Search

+

შინაგანაწესი

თავი 1. ზოგადი დებულება

 მუხლი 1  ზოგადსაგანმანათლებლო კერძო დაწესებულება, „ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის სკოლა“ (შემდგომში – ,,სკოლა”) შინაგანაწესი (შემდგომში – ,,შინაგანაწესი”) შემუშავებულია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ და მოქმედი კანონმდებლობის  შესაბამისად, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია სკოლისათვის, რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას.

  1. შინაგანაწესი ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ კანონიერ წარმომადგენლებზე და სავალდებულოა შესასრულებლად.
  2. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში სკოლაში დასაქმებულთა მიმართ გამოიყენება საქართველოს შრომის კოდექსითა და ამ შინაგანაწესით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.
  3. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების  განუყოფელ ნაწილს.
  4. სკოლასა და დასაქმებულებს შორის შრომით ურთიერთობაში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობების, რელიგიური ან რაიმე გაერთიანებისადმი კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების გამო.
  5. შინაგანაწესი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის.
  6. შინაგანაწესით განისაზღვრება:

ა) სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, სამუშაო და დასვენების დრო;

ბ)  სასწავლო პროცესის მონიტორინგის ფორმები და ფარგლები;

გ)  შრომითი ურთიერთობის წარმოშობა;

დ) შრომითი ურთიერთობის პირობები;

ე)  შრომის ანაზღაურების გაცემის დრო, ადგილი და წესი;

ვ)  შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი;

ზ) შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა/ საბოლოო ანგარიშსწორება;

თ) წახალისების  ფორმები და დისციპლინური პასუხისმგებლობა;

ი)  მოსწავლეების დისციპლინური წარმოების თავისებურებანი;

კ) მატერიალური პასუხისმგებლობა;

ლ) მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვის და სკოლიდან გადაყვანის პირობები;

მ)  მოსწავლის  ჩაცმულობის წესი და გარეგნული სახე;

ნ) შრომის  პირობების დაცვის წესები;

ო) განცხადების/საჩივრის განხილვა;

პ) დასკვნითი დებულებანი.

მუხლი 2.  სკოლის შინაგანაწესის მიზანია:

1 შინაგანაწესის მიზანია:

ა) სკოლის საქმიანობისათვის ხელშეწყობა სკოლის მისიის შესრულება, სკოლაში უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა და ჩამოყალიბება;

ბ) სკოლაში დასაქმებულ პირთა შრომითი და მისი თანამდევი ურთიერთობის მოწესრიგება და კონტროლი;

გ) სკოლაში დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა;

დ) სასწავლო-სამუშაო დროის  რეგულირება და რაციონალური გამოყენება;

ე) სკოლაში სასწავლო პროცესის ნორმალურად წარმართვისა და დისციპლინის განმტკიცებისათვის მოსწავლეთა ქცევის წესების მოწესრიგება და კონტროლი;

ვ) სკოლასა და მოსწავლეთა მშობლებს (კანონიერ წარმომადგენლებს) შორის ურთიერთობათა პირობე– ბის განსაზღვრა;

სკოლის შინაგანაწესი ვრცელდება და მისი მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა  სკოლაში დასაქმებულ ნებისმიერ პირზე, მიუხედავად მისი თანამდებობისა, სკოლის მოსწავლეებზე, სკოლის ტერიტორიაზე მყოფ მოსწავლეთა მშობლებზე (კანონიერ წარმომადგენლებზე) და გარეშე პირებზე.

  1. სკოლის შინაგანაწესის მოთხოვნათა შეუსრულებლობა იწვევს შესაბამის პასუხისმგებლო­ბას.

4 სკოლის თანამშრომელთა შრომის პირობები, ასევე მოსწავლეთა და მათ კანონიერ წარმომადგენელთა შორის ურთიერთობები, რომლებიც არ რეგულირდება წინამდებარე შინაგანაწესით ან მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, რეგულირდება საქართველოს მოქმედი  კანონმდებლობით.

თავი 2. სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, სამუშაო და დასვენების დრო

მუხლი 3. სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, სამუშაო და დასვენების დრო

  1. სამუშაო დრო წარმოადგენს კალენდარული დროის ნაწილს, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ვალდებულია განახორციელოს თავისი სამსახურებრივი უფლება – მოვალეობანი.სკოლაში სასწავლო წლის, არდადეგების დაწყების და დამთავრების დრო განისაზღვრება, სკოლის დირექტორის ბრძანების შესაბამისად. სკოლაში დასვენების დღეებია სახელმწიფოს მიერ ოფიციალურად დადგენილი სადღესასწაულო დასვენების დღეები, თუმცა სკოლის  დირექციის მიერ შესაძლოა დასვენების დღეებად გამოცხადდეს სხვა დღეებიც, თუკი იგი ზიანს არ მიაყენებს სასწავლო პროცესს;
  2. სამუშაო კვირა, ისევე როგორც სასწავლო კვირა, ხუთდღიანია (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით). სამუშაო დროში არ შედის შესვენების პერიოდი, დასვენებისა (შაბათი-კვირა) და საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს შრომის კოდექსით“ განსაზღვრული უქმე დღეები.
  3. საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია კვირაში 6 დღიანი სწავლება. კერძოდ, 6 დღიანი სწავლება დასაშვებია:

ა) თუ სკოლას გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო გაუცდა სასწავლო დღე/დღეები.

ბ) თუ ობიექტური მიზეზების გამო სკოლა მიზანშეწონილად მიიჩნევს კვირის რომელიმე დღე განსაზღვროს დასვენების დღედ.

გ) სკოლაში სასწავლო პროცესი იწყება 10:00 საათზე. გაკვეთილის ხანგრძლივობა (გარდა პირველი კლასისა) განისაზღვრება 45 წუთით. პირველი კლასისთვის გაკვეთილის ხანგრძლივობა 35 წუთია. გაკვეთილებს შორის შესვენებების ხანგრძლივობა განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით. გამონაკლისი შეიძლება დაშვებულ იქნას   ექსტრემალური პირობების დროს (ყინვა, განსაკუთრებული სიცხეები, ფორსმაჟორული სიტუაცია და ა.შ.) როდესაც სკოლამ  შესაძლოა ხანმოკლე ვადით შეცვალოს გაკვეთილებისა და დასვენებების ხანგრძლივობა სასწავლო დროის შემცირების მიზნით.

4. სკოლაში დასაქმებულებისთვის (გარდა მასწავლებლებისა) სამუშაო კვირის ხანგრძლივობა განისაზღვრება 40 სამუშაო საათით,  მათთვის სამუშაო დღის დასაწყისია 09:45 საათი, დასასრული-17:00 საათი;

5. მასწავლებელი ვალდებულია სკოლაში გამოცხადდეს გაკვეთილის დაწყებამდე 15 წუთით ადრე. სკოლის მასწავლებლის სამუშაო დრო განისაზღვრება  მისი საათობრივი დატვირთვის შესაბამისად ჩატარებული გაკვეთილების შედეგების შეჯამებისა და მომდევნო დღის გაკვეთილების დაგეგმვი– სათვის საჭირო პერიოდით;

6. სასკოლო დროის ფარგლებში  სკოლა პასუხს აგებს მოსწავლის უსაფრთხოებაზე.

7. კლასის დამრიგებლის ინიციატივით, სკოლის დირექციასთან შეთანხმებით, შესაძლოა მოეწყოს სასწავლო ექსკურსია, როგორც ქალაქის მასშტაბით ისე ქალაქგარეთ.

8. ექსკურსიის მოსაწყობად კლასის დამრიგებელი წერილობით მიმართავს სკოლის დირექტორს ნებართვის მოსაპოვებლად და ავსებს სპეციალურ ბლანკში (იხ.დანართი N2) მითითებულ მონაცემებს, იმ შემთხვევაში თუ არ სარგებლობს სკოლის ტრანსპორტით ვალდებულია , ასევე დაურთოს ტრანსპორტის გამართულობის დამადასტურებელი საბუთი, მძღოლის პირადობის მოწმობა და მართვის მოწმობა.

9. პასუხისმგებლობა ექსკურსიის ორგანიზებულად ჩატარებასა და მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე დაეკისროს დამრიგებელს.

10. პედაგოგთა კვირეული სამუშაო დრო განისაზღვრება ფაქტიურად ჩატარებული საათების რაოდენო–ბით, უქმე დღეები და არდადეგები არ ანაზღაურდება. თანამშრომელი სამუშაოზე მიღების დღიდან, სამსახურიდან გათავისუფლებამდე, იღებს შრომით გასამრჯელოს (ხელფასს), რომელიც შედგება თანამდებობრივი სარგოსაგან, ჩატარებული საათობრივი ანაზღაურებისაგან, თანხის არსებობის შემთხვევაში პრემიისა და კანონით გათვალისწინებული სხვა დანამატებისაგან. ხელფასის გაცემა წარმოებს თვეში ერთხელ, საბარათო სისტემით. გაცდენილი საათები არ ანაზღაურდება, არდადეგები ითვლება უფასო შვებულებაში. ყოველგვარი თანხის გაცემა წარმოებს საბანკო ანგარიშსწორებით, საქართველოს ბანკის საბარათო სისტემით;

11. გაკვეთილების ცხრილს, დღის რეჟიმსა და სამუშაო ხანგრძლივობას თითოეული მუშაკისათვის, განსაზღვრავს სკოლის დირექცია, გაკვეთილების ცხრილისა და სამუშაო გრაფიკის თვითნებურად შეცვლა დაუშვებელია.

12. სკოლის დირექციის თათბირებზე, კათედრებისა და პედაგოგიური საბჭოს სხდომებზეზე შესაბამის პირთა დასწრება სავალდებულოა;

13. შრომითი ურთიერთობის შეჩერება და დასვენების დღეები განისაზღვრება საქართველოს შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;

14. აუცილებლობიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესის კალენდარში შეტანილი ნებისმიერი ცვლილე– ბისას გამოიცემა სკოლის დირექტორის ბრძანება და გადატანილი ან გადანაცვლებული დღე ანაზღაურდება შაბათი დღის ხარჯზე.

თავი 3.  სასწავლო პროცესის მონიტორინგის ფორმები და ფარგლები

მუხლი 4. სასწავლო პროცესის მონიტორინგის ფორმები;

1სკოლა იყენებს სასწავლო პროცესის მონიტორინგის  შემდეგ ფორმებს:

ა)  მოსწავლეთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების შემოწმება  სხვადასხვა სახის ტესტებით;

ბ) ინტეგრირებული/სამოდელო გაკვეთილების ორგანიზება, შედეგების კათედრის სხდომაზე განხილვა. სკოლაში მიმდინარე სააღმზრდელო-სასწავლო პროცესის და   დირექციისა და მასწავლებელთა მუშაობის გამჭირვალობის მიზნით, შესაძლებელია, მშობლისა და დირექციის თანხმობის შემთხვევაში მშობლის ჩართვა სააღმზრდელო-სასწავლო პროცესის ნებისმიერ ეტაპზე;

2.სასწავლო პროცესის მონიტორინგს ახორციელებს სკოლის დირექტორი ან მის მიერ განსაზღვრული პირი/ჯგუფი;

3.დირექტორს უფლება აქვს, მასწავლებელთან შეთანხმებით მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში დართოს ნება მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს მონაწილეობა მიიღოს საგაკვეთილო პროცესში  (დაასწროს მშობლები გაკვეთილებს).

