Search

+
ფ. გოგიჩაიშვილის სახელობის სკოლის V კლასის მოსწავლეები სამეცნიერო კონფერენციაზე ,,ადამიანი და ცხოველთა სამყარო”

ფ. გოგიჩაიშვილის სახელობის სკოლის V კლასის მოსწავლეები სამეცნიერო კონფერენციაზე ,,ადამიანი და ცხოველთა სამყარო” ფ. გოგიჩაიშვილის სკოლის V კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ თბილისის ზოოლოგიური პარკის საგანმანათლებლო ცენტრის მიერ, საქართველოს მასშტაბით გამოცხადებულ მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენციაზე ,,ადამიანი და ცხოველთა სამყარო“. კონფერენცია 2013 წლის მარტში დაიწყო და ორ ტურად ჩატარდა. მეორე ტურში გადასულ 69 მოსწავლეთა შორის იყვნენ ჩვენი მოსწავლეებიც. ჟიურს უნდა შეერჩია რამდენიმე გამარჯვებული, წარმატებულთათვის დაწესებული იყო სიგელები, დიპლომები და ფასიანი საჩუქრები. მონაწილე მოსწავლეებმა ნუცა ბაღათრიშვილმა, ნინო ბუღდიაშვილმა, სოფო ჩაგელიშვილმა, ანასტასია ლომთაძემ და ლიზი სუხიშვილმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს თემის მიმართ. მეორე ტურში გადავიდნენ ნუცა ბაღათრიშვილი, ნინო ბუღდიაშვილი და ანასტასია ლომთაძე. მათ წარმატებით წარადგინეს ნაშრომები (პედაგოგი გურანდა გაბუნია) და მოწონებაც დაიმსახურეს. ჟიურის სიმპატია გახდა ნუცა ბაღათრიშვილი, მეორე ადგილზე გავიდა ანასტასია ლომთაძე. გამარჯვებულებს ჟიურიმ დიპლომებთან ერთად, ფასიანი საჩუქრებიც გადასცა.

კომენტარები