Search

+
ფ.გოგიჩაიშვილის სახელობის კერძო სკოლას თამარ ჭოხონელიძე ეწვია

ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის კერძო სკოლის ორგანიზებით 18 თებერვალს სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა ცნობილ ადამიანთან შეხვედრა.
სკოლის ეგიდით პროექტის “გავიზიაროთ ცნობილი ადამიანის გამოცდილება” ფარგლებში მოწვეული იყო მომღერალი, ქალბატონი თამრიკო ჭოხონელიძე.

შეხვედრა ძალზედ საინტერესო და მრავლის მომცველი იყო. მომღერალმა თავისი გამოცდილება პატარებს გაუზიარა და მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხა. ისაუბრა თავის შემოქმედებაზე, ცნობილ და საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობებზე.

თამარ ჭოხონელიძემ თავისი რეპერტუარიდან რამოდენიმე სიმღერა შეასრულა. აგრეთვე იმღერა დუეტში თავის შვილიშვილთან – ელენე მახარაძესთან ერთად.

შეხვედრის ბოლოს სკოლის მოსწავლეებმა და თამარ ჭოხონელიძემ ერთად შეასრულა არჩილ კერესელიძის სიმღერა “ყელსაბამი” და ჯემალ სეფიაშვილის სიმღერა “გაზაფხული შემოსულა ლენ”.

შეგახსენებთ, რომ პროექტი”გავიზიაროთ ცნობილი ადამიანის გამოცდილება” ფ.გოგიჩაიშვილის სკოლის ინიცირებით თვეში ერთხელ ტარდება და მიზნად ისახავს ცნობილი ადამიანების გამოცდილების გაზიარებას მომავალი თაობის მიმართ.

კომენტარები