Search

+
ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის კერძო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის კერძო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის მემორიალთან საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

მოსწავლეებმა რუსთაველის გამზირზე, მემორიალთან ტიტები მიიტანეს და სიმბოლურად ლექსები წაიკითხეს.

1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიის ნაწილებმა დილის 4 საათზე მთავრობის სახლის წინ მომიტინგეები არნახული სისასტიკით დაარბიეს. ოფიციალური მონაცემებით, მანიფესტაციის დაშლის დროს 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა.

 

კომენტარები