მუხლი 5. საკლასო ჟურნალით სარგებლობასა და შენახვაზე პასუხისმგებელი პირები

 1. საკლასო ჟურნალების შენახვაზე პასუხისმგებელი პირია ხარისხის მართვის მენეჯერი/ჟურნალის მონიტორინგზე უფლებამოსილი პირი.

2. საკლასო ჟურნალი უნდა ინახებოდეს სკოლის დირექციაში გარეშე პირთა და მოსწავლეებისაგან დაცულ ადგილა 5(ხუთი) წლის განმავლობაში.

3. საკლასო ჟურნალით სარგებლობენ მხოლოდ სკოლის შესაბამიში კლასის მასწავლებლები დანიშნულებისამებრ.

4. მასწავლებელი ვალდებულია თავისი გაკვეთილის დასრულების შემდეგ, ხელიდან ხელში გადასცეს საკლასო ჟურნალი მომდევნო საგნის მასწავლებელს ან საკლასო ოთახში მყოფ დამრიგებელს. აღნიშნული პირების ადგილზე არყოფნის შემთხვევაში კი მასწავლებელი ვალდებულია იგი ჩააბაროს საკლასო ჟურნალების შენახვაზე პასუხისმგებელ პირს –  ხარისხის მართვის მენეჯერს.

5. ამ მუხლით დადგენილი წესის დარღვევა (ჟურნალის არასწორი წარმოება, მისი დაკარგვა/გაფუჭება, ფურცლის ამოხევა და ა. შ.) წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას და წარმოადგენს სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრული დისციპლინური სახდელის შეფარდების საფუძველს;

6. ჟურნალის წარმოებაზე პასუხისმგებელია მასწავლებელი, ხოლო მასწავლებლის მიერ მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების ყოველდღიური აღრიცხვის წარმოებაზე კი კლასის დამრიგებელი, სკოლის დირექტორი ვალდებულია განსაზღვროს უფლებამოსილი პირი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს კლასის დამრიგებელთა და კურატორთა მიერ მოსწავლეების გაკვეთილებზე დასწრების აღრიცხვის კონტროლს, ასეთი უფლებამოსილი პირი, როგორც წესი, არის სკოლის დირექტორის მოადგილე აღმზრდელობით დარგში;

7. დაუშვებელია ჟურნალის გატანა სკოლის ტერიტორიიდან, გარდა კანონმდებლობით გათვალისწი– ნებული შემთხვევებისა;

8. კლასის დამრიგებელი ვალდებულია სასწავლო წლის დაწყებისთანავე უზრუნველყოს მოსწავლისა და მისი მშობლის ინფორმირება მოსწავლის მიერ გაკვეთილების გაცდენის შედეგად  მოსალოდნელი სავარაუდო შედეგების შესახებ;

9. გაკვეთილზე მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვა ხდება გაკვეთილის დაწყებისთანავე და გაკვეთილ– ზე მოსწავლის არყოფნის შემთხვევაში ჟურნალში  ფიქსირდება „არა“;

10. მასწავლებელი ჟურნალში  მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვასთან ერთად აწარმოებს მოსწავლის აკადემიური მოსწრების განმსაზღვრელ მრავალკომპონენტიან შეფასებას, ამასთან არ არის სავალდებულო მასწავლებელმა მოსწავლე შეაფასოს ყოველდღიურად ყველა კომპონენტის მიხედვით;

თავი 4. შრომითი ურთიერთობის წარმოშობა

მუხლი 6. წინასახელშეკრულებო ურთიერთობა

  1. შრომითი ურთიერთობის გაფორმებამდე კანდიდატი ვალდებულია სკოლაში წარადგინოს;

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) ფოტოსურათი  ¾ ;

გ) განცხადება სამსახურში მიღების შესახებ;

დ) ავტობიოგრაფია/CV;

ე)  განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

ვ) კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ზ) საგნის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

თ) სტატუსის შესაბამისი სერტიფიკატის ასლი (მოქმედი მასწავლებლის შემთხვევაში);

ი) ცნობა ნასამართლეობის შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, სკოლა უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში კანდიდატისაგან მოითხოვოს სხვა დოკუმენტების წარდგენა, შეამოწმოს მათი სისწორე ან მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია, რომელიც ესაჭიროება შრომითი ურთიერთობის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.

3.სამსახურში მიღებისას სკოლის ადმინისტრაცია მისაღებ კანდიდატს აცნობს შემდეგ დოკუმენტაციას:

ა)  სკოლის წესდებას;

ბ)  სკოლის შინაგანაწესს;

გ)  შრომით ხელშეკრულებას.

  1. სკოლაში სამუშაოდ მიღებულ ყველა თანამშრომელთან ფორმდება ვადიანი (4 წელი) შრომითი ხელშეკრულება, რომელშიც აღნიშნულია დასაქმებულის თანამდებობა, თანამდებობრივი სარგო, უფლებამოსილება და დავის წარმოშობის შემთხვევაში მისი გადაწყვეტის წესი.
  2. სკოლის ადმინისტრაცია უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში, პროფესიული დაოსტატების მიზნით, იყოლიოს შტატგარეშე მასწავლებელი (“სტაჟიორი”).
  3. სკოლის ადმინისტრაცია უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში დასაქმების მსურველ პირთან გააფორმოს შრომითი ხელშეკრულება (6 თვემდე) გამოსაცდელი ვადით.
  4. 7. სკოლასა და მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის თარიღად ითვლება, ხელშეკრულება ან/და სკოლის დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დრო.
  5. 8. თითოეულ თანამშრომელზე გახსნილია პირადი საქმე, რომელშიც ინახება ავტობიოგრაფია პირადობისა და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების, სერტიფიკატების და ლიცენზიების   ასლები.
  6. 9. შრომითი ხელშეკრულების ვადამდე ადრე შეწყვეტა შესაძლებელია:

ა) მხარეთა შეთანხმებით;

ბ) ხელშეკრულების პირობების დარღვევისას;

გ) შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

  1. დასაქმებულს უფლება აქვს მოშალოს ვადიანი შრომის ხელშეკრულება ვადამდე ადრე, მაგრამ ამის შესახებ 15 კალენდარული დღით ადრე, წერილობით (ან სიტყვიერად), უნდა აცნობოს ადმინისტრაციას. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, თანამშრომელს უფლება აქვს შეწყვიტოს მუშაობა, ხოლო სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია, ხალშეკრულების მოთხოვნათა გათვალისწენებით, მისცეს მას პირადი დოკუმენტები(საქმე) და ჩატარებული სამუშაოს შესაბამისად გაუსწოროს ანგარიში.
  2. 11. შრომითი ხელშეკრულების დადება ან შეწყვეტა არის საფუძველი სკოლის დირექტორის ბრძანებით თანამშრომლის მიღების ან გათავისუფლების.

თავი 5. შრომითი ურთიერთობის პირობები

მუხლი 7.  სამუშაო დროის აღრიცხვა

1.დასაქმებულთა სამუშაო დროის ყოველდღიური აღრიცხვა წარმოებს ხელმოწერის ჟურნალის  მეშვეობით;

2. ყველა დასაქმებულმა უნდა მოახდინოს  მოსვლისა და წასვლის რეგისტრაცია ხელმოწერის ჟურნალში ხელმოწერის  მეშვეობით.  იკრძალება სხვა თანამშრომლის ნაცვლად  ხელმოწერის რეგისტრაცია.

მუხლი 8. სამსახურში დაგვიანებით გამოცხადება და გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი

  1. წინასწარ ცნობილი მიზეზით, სამსახურში გამოუცხადებლობის ან სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის დატოვების შემთხვევაში დასაქმებული ვალდებულია წინასწარ  (წინა დღეს, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი სამუშაოს დაწყებამდე მინიმუმ 1 (ერთი) საათით ადრე) გააფრთხილოს სკოლის დირექტორი/დირექტორის მოადგილე გამოუცხადებლობის/სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის დატოვების შესახებ, სამსახურში არყოფნის სავარაუდო პერიოდის თაობაზე, შესაბამისი აუცილებლობისა     და   მიზეზების      მითითებით.
    2. გადაუდებელი აუცილებლობისას (სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო) სამსახურში გამოუცხადებლობის ან სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის დატოვების  შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია გონივრულ ვადაში აცნობოს სკოლის დირექტორს/დირექტორის მოადგილეს გამოუცხადებლობის/სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის დატოვების მიზეზი.
  2. დასაქმებულის გამოუცხადებლობის/სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის დატოვების მიზეზის საპატიოდ ჩათვლის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი. დასაქმებულის გამოუცხადებლობის/სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის დატოვების მიზეზის საპატიოდ ჩათვლის შემთხვევაში დასაქმებულზე არ გავრცელდება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები, თუმცა მას ხელფასიდან დაუკავდება გაცდენილი სამუშაო დროის შესაბამისი ანაზღაურება.
  3. არასაპატიო მიზეზით სკოლაში გამოუცხადებლობა ან სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის დატოვება განიხილება დისციპლინურ გადაცდომად და დასაქმებულზე გავრცელდება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები ამ შინაგანაწესით დადგენილი რიგითობით, ასევე, დასაქმებულს ხელფასიდან დაუკავდება გაცდენილი სამუშაო დროის შესაბამისი ანაზღაურება.
  4. სკოლა უზრუნველყოფს დასაქმებულთა სკოლაში გამოცხადების, წასვლის და გაცდენის კონტროლს. დაგვიანებისა და გაცდენის ყოველი შემთხვევა უნდა ეცნობოს სკოლის დირექტორს, ხოლო დასაქმებული ვალდებულია სკოლის დირექტორს წარუდგინოს შესაბამისი ახსნა-განმარტება.

მუხლი 9.  ზეგანაკვეთური სამუშაო

  1. ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება კვირაში 40 საათს.
  2. ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. დასაქმებულის თანხმობით შესაძლებელია ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ მისთვის დამატებითი დასვენების დროის მიცემა.

თავი 6. შრომის ანაზღაურების გაცემის დრო, წესი და პირობები

მუხლი 10.  შრომის ანაზღაურების გაცემის დრო, ადგილი და წესი

სკოლის დასაქმებულებზე შრომის ანაზღაურება გაიცემა ყოველი კალენდარული თვის ბოლო რიცხვამდე.  ანაზღაურების გაცემა ხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დასაქმებულის პირად საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.

თავი 7შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი

მუხლი 11. ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი

  1. მასწავლებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება მიეცეს ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში 24 სამუშაო დღით.
  2. დასაქმებულის შვებულებაში წასვლის უფლება წარმოიშობა მუშაობის 11 თვის შემდეგ. სკოლის დირექტორთან შეთანხმებით დასაქმებულს შვებულება შეიძლება მიეცეს ამ ვადის გასვლამდეც.
  3. დასაქმებული შვებულებით სარგებლობის მოთხოვნით სკოლის დირექტორს მიმართვს წერილობითი განცხადებით. შვებულება ფორმდება სკოლის დირექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.
  4. დასაქმებული ვალდებულია შვებულების დასრულებისთანავე დაუბრუნდეს სამუშაო ადგილს.
  5. ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნის დროს დროებითი შრომისუუნარობის დაწყების შემთხვევაში, დროებით შრომისუუნარობის გამო ანაზღაურება გაიცემა დროებით შრომისუუნარობის მთელ პერიოდზე. ამ შემთხვევაში შვებულების დღეები გადაიწევს საავადმყოფო ფურცელში მითითებული დღეების რაოდენობით.
  6. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენება.
  7. შვებულებაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი, შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო.

