Search

+
ფ.გოგიჩაიშვილის სახელობის კერძო სკოლა, საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, 6 მაისს სომხეთის დედაქალაქ ერევანს ეწვია.

ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის კერძო სკოლა, საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, 6 მაისს სომხეთის დედაქალაქ ერევანს ეწვია. ვიზიტისას სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივ სემინარებში; შეიძინეს ახალ მეგობრები და სემინარის დასრულებისას, გადაეცათ საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობის მიღების შესაბამისი სერთიფიკატები. მოსწავლეებს ასევე ჩაუტარდათ სასწავლო პროგრამა ერთ–ერთ სკოლაში, სადაც საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საგანმანათლებლო მიღწევებს მეზობელ ქვეყანაში. სემინარზე წარმოდგენილი იყო შემდეგი თემები: საშუალო განათლების როლი მოზარდების განვითარებაში და სომხურ–ქართული ურთიერთობების მნიშვნელობა მომავალ თაობებში. სემინარის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია “Youth alliance via networking“-ი იყო.

კომენტარები