებს.

ხატვა

მოსწავლეები შეისწავლიან სახვით და გამოყენებით უნარებს. ჩაერთვებიან შემოქმედებით საქმიანობაში. მოსწავლეებს დასჭირდებათ ფურცლები A4, ფანქარი, საშლელი, ფერადი ფანქრები, პასტელები, წებო, მაკრატელი, აკვარელი/გუაში, ფერადი ფურცლები. თუ მოსწავლეს სისტემატურად არ აქვს კლუბისთვის საჭირო ნივთები, ის შეიძლება არ დაიშვას კლუბზე.

ლიტერატურული კლუბი

კლუბის სალექციო კურსი შედგება 10 შეხვედრისგან. კლუბის წევრები განივითარებენ წიგნიერებისა და მედიაციის უნარებს,ექნებათ საშუალება, მიიღონ და გაიაზრონ ერთი საკითხის გარშემო მრავალფეროვანი ინფორმაცია, მიიღონ დისკუსიებში მონაწილეობა, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, ჩამოუყალიბდეთ თავისუფალი აზროვნების უნარი თავისუფალ გარემოში.

მეტყველება

რელაქსაცია:
რელაქსაცია, კუნთური დაჭიმულობის მოხსნა, სუნთქვის, არტიკულაციისა და რეზონაციის ორგანოების მასაჟი.

სუნთქვა:
სრული, შერეული და დიაფრაგმული სუნთქვის გამომუშავება.

ბგერები:
ქართული ხმოვანი და თანხმოვანი ბგერების სწორი წარმოთქმა, დაყენება, კორექცია. ბგერის განმტკიცება მეტყველების პროცესში.

სავარჯიშოები:
ბგერათა რიტმული კომბინაციები;
რიტმული სავარჯიშოები;
ლექსის და ენის გასატეხების დამუშავება;
სამეტყველო ხმის დიაპაზონის დამუშავება.

როლური თამაშები:
სიტყვის გაცოცხლება მოქმედებაში;
წინადადების სხვადასხვა დამოკიდებულებით წარმოთქმა.

კლუბში მუშაობა გახლავთ ინდივიდუალური, წყვილებში ან გუნდური, შესაბამისი აქტივობებით.

ჭადრაკი

კლუბის მიზანია განავითაროს მოსწავლის სტრატეგიული აზროვნება და ხედვა. კურსის ბოლოს მოსწავლეებს შორის ჩატარდება შიდა ტურნირი.

ცეკვის კლუბი

მოსწავლეები შეისწავლიან თანამედროვე და ქართულ ტრადიციულ ცეკვებს.