მუხლი 12. საშვებულებო ანაზღაურება

დასაქმებულის საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრება შვებულების წინა 3 თვის საშუალო ანაზღაურებიდან, თუ მუშაობის დაწყებიდან ან უკანასკნელის შვებულების შემდეგ ნამუშევარი დრო 3 თვეზე ნაკლებია – ნამუშევარი თვეების საშუალო ანაზღაურებიდან, ხოლო ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურების შემთხვევაში – ბოლო თვის ანაზღაურების მიხედვით.

მუხლი 13. ანაზღაურების გარეშე შვებულებების ხანგრძლივობა და მიცემის წესი

  1. დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 15 და მაქსიმუმ 30 კალენდარული დღით.
  2. ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას დასაქმებული ვალდებულია 2 კვირით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი შვებულების აღების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაფრთხილება შეუძლებელია გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო.

უხლი 14. შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო.

  1. დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო – 477 კალენდარული დღის ოდენობით.
  2. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში -200 კალენდარული დღე.
  3. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შვებულება დასაქმებულს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.

მუხლი 15. შრომითი ურთიერთობის შეჩერების გაფორმება.

  1. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ 36-ე მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერებული შრომითი ურთიერთობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით და ინახება დასაქმებულის პირად საქმეში.
  2. შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სკოლას შეუძლია სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება.

თავი 8. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა/საბოლოო ანგარიშსწორება

მუხლი 16. დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა.

  1. სკოლას შეუძლია დასაქმებულთან შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება შემდეგი საფუძვლებით:

ა) ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას;

ბ) შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;

გ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს არშესრულება;

დ) დასაქმებულის მიერ სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება;

ე) მხარეთა წერილობითი შეთანხმება;

ვ) დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან;

ზ) დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 (ერთი) წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა;

თ) ხანგრძლივი შრომისუუნარობა – თუკი შრომისუუნარობის ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა აღემატება 60 კალენდარულ დღეს, ამასთანავე, დასაქმებულს გამოყენებული აქვს საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ 21-ე მუხლით გათვალისწინებული შვებულება;

ი) მასწავლებლის მიერ სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში;

კ)  საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

  1. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა.

თავი 9. წახალისების  ფორმები და დისციპლინური პასუხისმგებლობა

მუხლი 17. წახალისების ფორმები

  1. დღესასწაულებთან დაკავშირებით, მუშაობაში მოპოვებული წარმატებისათვის, შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მაღალი პროფესიონალიზმით შესრულებისათვის, აგრეთვეგანსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის სამუშაოსშესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის  და/ან საგანმანათლებლო პროცესში განსაკუთრებულად  თავის გამოჩენისათვის სკოლა უფლებამოსილია დასაქმებულთა მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები;

ა) სკოლის დირექტორის მიერ ბრძანებით მადლობის გამოცხადება;

ბ) საპატიო სიგელით დაჯილდოება;

გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;

დ) ერთჯერადი (ფულადი) პრემიის გაცემა;

  1. დასაქმებულის მიმართ შეიძლება ერთდროულად გამოყენებული იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა.

მუხლი 18. წახალისების გამოყენების წესი

  1. დასაქმებულის წახალისების შესახებ გადაწყვეტილებასიღებს სკოლის დირექტორი, რომელიც  ფორმდება დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით და ინახება დასაქმებულის პირად საქმეში.
  2. დირექტორის მოადგილე/შესაბამისი საგნობრივი კათედრა/პედაგოგიური საბჭო/უფლებამოსილია წერილობით მიმართოს სკოლის დირექტორს დასაქმებულის/დასაქმებულების წახალისების თხოვნით.

მუხლი 19. დისციპლინური დევნა

  1. დისციპლინური დევნა არის სკოლის მიერ ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელთა მიზანია მოსწავლის ან დასაქმებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის გამოვლენა.
  2. სასკოლო დისციპლინა დაცული უნდა იქნეს იმ მეთოდების მეშვეობით, რომლებიც ეფუძნება მოსწავლის და მასწავლებლის თავისუფლებისა და ღირსების პატივისცემას.
  3. სკოლის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები, დისციპლინური დევნა და სახდელი უნდა იყოს გონივრული, დასაბუთებული და თანაზომადი.
  4. დისციპლინური დევნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურით. 5. დისციპლინური დევნისას სკოლა ვალდებულია განუმარტოს მოსწავლეს ან დასაქმებულს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის არსი. 6. დაუშვებელია სასტიკი ან ისეთი დისციპლინური სახდელის გამოყენება, რომელიც ლახავს პირის პატივსა და ღირსებას.
  5. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება დაკისრებულ იქნეს დისციპლინური სახდელის მხოლოდ ერთი სახე.
  6. დაუშვებელია სკოლის მიერ დისციპლინური სახდელის დაკისრება იმ ქმედებისთვის, რომელიც დასაქმებულმა ან მოსწავლემ ჩაიდინა სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს ან სკოლის ტერიტორიის გარეთ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სკოლას აქვს დასაბუთებული ინტერესი.
  7. დისციპლინური სახდელის დაკისრებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის შინაარსი, სიმძიმის ხარისხი ის შედეგი, რაც პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია ჩადენილ დისციპლინურ გადაცდომასთან.

მუხლი 20. დასაქმებულის დისციპლინური გადაცდომა

  1. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის დასაქმებულს ეკისრება დისციპლინური სახდელი;
  2. დასაქმებულის დისციპლინური გადაცდომაა:

ა) დასაქმებულის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა, სკოლის შინაგანაწესის  შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;

ბ) დასაქმებულის მიერ სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულება;

გ) დასაქმებულის, მოსწავლის ან სკოლის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი,  ზნეობრივ – ეთიკური ნორმების დარღვევა.

დ) დასაქმებულის ქმედება, რომელიც ლახავს სკოლის რეპუტაციას/ავტორიტეტს;

ე) მასწავლებლის მიერ  მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის  დარღვევა;

ვ) მოსწავლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლა;

ზ) მოსწავლის პირად ცხოვრებაში ჩარევა;

თ) კონფიდენციალობის პრინციპის დარღვევა;

ი)  სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან სხვა ტოქსიკური საშუალებების მიღება;

კ) სამსახურში გამოცხადება არაფხიზელ მდგომარეობაში, ასევე ნარკოტიკული ან ტოქსიკური საშუალებების ზემოქმედების ქვეშ;

ლ) სკოლისათვის შეგნებულად ან დაუდევრობით მატერიალური / ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა;

მ) სკოლის ტექნიკის, აღჭურვილობისა და დოკუმენტების უნებართვოდ ან არასათანადოდ გამოყენება;

ნ) სკოლის ტერიტორიაზე ან სასკოლო დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა;

ო) სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარება;

პ) მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი ან/და ფიზიკური შეურაცხყოფა;

ჟ) სამსახურში დაგვიანება, გაუფრთხილებლად სამუშაოს გაცდენა ან სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის დატოვება;

რ) სკოლის დოკუმენტაციის (საკლასო ჟურნალი, კათედრის პორტფოლიო და სხვა ) წარმოების წესის დარღვევა;

ს) საგაკვეთილო პროცესის შეგნებულად ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა

ტ) დასაქმებულისთვის შეუფერებელი სხვა საქმიანობა;

  1. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის, დასაქმებულის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები:

ა)  შენიშვნა;

ბ) წერილობითი გაფრთხილება;

გ) საყვედური;

დ) სასტიკი საყვედური;

ე) ათ დღემდე სამუშაო დღის ხელფასის დაკავება;

ვ) სამსახურიდან გათავისუფლება.

  1. დისციპლინური სახდელის სახით შენიშვნა შესაძლებელია გამოყენებულ იქნას:

დისციპლინური სახდელის არმქონე დასაქმებულის მიერ ამ შინაგანაწესით გათვალისწინებული უმნიშვნელო დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის, რომლის ჩადენისთვისაც არ არის გათვალისწინებული უფრო მკაცრი დისციპლინური სახდელი.

5.დისციპლინური სახდელის სახით წერილობითი გაფრთხილება შეიძლება გამოყენებულ იქნას:

ა) ერთზე მეტი დაგვიანების ან გაკვეთილის გაუფრთხილებლად გაცდენის შემთხვევაში;

ბ) სკოლის დოკუმენტაციის (საკლასო ჟურნალი, კათედრის პორტფოლიო და სხვა ) წარმოების წესის დარღვევა;

გ) სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარების შემთხვევაში.

  1. 6. დისციპლინური სახდელის სახით საყვედური შეიძლება გამოყენებულ იქნას:

შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას, თუ დასაქმებულის მიმართ გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომა (შენიშვნა) ან შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის სისტემატიურად ჩადენისას, რის გამოც მიზანშეწონილია მის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით საყვედურის გამოყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომის გამოყენების გარეშე. დისციპლინური სახდელის სახით საყვედური გამოიყენება:

ა) წერილობითი გაფრთხილების შემდეგ დასაქმებულის მიერ იგივე სახის გადაცდომის ჩადენის შემთვევაში;

ბ) ხუთი და მეტი დაგვიანებისას ან ორზე მეტი გაკვეთილის არასაპატიო მიზეზით გაცდენისათვის

გ) მასწავლებლის ეთიკის ნორმების  დარღვევისათვის;

დ) განმეორებითი შემთხვევა – სკოლის დოკუმენტაციის (საკლასო ჟურნალი, კათედრის პორტფოლიო და სხვა ) წარმოების წესის დარღვევა;

ე)  სკოლის დოკუმენტაციის (საკლასო ჟურნალი, კათედრის პორტფოლიო და სხვა ) წარმოების წესის დარღვევა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

ვ) სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარების განმეორებითი შემთხვევა.

  1. 7. დისციპლინური სახდელის სახით სასტიკი საყვედური შეიძლება გამოყენებულ იქნეს:

დასაქმებულის მიერ შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას, თუ მის მიმართ გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომა (საყვედური) ან პირდაპირ, დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომების გამოყენების გარეშე:

ა) სამი და მეტი შემთხვევა სკოლის დოკუმენტაციის (საკლასო ჟურნალი, კათედრის პორტფოლიო და სხვა ) წარმოების წესის დარღვევა;

ბ) მოსწავლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლისათვის;

გ) მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის;

დ) გაკვეთილის შეგნებული ჩაშლისათვის;

ე)  სისტემატიური დაგვიანებისა და გაკვეთილების გაცდენისათვის;

ვ)  უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევისათვის;

ზ)  სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარების სამი და მეტი შემთხვევა;

თ) მოსწავლის პირად ცხოვრებაში ჩარევა.

  1. 8. დისციპლინური სახდელის სახით არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება შეიძლება გამოყენებულ იქნეს:

დასაქმებულის მიერ შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას, თუ მის მიმართ გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომა (სასტიკი საყვედური) ან პირდაპირ, დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომების გამოყენების გარეშე სკოლისათვის შეგნებულად ან დაუდევრობით უმნიშვნელო მატერიალური / ქონებრივი ზიანის მიყენების ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნისათვის;

  1. 9. დისციპლინური სახდელის სახით სამსახურიდან გათავისუფლება გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომებმა შედეგი არ გამოიღო და დასაქმებულის მიერ ჩადენილი გადაცდომის ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე მიზანშეწონილია მისი გათავისუფლება. პირდაპირ, დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომების გამოყენების გარეშე დასაქმებული სამსახურიდან გათავისუფლდება:

ა) მოსწავლის/დირექციის წევრის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის ფიზიკური შეურაცხყოფისათვის;

ბ) სკოლისათვის მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალის მიყენებისათვის;

გ)  სამსახურში არაფხიზელ მდგომარეობაში, ასევე ნარკოტიკული ან ტოქსიკური საშუალებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემთხვევაში.

