Search

+
მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა

ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებთან ჩატარდა ინტეგრირებული, გასვლითი გაკვეთილი დამრიგებელთან და ხელოვნების პედაგოთან ერთად.
მოსწავლეები ესტუმრნენ მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონს. გულისყურით უსმენდნენ დამრიგებლის მონათხრობს თითოეულ შემოქმედსა თუ მოღვაწეზე. ყვავილებით შეამკეს მათი საფლავები… წაიკითხეს ლექსები ილია ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველას და ანა კალანდაძის შემოქმედებიდან. გაიხსენეს მათზე გაგონილი ისტორიები. შემდეგ გაეშურნენ ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სამხატვრო გალერეაში, სადაც დაათვალიერეს თანატოლების ნამუშევრები, გარდა ამისა შეასრულეს ნახატები.

კომენტარები