Search

+

მშობელთა საბჭო

parents group to school-ის სურათის შედეგი áƒ“აკავშირებული სურათი Parents' Meeting-ის სურათის შედეგი

ჩვენს სკოლასთან არსებობს მშობელთა საბჭო. მისი ძირითადი ამოცანაა მშობელთა ინტერესების გათვალისწინება ყველა მოსწავლისათვის ოპტიმალური სასწავლო გარემოს შესაქმნელად.

მშობელთა საბჭო მშობლებს წარმოადგენს. ის თავს უყრის ჩვენი მშობლების შემოთავაზებებს და წინადადებებს და მათ სკოლის დირექციას გადასცემს. და პირიქით – მშობელთა საბჭო სკოლისგან იღებს მნიშვნელოვან ინფორმაციას (როგორიცაა სკოლის განვითარების თემა) და მას მშობლებს აცნობს.

ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში, მშობელთა კრების ფარგლებში, თითო კლასში მშობლების ორ წარმომადგენელს ვირჩევთ. ისინი სასწავლო წლის განმავლობაში ასრულებენ დაკისრებულ ვალდებულებას და თავიანთი კლასის ინტერესებს იცავენ. ამისთვის მათ კონტაქტი აქვს დამრიგებელთან და მასწავლებლებთან.

თავად მშობლების წარმომადგენლები თავიანთი წრიდან სკოლის მშობელთა საბჭოს ორ წარმომადგენელს ირჩევენ.