  1. 10. დისციპლინური გადაცდომის ჩადენა დისციპლინური სახდელის გაქარწყლებამდე ან ვადაზე ადრე მოხსნამდე უკვე შეფარდებულ დისციპლინურ სახდელზე უფრო მძიმე დისციპლინური სახდელის გამოყენების საფუძველია.
  2. 11. დისციპლინური სახდელის დადებამდე დასაქმებულს უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება. ახსნა-განმარტების არარსებობის შემთხვევაში შესაძლებელია შედგენილ იქნას აქტი, რომელიც ხელმოწერილი იქნება დამსწრე პირთა მიერ.

მუხლი 21. საქმის გარემოებათა გამოკვლევა

  1. სკოლის დირექტორი ვალდებულია დისციპლინური წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
  2. დაინტერესებული მხარე ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით ითანამშრომლოს სკოლის დირექტორთან დისციპლინური წარმოებისას.
  3. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე სკოლის დირექტორი უფლებამოსილია:

ა) გამოითხოვოს დოკუმენტები;

ბ) შეაგროვოს ცნობები;

გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს;

დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი;

ე) დანიშნოს ექსპერტიზა;

ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები;

ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

  1. დასაქმებულს უფლება აქვს დისციპლინური დევნისას ისარგებლოს დუმილის უფლებით. დუმილის უფლება არ ათავისუფლებს მას დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან.
  2. დისციპლინურ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით.
  3. შუამდგომლობასთან დაკავშირებით სკოლის დირექტორი 2 დღის ვადაში იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ;

ბ) შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

  1. დისციპლინურ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაეცნოს დისციპლინური წარმოების მასალებს, გარდა იმ მასალებისა, რომელიც შეიცავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საიდუმლო ინფორმაციას.
  2. დისციპლინურ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს დისციპლინურ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების ასლები. დისციპლინურ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს, კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლო ინფორმაციის შემცველი საქმის მასალების ასლები გადაეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი 10.  წახალისების ფორმები და მოსწავლეთა დისციპლინური წარმოების თავისებურებანი

მუხლი 22.მოსწავლის წახალისების ფორმები

1.დაწყებითი და  საბაზო  საფეხურის წარმატებით დასრულებისათვის, ოლიმპიადებში წარმატებით მონაწილეობისათვის, საგანმანათლებლო პროცესში განსაკუთრებულად  თავის გამოჩენისათვის, სანიმუშო სწავლისათვის  სკოლა უფლებამოსილია მოსწავლეთა მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები;

ა) სკოლის დირექტორის მიერ ბრძანებით მადლობის გამოცხადება;

ბ) საპატიო სიგელით დაჯილდოება (რომლის ფორმასაც ამტკიცებს სკოლის დირექტორი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით);

გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოვება;

  1. მოსწავლის მიმართ შეიძლება ერთდროულად გამოყენებულ იქნას წახალისების რამოდენიმე ფორმა.

მუხლი 23. წახალისების გამოყენების წესი

1.მოსწავლის წახალისების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი.

2.წახალისების შესახებ გადაწყვეტილება ფორმდება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით და ინახება მოსწავლის პირად საქმეში.  

მუხლი 24. მოსწავლეთა დისციპლინური დევნის თავისებურებანი

მოსწავლეთა დისციპლინური წარმოებისას გამოიყენება ამ შინაგანაწესის მე-9 თავით დადგენილი წესები ამ თავით გათვალისწინებული თავისებურებების გათვალისწინებით.

მუხლი 25. მოსწავლის დისციპლინური გადაცდომა/დისციპლინური სახდელი

  1. მოსწავლის დისციპლინურ გადაცდომად ითვლება:

ა) სკოლის არასაპატიო მიზეზით გაცდენა;

ბ) დაგვიანება;

გ) გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა;

დ) გაკვეთილის თვითნებურად მიტოვება;

ე) მოსწავლის/დირექციის წევრის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა;

ვ) სკოლის ქონების, შენობის შეგნებული დაზიანება;

ზ) მობილური ტელეფონით სარგებლობა, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს;

თ) მოსწავლის მიერ ჩაცმულობის წესის დარღვევა;

ი) მოსწავლის გამოცხადება სკოლაში შემდეგი ნივთებით:

კ) მოსწავლეთა ქცევის კოდექსის სხვაგვარი დარღვევა.

ლ) მოსწავლისთვის შეუფერებელი სხვა ქმედების ჩადენა.

  1. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსწავლის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები:

ა) შენიშვნა;

ბ) გაფრთხილება

გ) საყვედური;

დ) სასტიკი საყვედური;

ე) გაკვეთილიდან გაძევება;

ვ) სკოლიდან დროებით დათხოვნა;

ზ) სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება;

მუხლი 26მოსწავლეთა დისციპლინური წარმოება

  1. დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) მოსწავლის, მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის, დამრიგებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირის, მოსწავლეთა თვითმართველობის, აგრეთვე, იმ პირის წერილობითი მიმართვა ან ინფორმაცია, რომლის სამსახურებრივ მოვალეობასაც წარმოადგენს სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა;

ბ) დისციპლინური გადაცდომის ფაქტის აღმოჩენა ან სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს, რომ ადგილი აქვს მოსწავლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, მოსწავლის მიერ ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც შეიძლება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვალოს.

  1. 2. წინამდებარე შინაგანაწესის 35-ე მუხლის მე–2 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“,,,გ“, ,,დ’’ და ,,ვ“ (5 დღემდე ვადით) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელების გამოყენებაზე გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი.
  2. 3. წინამდებარე შინაგანაწესის 35-ე მუხლის მე–2 პუნქტის ,,ვ“ (5-10 დღემდე ვადით), ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელების გამოყენებაზე გადაწყვეტილებას იღებს დისციპლინური კომიტეტი ფარული კენჭისყრით.
  3. 4. დაუშვებელია დაწყებით და საბაზო საფეხურზე მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა.
  4. 5. მოსწავლის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების, აგრეთვე დისციპლინური დევნის დაწყების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მის მშობელს. მოსწავლეს უფლება აქვს მასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტისას მშობელთან ერთად წარდგეს.
  5. 6. დისციპლინური სახდელის დადებამდე მოსწავლეს, მისი მშობლის თანდასწრებით, უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება. ახსნა-განმარტების არარსებობის შემთხვევაში შედგენილ იქნება აქტი, რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს დამსწრეთა მიერ.
  6. 7. მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევების უფლება აქვს მასწავლებელს, რომელიც ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს სკოლის დირექტორს. მოსწავლე დამრიგებელთან ერთად დაუყოვნებლივ უნდა გამოცხადდეს დირექტორთან. დირექტორი მოსწავლის მშობელს აცნობებს მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევების ფაქტსა და მიზეზებს.
  7. 8. მოსწავლისთვის სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრებისას უნდა განისაზღვროს: სასარგებლო საქმიანობის შინაარსი; მისი განხორციელების წესი და პირობები; სასარგებლო საქმიანობის განხორციელების ადგილი სკოლის ტერიტორიის ფარგლებში; მისი ხანგრძლივობა, რომელიც დაწყებითი საფეხურის მოსწავლისათვის არ უნდა აღემატებოდეს დღეში 1 საათს, საბაზო საფეხურის მოსწავლისათვის – დღეში 2 საათს; უფლებამოსილი პირის ვინაობა, რომელიც უშუალო ზედამხედველობას გაუწევს მოსწავლის მიერ სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებას. სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობა მოსწავლეს შეიძლება დაეკისროს მშობლის თანხმობით. მოსწავლის მიერ სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებისას მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება სკოლის ადმინისტრაციას.
  8. 9. სკოლა ვალდებულია მოსწავლე გაკვეთილიდან გაძევების ან სკოლიდან დროებით დათხოვნის შემთხვევაში თავისი მზრუნველობის ქვეშ ჰყავდეს.
  9. 10. სკოლა ვალდებულია მიიღოს ზომები, რათა დისციპლინურმა სახდელმა არ გამოიწვიოს მოსწავლის არსებითი ჩამორჩენა სასწავლო პროცესისგან.
  10. 11. მოსწავლისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება ფორმდება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.
  11. 12. მოსწავლეს დისციპლინური სახდელი ვადაზე ადრე შეიძლება მოეხსნას თუ მოსწავლემ არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა, გამოირჩევა სანიმუშო ქცევით და აქვს გარკვეული მიღწევები. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი. გადაწყვეტილება ფორმდება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.
  12. დისციპლინური სახდელი გამოიყენება გადაცდომის გამოვლენისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 3 თვისა მისი გამოვლენის დღიდან. დისციპლინური სახდელი არ შეიძლება გამოყენებული იქნეს გადაცდომის ჩადენის დღიდან 3 თვის გასვლის შემდეგ.
  13. 14. მოსწავლის დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადაა 6 თვე. თუ მოსწავლეს 6 თვის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური სახდელი, იგი ითვლება დისციპლინური სახდელის არმქონედ.

თავი 11.  მოსწავლეთა უფლებები და ვალდებულებები, ქცევის წესების დარღვევისათვის გათვალისწინებული შედეგები,  წარმატების სტიმულირება

მუხლი. 27.

  1. მოსწავლეს უფლება აქვს:

ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;

ბ) საქართველოს  კანონით „ზოგადი განათლების შესახებ“, სკოლის წესდებითა და შინაგანაწესით დად–გენილი წესით,  თანაბარ პირობებში ისარგებლოს სკოლის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;

გ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას.

