Search

+
ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის კერძო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ერევანში მიიწვიეს

ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის კერძო სკოლა, საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, 6 მაისს სომხეთის დედაქალაქ ერევანში მიიწვიეს.

ვიზიტისას სკოლის მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივ სემინარებში; გაეცნობიან სწავლის მეთოდებს; შეიძენენ ახალ მეგობრებსა და სემინარის დასრულებისას, გადაეცემათ საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობის მიღების შესაბამისი სერთიფიკატები.

მოსწავლეებს ასევე ჩაუტარდებათ სასწავლო პროგრამა ერთ–ერთ სკოლაში, სადაც საშუალება ექნებათ გაეცნონ საგანმანათლებლო მიღწევებს მეზობელ ქვეყანაში და გაუზიარონ ერთმანეთს სხვადასხვა მოსაზრებები.

სემინარზე წარმოდგენილი იქნება თემები: საშუალო განათლების როლი მოზარდების განვითარებაში და სომხურ–ქართული ურთიერთობების მნიშვნელობა მომავალ თაობებში.

სემინარის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია “Youth alliance via networking“-ია.

კომენტარები