Search

+

მასწავლებლის მიღება

  1. მასწავლებლის სამსახურში მიღების აუცილებელი პირობაა შესაბამისი განათლების დამადასტურებელი საბუთი;

  2. მასწავლებლის მიღება სკოლაში ხდება გასაუბრების შედეგად ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც იდება სკოლასა და მასწავლებელს შორის;

  3. ახლადმიღებულმა მასწავლებელმა სკოლაში უნდა გაიაროს გამოსაცდელი ვადა არანაკლებ ერთი სემესტრის განმავლობაში;

  4. გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ სკოლის დირექტორი სასწავლო-აღმზრდელობით გადაწყვეტილებას იღებს მასწავლებლის კანდიდატთან შრომითი ხელშეკრულების დადების, ან ხელშეკრულების დადებაზე უარის შესახებ;

  5. ხელშეკრულება მასწავლებელთან იდება 1 (ერთი) წლის ვადით. დირექციის გადაწყვეტილებით  შესაძლოა ხელშეკრულების ვადა გაიზარდოს 3 (სამ) წლამდე;

  6. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ დირექცია აფასებს მასწავლებლის მოღვაწეობას სკოლაში. დირექცია უფლებამოსილია, მაგრამ არ არის ვალდებული, დადოს ახალი შრომითი ხელშეკრულება მასწავლებელთან, რომლის მოღვაწეობა დადებითად შეფასდა.