  1. მოსწავლე ვალდებულია:

ა) გაეცნოს მოსწავლეთა ქცევის კოდექსს, სკოლის წესდებას,  შინაგანაწესს  და დაემორჩილოს მის მოთ–ხოვნებს, დაუყოვნებლივ ჩააყენოს დირექცია საქმის კურსში მოსწავლეთა ქცევის კოდექსის, წესდებისა და ამ შინაგანაწესის  უხეში დარღვევის შემთხვევისას, იგი თავაზიანია მასწავლებლებთან, მოსწავლეებ–თან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხ–ყოფას, ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირის კანონიერ მითითებებს, თავს იკავებს  ძალადობის მუქარისგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისგან

ბ) სკოლის სასწავლო გეგმითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დად–გენილი საგნობრივი პროგრამების მიხედვით ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვი–ლით აირჩია და რომლის სწავლება სავალდებულოა;

გ) გაკვეთილების, ფაკულტატური, დამატებითი და პრაქტიკული მეცადინეობების გაცდენის შემთხვევა–ში, წარმოადგინოს ჯანმრთელობის ცნობა, აანაზღაუროს გაცდენილი გაკვეთილები;

დ) დაიცვას სისუფთავე სკოლაში და მიმდებარე ტერიტორიაზე, გაუფრთხილდეს და არ დააზიანოს სა–კუთარი, სხვა პირთა ან სკოლის ქონება;

ე) სკოლაში გამოცხადდეს დირექციის მიერ დადგენილი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათ–ვის შესაფერი სამოსითა და აქსესუარებით, დროულად გამოცხადდეს გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორ–განიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე, არ დატოვოს გაკვეთილი მასწავლებლის ნებართვის გარეშე, გაკვეთილზე ყოფნისას იქონიოს სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი ნივთები, არ გამოიყენოს მობილური ტელეფონი ან სხვა ტექნიკური საშუალებები არასაწავლო მიზნით;

ვ) სკოლაში არ იქონიოს შემდეგი ნივთებით: თამბაქოს ნაწარმი, ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბას–რი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას იარაღად, სანთებელა ან ასანთი, ალკოჰოლური სასმელებები, ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს, ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული, აზარტული სათამაშო საშუალებები, უხამსობის ამსახველი ნივთები, ნარკოტიკული საშუალებები, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებები, ფსიქოტ–როპული საშუალებები ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე;

ზ) არ შეუშალოს ხელი მასწავლებელსა და მოსწავლეებს სასწავლო პროცესის მომდინარეობისას, პატივი სცეს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, გამოხატოს საკუთარი აზრი და შეხედულება სხვა პირთა უფ–ლებების შელახვის გარეშე, არ განახორციელოს რელიგიური და პოლიტიკური პროპაგანდა, ყურადღე–ბით გაეცნოს შესასწავლი საგნების სილაბუსს, აუცილებელი და დამატებითი ლიტერატურის ჩამონათ–ვალს;  

  1. მოსწავლეთა ვალდებულებები და გადაცდომების შესაბამისი სანქციები განსაზღვრულია მოსწავლეთა ქცევის კოდექსითა და ამ შინაგანაწესით;
  2. მოსწავლის მიერ ქცევის კოდექსის, სკოლის შინაგანაწესისა და სკოლის ადმინისტრაციის მიერ მიღე–ბული გადაწყვეტილებების დარღვევისა და სკოლის თანამშრომლების დაუმორჩილებლობის შემთხვევა–ში, შინაგანაწესი ითვალისწინებს გარკვეულ დისციპლინარულ ზომებს:

ა) მშობელთან დაკავშირებასა და თათბირს, რომელიც გულისხმობს რაიმე ინციდენტისთანავე კლასის დამრიგებლის დაკავშირებას მოსწავლის მშობელთან, მასთან გასაუბრებას და შესაბამისი ოფიციალური ჩანაწერის გაფორმებას, რაც დასტურდება მშობლის ხელისმოწერით;

ბ) გასაუბრებას დირექტორთან, რომელიც გულისხმობს მოსწავლის შეხვედრას დირექტორთან, მოსწავ–ლის პირად   საქმეში ჩანაწერის გაფორმებას დისციპლინური გადაცდომისა და  შესაბამისი სახდელის  შესახებ;

გ) საყვედურის გამოცხადებას –– გულისხმობს  მოსწავლისათვის  ბრძანებით საყვედურის  გამოცხადე–ბას;

დ) გამოსაცდელი ვადის დაწესებას –– გულისხმობს არასათანადო ქცევის შემთხვევაში, მისთვის გამოსაც–დელი ვადის  დაწესებას და დამრიგებლისა და მშობლის მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ ყოფნას;

ე) სკოლის სერვისით სარგებლობის პრივილეგის ჩამორთმევას –– გულისხმობს ქცევის კოდექსის დარღ–ვევისას სკოლის ცალკეული სერვისით სარგებლობით უფლების ჩამორთმევას. მაგალითად, კომპიუტე–რული ქსელი, ინტერნეტი,  ექსკურსიაზე წასვლის უფლება და ა.შ;

ვ) ზარალის ანაზღაურებას –– გულისხმობს თანხის გადახდას, თუ შესაძლებელია დამტკიცდეს და შე–ფასდეს მიყენებული ზარალი, ან  მოსწავლის მშობლის მიერ დაზიანებული ნივთის ან ინვენტარის შეცვლას ახლით;

ზ) საზოგადოებრივ სამუშაოს –– გულისხმობს საზოგადოებისათვის სასარგებლო სამუშაოს, როგორიცაა: სკოლის ეზოსა და შენობის დასუფთავება, ნარგავების მოვლა, დაზიანებული ინვენტარის შეკეთება და სხვა მოსწავლეს დაეკისრება  მხოლოდ მშობლის თანხმობით. დაწყებითი საფეხურის მოსწავლისათვის დღეში მხოლოდ 1 სთ–ის ოდენობით, დამრიგებლის ზედამხედველბით;

თ) აკრძალული ნივთების კონფისკაციას –– გულისხმობს სკოლის ტერიტორიაზე  აკრძალული ნივთების (მობილური ტელეფონები და სხვა ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს, ლაზერები, იარაღი და ა.შ.)  ჩამორთმევას და მშობლისთვის ან სამართალდამცავი ორგანოებისათვის გადაცემას;

ი) სამართალდამცავი ორგანოებისთვის გადაცემას –– გულისხმობს მოსწავლის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის, სკოლაში იარაღის, ალკოჰოლური ან ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის შემთხვევაში სკოლიდან დათხოვნას და სამართალდამცავ ორგანოებისთვის გადაცემას;

კ) დაუშვებელია  მოსწავლის მიმართ  სახდელის(სასჯელის) ზომად გამოყენებული იქნას მისი ფიზიკური დასჯა ან/და ფიზიკური ძალის გამოყენება, ხოლო აუცილებელი საჭირო ძალა, რომელიც გამოიყენება თავდაცვის ან სხვათა დაცვის მიზნით, არ შეიძლება ჩაითვალოს ფიზიკურ დასჯად ან/და ფიზიკური ძა–ლის გამოყენებად;

ლ) მოკლევადიანი ან გრძელვადიანი დათხოვნას, რომელშიც იგულისხმება მოსწავლის ჩამოშორება გაკ–ვეთილებიდან ან სკოლის მიერ ორგანიზებული სხვა ღონისძიებებიდან და რომელიც ექვემდებარება შემ–დეგ წესებს:

მ) გაკვეთილიდან მოსწავლის დათხოვნის უფლება აქვს პედაგოგს, მხოლოდ და მხოლოდ დამრიგებლთან და დირექციასთან შეთანხმებითა და სათანადო ბარათის შევსების შემდეგ, ამასთან დამრიგებლის  მეშვეობით მოსწავლის  მშობლის(მეურვის) ინფორმირებითა და მოსწავლის მასზე ჩაბარებით;

ნ)  სკოლიდან მოკლევადიანი (5 დღემდე) დათხოვნის უფლებამოსილება გააჩნია  სკოლის დირექტორს ან მის მოადგილეს მას შემდეგ, რაც შეხვდებიან მშობელს და აცნობებენ მისი შვილის დათხოვნის მიზეზებს და ხანგრძლივობას, მოსწავლე ამ დღეებში სკოლის მზრუნველობის  ქვეშაა და სკოლაში დაბრუნების შემდეგ  ვალდებულია, ორი დღის განმავლობაში აანაზღაუროს გამოტოვებული მასალა;

  1. მოსწავლის მიერ გაკვეთილის(გაკვეთილების) გაცდენა შეიძლება იყოს საპატიო ან არასაპატიო;
  2. საპატიოდ ჩაითვლება გაცდენა, რომელიც გამოწვეულია:

ა) მოსწავლის ავადმყოფობით, სამედიცინო გამოკვლევებით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით, ან მშობლის(მეურვის) უუნარობით, გამოუშვას მოსწავლე სკოლაში;

ბ) მოსწავლის მოკლევადიანი მოგზაურობით, რომელიც ერთი სასწავლო წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს;

გ) მოსწავლის ვალდებულებით გამოცხადდეს ოფიციალურ სახელმწიფო დაწესებულებებში ან როცა მოს–წავლე იღებს მონაწილეობას ისეთ ღონისძიებაში, რომელიც ეხება მოსწავლის უნარებისა და ცოდნის გაღრმავებას ან წარმოჩენას;

დ) მოსწავლის ოჯახის წევრების ავადმყოფობისას, მოსწავლის მიერ მათზე ზრუნვის აუცილებლობით ან სხვა განსაკუთრებულ შემთხვევებში;

ე) საპატიოდ ითვლება ასევე გაცდენები, რომლებიც ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებს;

  1. მოსწავლის მშობელმა(კანონიერმა წარმომადგენელმა) წინასწარ უნდა აცნობებს დამრიგებელს მოსწავლის მიერ გაკვეთილის(გაკვეთილების) მოსალოდნელი გაცდენის თაობაზე;
  2. გაცდენა ჩაითვლება საპატიოდ, თუ მშობელი(კანონიერი წარმომადგენელი), მოსწავლის სკოლაში გა–მოცხადებიდან ხუთი დღის ვადაში წარმოადგენს განცხადებას, სადაც ის აღწერს მისი შვილის(მეურვეო–ბის ქვეშ მყოფი პირის) მიერ გაკვეთილის გაცდენის მიზეზებს;
  3. გაცდენის საპატიოდ მიჩნევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი დამრიგებლის წარდგინების საფუძველზე, თუ დირექტორი გაცდენას მიიჩნევს არასაპატიოდ და მოსწავლე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი არ ეთანხმება დირექტორის გადაწყვეტილებას, მათ შეუძლიათ დირექტორის გადაწყვეტილება გაასაჩივრონ სკოლის წესდებით, ამ შინაგანაწესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  4. მოსწავლე მობილური ტელეფონის და სხვა ტექნიკური საშუალებების გაკვეთილზე გამოყენებისათ–ვის, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს, ისჯება:

ა) პირველ  შემთხვევაში ჩამოერთმევა ტელეფონი ან სხვა ტექნიკური საშუალება,  გადაეცემა მშო–ბელს(მეურვეს) და მიეცემა გაფრთხილება;

ბ) მეორე შემთხვევაში ჩამოერთმევა ტელეფონი ან სხვა ტექნიკური საშუალება და  გადაეცემა მშობელს (მეურვეს), ხოლო მოსწავლეს შეეზღუდება სკოლის სერვისით სარგებლობის პრივილეგია (კომ–პიუტერული ქსელი, ინტერნეტი,  ექსკურსიაზე წასვლის უფლება);

გ) მესამე შემთხვევაში  სკოლის ადმინისტრაცია   იმსჯელებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ  და მოახდენს რეაგირებას მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

  1. სამსახურებრივი–დისციპლინური შემოწმების საფუძვლებია:

ა) სკოლაში შემოსული საჩივარი, განცხადება,  ოფიციალურად მიღებული სხვა ინფორმაცია (გარდა ანო–ნიმურისა), რომელშიც იკვეთება სკოლაში დასაქმებული პირის ან მოსწავლის მიერ დისციპლინური დარღვევის ფაქტი;

ბ) სკოლის დირექტორის დავალება;

  1. სკოლაში სამსახურებრივ–დისციპლინურ შემოწმებას ახორციელებს სკოლის დირექტორის მიერ შექმ–ნილი დროებითი მონიტორინგის ჯგუფი;
  2. შემოწმების დაწყებიდან ერთი თვის ვადაში დროებითი მონიტორინგის ჯგუფი სკოლის დირექტორს წარუდგენს დასკვნას, რომელიც შეიცავს:

ა) შემოწმების საფუძველს;

ბ) შემოწმების პერიოდში გატარებულ ღონისძიებებს;

გ) დისციპლინური დარღვევის არსებობის ან არარსებობის დასაბუთებას;

დ) შემოწმებისას აღმოჩენილი სხვა პრობლემების თუ ნაკლოვანებების არსებობის დასაბუთებას;

ე) დისციპლინური დარღვევის შემთხვევაში გამოსაყენებელი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის (სახდელის) შეფარდების დასაბუთებას;

ვ) შემდგომში გასატარებელი ღონისძიებების (ნაკლოვანებების ან/და პრობლემების აღმოფხვრის) აღწერას და მიზანშეწონილობის დასაბუთებას;

ზ) შემოწმების პროცესში მოპოვებული დოკუმენტების ჩამონათვალს.

