Search

+
ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის კერძო სკოლის ორგანიზებით, საქველმოქმედო საღამო გაიმართა

ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის კერძო სკოლის ორგანიზებით, 25 აპრილს, კლუბ „Pianino“–ში პროექტის „ბავშვები ბავშვების დასახმარებლად“ ფარგლებში, პირველი საქველმოქმედო საღამო გაიმართა.

ღონისძიება საქველმოქმედო ფონდ „ჩემი სახლის“ მოზარდებისთვის ჩატარდა.

„საღამოსთვის საგულდაგულოდ შეირჩნენ ნიჭიერი სკოლის მოსწავლეები, რომელთაც მრავალფეროვანი აუდიტორიის წინაშე თავიანთი შემოქმედება წარადგინეს. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების გარდა, საქველმოქმედო პროექტში მხატვარი ზალიკო სულაკაური და ცნობილი მომღერლები ზურა ხაჩიძე, გოჩა ჭაბუკაიძე, ანა როგავა და ნუცა როგავა მონაწილეობდნენ.

მადლობას ვუხდით მხატვარ ზალიკო სულაკაურს და მომღერლებს ღონისძიებაში უსასყიდლოდ თანამონაწილეობისათვის”, აცხადებენ ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის კერძო სკოლაში.

კომენტარები