Search

+

ქველმოქმედება

ქველმოქმედება მხოლოდ უანგარო დახმარებას გულისხმობს და როგორც ყველა ქმედება, ორ მხარეს საჭიროებს. სუბიექტს – ვინც მოქმედებს და ობიექტს – ვისთვისაც ეს ქმედება ხორციელდება.

ქველმოქმედი შეიძლება იყოს ერთი ადამიანი, ადამიანთა ჯგუფი ან სახელმწიფო. ობიექტი უფრო მრავალფეროვანია და შეიძლება მოიცავდეს ბუნების, ჯანმრთელობის, კულტურული, ისტორიული მემკვიდრეობის, ადამიანის უფლებათა დაცვას, საზოგადოებაში დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებას, განათლების ხელშეწყობას, მეცნიერების ამა თუ იმ დარგის განვითარებას, სახელმწიფო ინსტიტუტების სრულფასოვანფუნქციონირებას და უამრავ სხვა მიმართულებას. მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი კონკრეტული ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას ემსახურება.