  1. შემოწმების ვადა, დირექტორის თანხმობით შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს ერთი თვისა;
  2. შემოწმების პროცესში დროებითი მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენელს უფლება აქვს სკოლაში დასაქმებულ ყველა პირს, მოსწავლეს, მათ მშობელსა და მათ გაერთიანებას მოსთხოვოს:

ა) სკოლაში მოვალეობის შესრულების პროცესში მოპოვებული დოკუმენტების წარდგენა;

ბ) ყველა საჭირო დოკუმენტის ქსეროასლის გადაღება;

გ) წერილობითი და ზეპირი ახსნა-განმარტების მიცემა, რომელიც უზრუნველყოფს საკითხის სრულყო–ფილად შესწავლას;

  1. შემოწმების პროცესში, სკოლაში დასაქმებული ყველა პირი და მოსწავლე ვალდებულია:

ა) მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ წარუდგინოს მონიტორინგის ჯგუფის წევრს ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი თუ ინფორმაცია;

ბ) მოთხოვნისთანავე გამოცხადდეს შემმოწმებელთან;

გ) მისცეს წერილობითი ან/და ზეპირი ახსნა-განმარტება მის მიერ სკოლაში მოვალეობის შესრულებას–თან დაკავშირებულ საკითხებზე;

  1. შემოწმებისას მიღებული ყველა დოკუმენტი, შესაბამის დასკვნასთან ერთად, ინახება კანცელარიაში.
  2. სკოლის დირექტორის მიერ შექმნილი დროებითი მონიტორინგის ჯგუფის მიერ შემოწმების შედე–გად მომზადებულ დასკვნაზე სკოლის დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას ამ შინაგანაწესით გათვა–ლისწინებული წესით რეაგირებისათვის;

მუხლი 28. მოსწავლის პირადი გასინჯვა

  1. პირადი გასინჯვა – მოქმედება, რომლის მიზანია დისციპლინური გადაცდომის იარაღის, იმ საგნის, რომელსაც დისციპლინური გადაცდომის კვალი ატყვია, დისციპლინური გადაცდომით მოპოვებული ნივთის და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნის და დოკუმენტის, რომლებიც საჭიროა დისციპლინური გადაცდომის გარემოებათა გასარკვევად, აღმოჩენა და ამოღება სკოლაში სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ ან მანდატურის მიერ სკოლის დირექტორის ან სკოლის დირექციის წარმომადგენლის ნებართვით ან ზედამხედველობით.
  2. მოსწავლის პირადი გასინჯვა შეუძლია მხოლოდ სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრულ საამისოდ უფლებამოსილ პირს. სკოლის დირექტორის ან სკოლის დირექციის წარმომადგენლის ნებართვით ან ზედამხედველობით.
  3. დაუშვებელია მოსწავლეთა კოლექტიური პირადი გასინჯვა.
  4. პირად გასინჯვას წინ უნდა უსწრებდეს სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ მოსწავლის გაფრთხილება პირადი გასინჯვის შესახებ.
  5. დაუშვებელია მოსწავლის პირადი გასინჯვა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულებები მიუთითებს კონკრეტულ პირზე და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირადი გასინჯვის შედეგად გამოვლინდება სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული გადაცდომა.

თავი 12. მატერიალური პასუხისმგებლობა

მუხლი 29. დასაქმებულთა და მოსწავლეთა მატერიალური პასუხისმგებლობა

  1. სკოლაში დასაქმებულები და მოსწავლეები პასუხისმგებელი არიან სკოლის ქონების სათანადო გამოყენებასა და დაცვაზე.
  2. დასაქმებულები და მოსწავლეები ვალდებული არიან:

ა)  ქონება გამოიყენონ მხოლოდ დანიშნულებით;

ბ) ქონების ნებისმიერი სახის გადაადგილების, დაზიანების, განადგურებისა და დაკარგვის შესახებ აცნობონ სკოლის დირექტორს;

  1. დასაქმებულები და მოსწავლეები ვალდებული არიან აანაზღაურონ სკოლისთვის მიყენებული მატერიალური ზარალი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.

თავი 13. მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვის და სკოლიდან გადაყვანის, კლასიდან კლასში გადაყვანის, დათხოვნის პირობები დაშეფასების სისტემა

მუხლი 30. მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვა

  1. სკოლაში პირველ კლასში ბავშვები ჩაირიცხებიან კანონმდებლობით განსაზღვრული ასაკიდან.
  2. პირველ კლასში ბავშვის ჩასარიცხად მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

ა) განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;

ბ) მოსწავლის ფოტოსურათი (3X4);

გ) დაბადების მოწმობის დედანი/ ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

დ) სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის, ან ბინადრობის მოწმობის მქონე მოსწავლისათვის პირადი ნომრის მინიჭება;

ე) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;

ვ)  მოსწავლის ჯანმრთელობის ცნობა.

  1. II-IX კლასებში მოსწავლის ჩასარიცხად ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა დამატებით წარმოსადგენია მოსწავლის მიერ წინამდებარე კლასის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი.
  2. სკოლაში მოსწავლის პირველ კლასში ჩარიცხვისას იხსნება მოსწავლის პირადი საქმე.
  3. საქართველოს მეცნიერებისა და განათლების მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის N193/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის’’ შესაბამისად მოსწავლის სხვა საგანმანათებლო დაწესებულებიდან მობილობის შემთხვევაში წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;

ბ) მოსწავლის პირადი საქმე/წინამდებარე კლასის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) მიმდინარე შეფასება;

ე) ცნობა საგნების მიხედვით გაცდენილი საათების შესახებ;

ვ) ბრძანების ასლი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ამორიცხვის შესახებ;

ზ) დაბადების მოწმობის დედანი/ ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

თ) სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის, ან ბინადრობის მოწმობის მქონე მოსწავლისათვის პირადი ნომრის მინიჭება;

ი) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;

კ) სსსმ მოსწავლის გადმოსვლის შემთხვევაში, აუცილებელია შესაბამისი ინდივიდუალური სასწავლო გეგმა და ჯამრთელობის ცნობა.

  1. მოსწავლის კლასიდან კლასში გადაყვანა ხდება პედაგოგიური საბჭოს სხდომის გადაწყვეტილების საფუძველზე დირექტორის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  2. მოსწავლეს შეიძლება უარი ეთქვას სკოლაში ჩარიცხვაზე, თუ შემოსულ განცხადებათა რაოდენობა აჭარბებს სკოლაში მისაღებ მოსწავლეთა ადგილების კანონმდებლობით დადგენილ ოდენობას.
  3. სკოლა უფლებამოსილია მობილობის მსურველის ჩარიცხვამდე, გასაუბრების ან გამოცდის საფუძველზე დაადგინოს მობილობის მსურველის ცოდნისა და უნარების ცალკეული კლასის/კლასების ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონესთან თავსებადობა.
  4. სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვისას მოსწავლის მშობელთან (კანონიერ წარმომადგენელთან) ფორმდება ხელშეკრულება, რომელშიც ასახულია სკოლისა და მშობლის ურთიერთვალდებულებები, პასუხისმგებ– ლობები, დავის წარმოშობის შემთხვევაში და მისი გადაწყვეტის მექანიზმები, ხელშეკრულების დარღვე– ვა შესაძლებელია მხარეთა შეთანხმებით ან ერთ–ერთი მხარის მიერ სახელშეკრულებო პირობათა დარღ– ვევისას;

10 თუ წლიური საერთო ნიშანი  შეუსაბამისობაშია ესგ პარამეტრებთან, მაშინ კონკრეტულ საგანში ან საგანთა ჯგუფში სავალდებულო სტანდარტის დაძლევის მიზნით მოსწავლეს მიეცემა დამატებითი დრო (ორი კვირა სასწავლო წლის დამთავრებიდან ან ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე) ხარვეზების აღმო– საფხვრელად, რის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობაც ეკისრებათ საგნობრივ კათედრებს;

11 თუ სტანდარტის შესრულების შიდასასკოლო კონტროლის შედეგად (გამოცდა, ტესტირება, ზეპირი გამოკითხვა, დიფერენციალური ჩათვლა) მოსწავლის საერთო წლიური მაჩვენებელი მიაღწევს ესგ სტან– დარტს, იგი გადავა მომდევნო კლასში.

  1. მოსწავლეთა სკოლიდან დათხოვნა რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით, მოსწავლეთა ქცევის კოდექსით, სკოლის წესდებითა და ამ შინაგანაწესით;

13 სკოლის დირექცია პედაგოგიურ საბჭოსთან   შეთანხმებით შეიმუშავებს: სკოლის თვითშეფასების,გაკ– ვეთილის, მოსწავლის ცოდნისა და პედაგოგთა შეფასების, მოსწავლეზე და მასწავლებელზე დაკვირვების, მონიტორინგისა და შედეგების დემონსტრირების წესს, მახასიათებლებსა და მაჩვენებლებს;

  1. I-IV კლასებში მოსწავლეთა წლიური შეფასება ნიშნებით არ წარმოებს, ამ კლასებში სემესტრის ბო– ლოსა და წლის ბოლოს კლასის დამრიგებელი საკუთარი და სხვა მასწავლებლებისგან მიღებული ინ– ფორმაციის საფუძველზე წერს მოკლე შემაჯამებელ წერილობით შეფასებას, რომელშიც დაახასიათებს მოსწავლეს, აღნიშნავს მის წარმატებებს და მიუთითებს, რაში სჭირდება გავარჯიშება მოსწავლეს საკუ– თარი შესაძლებლობების უკეთ გამოსავლენად;
  2. V-IX კლასებში მოსწავლე ფასდება  ნიშნების  10 ქულიანი სისტემით, ხოლო საგნებში ”სპორტი” რელიგია ჩათვლის სისტემით –– „ჩაეთვალა“ან „არ ჩაეთვალა“;
  3. საფეხურიდან საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვს მოსწავლეს, რომელსაც საბოლოო ნიშანი მინიმუმ 5,1 ქულა ექნება. (გამონაკლისია ის მოსწავლეები, რომლებიც გაცდენების გამო ვერ დაძლევენ ექსტერნის წესით გამოცდას ერთ საგანში);
  4. სასწავლო წლის ბოლოს, თუ მოსწავლე ვერ დაძლევს საგნობრივ მინიმალურ ქულებს, ენიშნება საშე– მოდგომო გამოცდა. საშემოდგომო გამოცდის ნიშნის წილობრივ დატვირთვას, გრაფიკს, ჩატარების ფორ– მას განსაზღვრავს შესაბამისი კათედრა, ხოლო კონკრეტულ მოსწავლეზე დავალებათა გრაფიკს ადგენს საგნის მასწავლებელი;
  5. სკოლის VII-IX კლასელთათვის სასწავლო წლის ბოლოს ინიშნება კლასიდან კლასში გადასაყვანი გამოცდები და თითოეული საგნის ნიშნის გამოთვლა ხდება პირველი და მეორე სემესტრებისა და გამოცდაზე მიღებული ნიშნების საშუალო არითმეტიკულის გაანგარიშებით, სასწავლო გეგმის მიხედვით, ხოლო V-VI კლასებში რეიტინგული წერები სხვადასხვა საგანში სასკოლო სასწავლო გეგმის მიხედვით;
  6. სკოლაში შემუშავებულია და საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ამოქმედდეს ინკლუზიური განათ– ლების ცალკეული საგნის მოდიფიცირებული სასწავლო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია თი– თოეული მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა და შესაძლებლობები. მოსწავლე, რომელიც წარმა– ტებით დაძლევს მოდიფიცირებულ სასწავლო გეგმას, ფასდება უმაღესი ქულით; სკოლა აღიჭურვება პანდუსით და სხვა აუცილებელი მოწყობილობებით;
  7. კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობაა 20, იმ შემთხვევაში თუ კლასში moსწავლეთა რაოდენობა აღემატება 20–ს,კლასი უნდა გაიყოს, ამასთან კლასის გაყოფა პარალელურ კლასებად შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც თითოეულ კლასში იქნება მინიმუმ 11 მოსწავლე;
  8. სანიმუშო ყოფაქცევის, სწავლაში მიღწეული მაღალი შედეგებისა და სხვა საქმიანობაში მოპოვებული წარმატებისათვის მოსწავლე ჯილდოვდება: სიგელით, დიპლომით, ფულადი პრემიითა და სხვა სამახსოვრო პრიზით;

თავი 14. მოსწავლის ჩაცმულობის წესი და გარეგნული სახე

მუხლი 31.  მოსწავლის  ჩაცმულობის წესი და გარეგნული სახე

1.დაუშვებელია იმგვარი სამოსელის ტარება, რომელზეც წერია შეურაცხმყოფელი გამონათქვამი, გამოსახულია ვულგარული სურათი ან/და კარიკატურა.

