Search

+
საგანმანათლებლო პროგრამა ,,საბავშვო არქეოლოგიის” ფარგლებში გასვლითი გაკვეთილი მოეწყო.

საგანმანათლებლო პროგრამა ,,საბავშვო არქეოლოგიის” ფარგლებში ჩვენი სკოლის მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე კლასებმა მოინახულეს და მონაწილეობა მიიღეს მცხეთაში, კერძოდ სამთავროს ველზე არსებული სახელმწიფო მუზეუმ–ნაკრძალში, გასვლით გაკვეთილში.
პროგრამის მიზანია მოსწავლეებს გაუღოს წარსულის კარი, გააცოცხლოს წინაპართა იდუმალი ყოფა–ცხოვრება, აქ არსებული ნამოსახლარები თარიღდება ძვ.წ. III ათასწ.–ახ.წ.VII-VIIIსს. ასევე აქ არის ადამიანთა სამარხების მუზეუმი ღია ცის ქვეშ.
,,საბავშვო არქეოლოგია” საგანგებოდ მოწყობილ ველზე (ადაპტირებულ) სასწავლო–შემეცნებით არქეოლოგიურ გათხრებს გულისხმობს. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს და აღმოაჩინეს შუა ბრინჯაოს ხანის ნივთები.მოხდა აღმოჩენილი ნივთების დეტალური დათვალიერება–ანალიზი, რის შემდეგაც მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სერთიფიკატებით.

 

 

კომენტარები