  1. 2. მოსწავლე მუდმივად უნდა იყოს მოწესრიგებული.
  2. 3. მოსწავლისათვის აკრძალულია სკოლაში გამოცხადება შეღებილი თმით და „მაკიაჟით“.

თავი 15. შრომის  პირობების დაცვასთან  დაკავშირებული  ზოგადი ინსტრუქციები

მუხლი 32. შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო  უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები

  1. სკოლა ვალდებულია თანამშრომლებს შეუქმნას შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო-პირობები, შეასრულოს შრომის დაცვის წესები. განახორციელოს ღონისძიებები უსაფრთხოების ტექნიკისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის სფეროში.
  2. სკოლის ადმინისტრაცია პასუხისმგებელია მოსწავლეთა სიცოცხლისა და ჯამრთელობისათვის, სასწავლებელში მათი ყოფნისა და სასწავლებლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს.
  3. სკოლა ვალდებულია დაიცვას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აპრილის N28/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხოების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა ინსტრუქცია’’.
  4. დასაქმებული ვალდებულია:
    ა)დაიცვას შინაგანაწესის პირობები;
    ბ) შეასრულოს სკოლის დირექციის მითითებები;
    გ) გაუფრთხილდეს მასზე მინდობილ დაწესებულების ქონებას;

დ) კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობანი;
ე) წესრიგში იქონიოს თავისი სამუშაო ადგილი, დაიცვას სისუფთავე და სიმშვიდე დაწესებულებაში;
ვ) იყოს კოლეგიალური, თავაზიანი, კორექტული თანამშრომლებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან;

  1. დასაქმებულების, მოსწავლეების, მშობლებისა და სკოლის ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის შესასრულებლად სავალდებულოა ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებისა და შრომის პირობების დაცვის წესები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს შრომის კოდექსით და სხვა ნორმატიული აქტებით.
  2. სკოლაში უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმებია:

ა)  ვიდეოკამერები;

ბ) თვალსაჩინო ადგილზე განთავსებული  ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი;

გ) თვალსაჩინო ადგილზე გამოკრული ევაკუაციის გეგმა.

თავი 16. სკოლის სტრუქტურა და თანამშრომელთა უფლებამოვალეობები

მუხლი.33.

  1. 1. სკოლის წესდების შესაბამისად სკოლის სტრუქტურას შეადგენს: სკოლის დირექტორი, დირექცია, პედაგოგიური საბჭო, საგნობრივი კათედრები, კლასების დამრიგებლები  და ტექნიკური პერსონალი.
  2. სკოლის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება სკოლის წესდებით, ამ შინაგანაწესით, შრომითი ხელშეკულებითა და სხვა მოქმედი კანონმდებლობით.

მუხლი 34 სკოლის დირექტორი:

  1. საქართველოს კონსტიტუციის, “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის, დირექტორის ეთიკის კოდექსის, სკოლის წესდების, შინაგანაწესის, ხელშეკრულებისა და სხვა მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე აკომპლექტებს სკოლის შრომით კოლექტივსა და ახორციელებს სკოლის მართვას;
  2. წარმოადგენს სკოლას მესამე პირებთან ურთიერთობებში;
  3. „შპს-ს“ დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს სკოლის ბიუჯეტს;
  4. ხელმძღვანელობს დირექციასა და პედაგოგიურ საბჭოს;
  5. კონტროლს უწევს სკოლის სასწავლო-აღმზრდელობით პროცესს;
  6. ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს და ანაწილებს მოვალეობებს დირექციაში;
  7. კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი წესით დებს გარიგებებსა და ხელ–შეკრულებებს სკოლის სახელით შპს დირექტორის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
  8. ათანხმებს შპს დირექტორთან და შეთანხმების შემდგომ ამტკიცებს სკოლის საშტატო განრიგს. 9. კანონმდებლობის, ამ წესდებისა და სკოლის შინაგა–ნაწესის საფუძვლებზე წყვეტს დაწესებულების ადმინისტრაციის, პედაგოგების და სხვა შრომითი კოლექტივის წევრების თანამდებობებზე დანიშვნა-განთავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის განსაზღვრის საკითხებს;
  9. ამტკიცებს სკოლის პედაგოგიური საბჭოს მიერ მიღებულ სასკოლო სასწავლო გეგმასა და სხვა გადაწყვეტილებებს;
  10. უზრუნველყოფს სკოლის პედაგოგებთან, დირექციის წევრებთან და ტექნიკურ პერსონალთან ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას;
  11. უფლებამოსილია ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება მასწავლებელთან ხელშეკრულების პირობების, მასწავლებლის ეთიკის კოდექსისა და სკოლის შინაგანაწესის დარღვევის ან კანონმ–დებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურებისას;
  12. ყოველი სასწავლო წლის დასაწყისიდან და სემესტრების დამთავრებამდე ერთი კვირით ად–რე აბარებს ანგარიშს „შპს-ს“ დირექტორს სასწავლო პროცესის შესახებ;
  13. ამტკიცებს სკოლის საათობრივ დატვირთვას;
  14. განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს;
  15. პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებითა და „შპს-ს“ დირექტორთან შეთანხმებით ნიშნავს და გასცემს პრემიებს, ჯილდოებსა ან/და ფინანსურ დახმარებებს შრომითი კოლექტივის ცალკეულ წევრებსა და წარჩინებულ მოსწავლეებზე;
  16. ამყარებს კავშირს სხვა საგანმანათლებლო, მათ შორის უცხო ქვეყნების, დაწესებულებებთან;
  17. გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;
  18. ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას.
  19. სკოლის დირექტორი პერსონალურად აგებს პასუხს:

ა)   ეროვნული სასწავლო გეგმის, განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების, ამ

წესდებისა და სკოლის შინაგანაწესის  შესრულებასა და სააღმზრდელო   პროცესზე;

ბ) სკოლის საკუთრებაში არსებული ქონებისა და ფინანსების მიზნობრივ და სწორ ხარჯვა– ზე, სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა პატრონობასა და რაციონალურად გამოყე–

ნებაზე;

გ) სკოლაში სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში   მასწავლებლებისა და მოსწავლეე– ბისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.

  1. სკოლის დირექტორი უფლებამოსილია გადადგეს თანამდებობიდან წერილობითი განცხა– დების საფუძველზე, განცხადება უნდა წარედგინოს „შპს-ს“ დირექტორს, სკოლის დირექტორი თანამდებობიდან განთავისუფლდება „შპს-ს“ დირექტორის მიერ შესაბამისი ბრძანების გამო–ცემის დღიდან;
  2. სკოლის დირექტორის არყოფნის, მის მიერ თავისი უფლებამოსილების შესრულების შეუძ– ლებლობის ან თანამდებობიდან განთავისუფლების შემთხვევაში მის უფლებამოსილებას დროე–ბით ასრულებს მისი მოადგილე.

მუხლი 35 ხარისხის მართვის მენეჯერი

  1. ეხმარება და კონტროლს უწევს პედაგოგებს:

ა)  სკოლაში სასწავლო პროცესის განხორციელებაში;

ბ)  სილაბუსების სწორად და დროულად შედგენაში;

გ)  პორთფოლიოს შექმნაში;

დ)  ტრენინგებისა და სერთიფიცირების დროულად გავლაში;

  1. პედაგოგიური საბჭოსა და დირექტორის თანხმობით ორგანიზაციას უწევს სასწავლო პროცესში თანამედროვე მოთხოვნებისა და ინოვაციური მეთოდების დანერგვას, მასწავლებელთა შემოქმედებითი აქტივობისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ტრენინგების ჩატარებას;
  2. მონაწილეობს სკოლის სასწავლო გეგმის შექმნაში და კონტროლს უწევს მის შესაბამისობას ეროვნულ სასწავლო გეგმასთან;
  3. ხელს უწყობს და კონტროლს უწევს სკოლაში სწავლების ხარისხის ამაღლებას;
  4. კოორდინაციას უწევს მასწავლებლისა და პედაგოგიური მუშაკების მეთოდურ მუშაობას სასწავლო გეგმის,  პროგრამების, სილაბუსების შემუშავების საქმეში;
  5. ორგანიზაციას უწევს მასწავლებელთა კვალიფიკაციისა და პროფესიული ოსტატობის ამაღლებას, მათ მომზადებას სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის, შეაქვს წინადადებები სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის სრულყოფის შესახებ;
  6. ახორციელებს ზედამხედველობას სკოლის საინფორმაციო განვითარებაზე (საინფორმაციო კუთხე, სკოლის საიტი და ბიბლიოთეკა).

8 ადგენს გაკვეთილების, წრეობრივი და ფაკულტატური მეცადინეობების განრიგს, ახდენს მის კორექტირებას სასწავლო წლის მანძილზე;

  1. ახორციელებს კონტროლს გაკვეთილების რეჟიმის დაცვაზე, მოსწავლეთა დასწრებასა და სასწავლო პროცესის რეგულირებაზე (გაკვეთილების შეცვლა–გადაადგილება და სხვა), მოსწავლეთა ცოდნის დო-ნის შეფასების ობიექტურობაზე, მოსწავლეთა მოძრაობაზე;
  2. ხელმძღვანელობს და აკონტროლებს  საგნობრივი კათედრების მუშაობას, მათ მიერ სახელმძღვანე– ლოთა შერჩევას, მონაწილეობს პედაგოგიური კადრების შერჩევასა და განაწილებაში,
  3. კათედრის ხელმძღვანელებთან ერთად, ორგანიზებას უწევს საგნობრივი ტესტირებებისა და გამოცდების მიმდინარეობას;

12.მონაწილეობას იღებს სასწავლო გეგმის შესაბამისად საათობრივი ბადის შემუშავებაში;

13.ზრუნავს სკოლაში მშვიდი, საქმიანი, შემოქმედებითი, კოლეგიალური ატმოსფეროს შექმნასა და შენარჩუნებაზე,  პედაგოგთა ურთიერთანამშრომლობის ფორმების დახვეწასა და განხორციელებაზე;

  1. კათედრის ხელმძღვანელებთან, მასწავლებლებთან და ფსიქოლოგთან ერთად, ხელმძღვანელობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეთა ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში;
  2. საქმიანობას წარმართავს ისე, რომ ყველა რესურსი გამართული და გამოყენებული იქნას ბავშვებისა

და სკოლის საკეთილდღეოდ, რისთვისაც დირექტორთან შეაქვს წინადადებები სკოლის სასწავლო პროცესის  სრულყოფის შესახებ;

  1. კონტროლს უწევს სკოლაში აღმზრდელობითი პროცესსა და ხარისხის მართვის სამსახურის საქმიანობას.

მუხლი. 36 სკოლის დირექტორის  მოადგილე აღმზრდელობით დარგში:

  1. წარმართავს სკოლის აღმზრდელობით პროცესს;
  2. ხელმძღვანელობს და დახმარებას უწევს კლასების დამრიგებლებს აღმზრდელობითი საქმიანობის განხორციელებაში;
  3. კონტროლს უწევს სკოლაში პედაგოგებისა და მოსწავლეების მიერ შესაბამისად მასწავლებლის პრო-ფესიული ქცევის და მოსწავლეთა ქცევის კოდექსების შესრულებას;
  4. ხელმძღვანელობს და კონტროლს უწევს სკოლაში და სკოლის გარეთ განსახორციელებელ (გან-ხორციელებულ) ღონისძიებებს;
  5. ზრუნავს სკოლაში აღმზრდელობითი პროცესის ხარისხისა და  დისციპლინის ამაღლებასა და სას-კოლო გარემოს გაუმჯობესაებაზე,
  6. კონტროლს უწევს სკოლაში პედაგოგებისა და მოსწავლეების მიერ ხელშეკრულების, სკოლის შინაგანა– წესისა და წესდების დაცვას;

7.) სკოლის დირექტორის არყოფნის, მის მიერ თავისი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის ან თანამდებობიდან განთავისუფლების შემთხვევაში, დროებით ასრულებს მის უფლებამოსილებას;

მუხლი 37.სკოლის  სამეურნეომომარაგების მენეჯერი:

  1. ხელმძღვანელობს სკოლის სამეურნეო-მომარაგების პროცესსა და ტექნიკურ პერსონალს, უზრუნველყოფს სასწავლო-მატერიალური ბაზის აღრიცხვას, დაცვასა და შევსებას, სანიტარულ-ჰიგიენური რეჟიმის, უსაფრთხოების ტექნიკისა და ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვას, უზრუნველყოფს ტექნიკური პერსონალის გამართულ მუშაობას, ადგენს სკოლაში განსახორციელებელი სამეურნეო სამუშაოების ნუსხას, გეგმავს მათი განხორციელების გზებსა და საშუალებებს, ხელმძღვანელობს და აკონტროლებს სარემონტო სამუშაოების ჩატარებას, ატარებს ყოველწლიურ ინვენტარიზაციას;
  2. სკოლის სამეურნეო–მომარაგების საკითხების ხელმძღვანელობას ახორციელებს სამეურნეო –მომარაგების მენეჯერები, რომლებიც შესაბამისად ვალდებული არიან:

2.1) სკოლის სამეურნეო მომარაგების მენეჯერი:

ა) სასწავლო პროცესისათვის მზადყოფნაში და  ტექნიკურად გამართული ჰქონდეს სასწავლო კაბინეტები და საკლასო ოთახები;

ბ) აწარმოოს სკოლის  დაზიანებული  მატერიალურ–ტექნიკური ქონების შეკეთება და შეკეთებას არდაქვემდებარებბული მატერიალურ–ტექნიკური ქონების ჩამოსაწერი დოკუმენტაციის მომზადება, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს  სკოლის დირექტორს;

გ) გაანაწილოს ფუნქციური მოვალეობები დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს შორის,  მისცეს მათ მითითებები და დავალებები, განახორციელოს კონტროლი მათ  მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა  შესრულების, ჰიგიენური, ტექნიკური პროცესისა და დისციპლინის დაცვაზე;

დ) გააკონტროლოს სკოლის სამეურნეო, სანიტარული და ტექნიკური  მდგომარეობა, ჩაიბაროს ყოველდ– ღიური ანგარიშს და  ინფორმაცია  მიაწოდოს დირექტორს;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს სამეურნეო-ტექნიკური მოსამზადებელი  სამუშაოები სასწავლო წლის ნორმალურად დაწყებისთვის.

ვ) დირექტორის მოადგილესთან და ბუღალტერთან ერთად ევალება, პასუხისმგებელია და კონტროლს ახორციელებს სკოლის ინვენტარის შენახვასა და მოვლა-პატრონობაზე;

ზ) დირექტორთან შეიტანოს წინადადებები მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების  წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

თ) დირექტორს წარუდგინოს წინადადებები სკოლის ტექნიკურ-სამეურნეო პროცესის  სრულყოფის შესახებ;

ი)  სკოლის წესდების, ხელშეკრულების, ამ შინაგანაწესისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად პასუხს აგებს სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვა, მოვლასა და დაცვაზე,  ასრულებს სკოლის დირექტორის ცალკეულ დავალებებს.

2.2)  სკოლის სამეურნეო მომარაგების მენეჯერი:

ა)  უზრუნველყოს სკოლის ყველა სახის საკუთრების, მათ შორის იჯარით არსებული ქონების ექსპლუა– ტაციისა და შენახვის წესების დაცვა;

ბ) ოპერატიული ხელმძღვანელობა გაუწიოს იმ გადაუდებელი სამეურნეო სამუშაოების შესრულებას, რომლებიც საჭიროა სკოლის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. გააკეთოს განაცხადი სასწავლო წლის განმავლობაში საჭირო საკანცელარიო და სხვა ნივთების შესაძენად და უზრუნველყოს დროული მომარაგება;

გ)  აწარმოოს სკოლის მატერიალურ–ტექნიკური ქონების მარაგის შევსება;

დ) დირექტორთან ერთად შეიმუშავებს სკოლის საფინანსო–სამეურნეო პროგრამებს და უზრუნველყოფს სკოლის წინაშე მასზე დაკისრებული  ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებას;

ე)  გაანაწილოს ფუნქციური მოვალეობები დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს შორის,  მისცეს მათ მითითებები და დავალებები, განახორციელოს კონტროლი მათ  მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა  შესრულების, ჰიგიენური, ტექნიკური პროცესისა და დისციპლინის დაცვაზე;

ვ)  გააკონტროლოს სკოლის მარაგი, ჩაიბაროს ყოველდღიური ანგარიშს და  ინფორმაცია  მიაწოდოს დირექტორს;

ზ)  განახორციელოს აუცილებელი მარაგის შევსება სასწავლო წლის ნორმალურად დაწყებისთვის;

თ) დირექტორთან შეიტანოს წინადადებები მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების  წა-ხალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ი)  დირექტორს წარუდგინოს წინადადებები სკოლის მომარაგების პროცესის  სრულყოფის შესახებ;

კ)  ასრულებს სკოლის დირექტორის ცალკეულ დავალებებს.

მუხლი.38. სკოლის ბუღალტერი:

1 საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის,  შპს-ს  წესდებისა და შპს-ს  დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანების, ინსტრუქციებისა და მითითებების, სკოლის წესდების,  ამ შინაგანაწესისა და ხელშეკრულების საფუძველზე აწარმოებს სკოლის საფინანსო–ეკონომიკურ საქმიანობას;

2 აწარმოებს სკოლის ფინანსური დოკუმენტაციის აღრიცხვას, დაცვასა და სათანადოდ შენახვას, დროუ– ლად ითვისებს ბიუჯეტით გათვალისწინებულ სახსრებს და ახორციელებს კონტროლს ფინანსური სახს– რების განკარგვის  შესრულებაზე;

3 სკოლის ბუღალტერი ვალდებულია:

ა) არ გაამჟღავნოს დამქირავებლის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ორგანიზაციაში საქმიანობის შედეგად;

ბ) გაუფრთხილდეს ორგანიზაციის ქონებას; იგი მატერიალურად პასუხისმგებელია მასზე განპირობებულ მატერიალურ ფასეულობებს დაცვაზე;  

გ) მონაწილეობა მიიღოს  სკოლის ბიუჯეტის შემუშავებაში;

დ) დააზუსტოს და აკონტროლოს მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვა, შეადგინოს პედაგოგთა საა– თობრივი დატვირთვის მიხედვით სატარიფიკაციო მონაცემები, შეადგინოს სახელფასო ფონდი,ხარჯ– თაღრიცხვა, ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სკოლის დირექტორს;

ე) დროულად ჩაატაროს ინვენტარიზაცია და შედეგები ასახოს ოქმში;

ვ) აწარმოოს ანგარიშსწორება ბანკთან, დროულად უზრუნველყოს ხელფასების გამოწერა და საგადასახა– დო ორგანოებში დროული ანგარიშსწორება;

ზ) უზრუნველყოს შემოწირული თანხების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიზნობრივი ხარჯვა;

თ) წარუდგინოს დირექტორს, ყოველკვირეული, ნახევარწლიური და წლიური ანგარიში გაწეული მუშაო– ბის შესახებ;

4 სკოლის დირექტორთან და მის მოადგილესთან/მოადგილეებთან ერთად პასუხისმგებელია და აკონტროლებს სკოლის ინვენტარის შენახვასა და მოვლა-პატრონობას, მონაწილეობს ჩამოსაწერი დოკუმენტაციის მომზადებაში;

5 დირექტორს წარუდგენს წინადადებებს სკოლის საფინანსო მდგომარეობის  სრულყოფის შესახებ;

6 შპს-ს დირექტორის მონდობილობის საფუძველზე ასრულებს საფინანსო ინსტიტუტებში მის უფლებამოსილებებს, აგრეთვე ცალკეულ დავალებებს.

მუხლი. 39 სკოლის  საქმეთამმართველი:

1 საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის, სკოლის წესდების,  ამ შინაგანაწესისა და ხელ– შეკრულების საფუძველზე ახორციელებს სკოლის საქმისწარმოებას;

2 აწარმოებს მოსწავლეთა მოძრაობის აღრიცხვას და სხვა სასკოლო დოკუმენტაციას (მასწავლებელთა და მოსწავლეთა პირადი საქმეები, ბრძანების წიგნები, ანბანური წიგნი, მიმოწერა რესურსცენტრთან, დარგობრივ, რესბულიკურ,  რეგიონალურ, ადილობრივ, ზემდგომ ორაგანოებთან და  სხვა), უზრუნ– ველყოფს და აკონტროლებს სკოლის წინაშე არსებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებას;

3 აღრიცხავს, ახარისხებს, ინახავს და იცავს სკოლის დოკუმენტაციას, მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სკოლის თანამშრომლების პირად საქმეებს, აწარმოებს ბრძანებებისა და მოსწავლეების მოძრაობის წიგნებს, აღრიცხავს სკოლაში შემოსულ და გასულ წერილებს, ამზადებს ბრძანებებისა და წერილების პროექტებს, აღრიცხავს და დროულად აწვდის ადრესატებს შესასრულებლად შემოსულ კორესპოდენ– ციას, აკონტროლებს სკოლის კანცელარიაში შემოსული დოკუმენტების მოძრაობას და ყოველდღიურ ინ– ფორმაციას აწვდის დირექტორს;

4 ზედამხედველობას უწევს დირექტორის რეზოლუციისამებრ დოკუმენტების შესრულების ვადების დაცვას, შესრულებული დოკუმენტების შესახებ ინფორმაცის აწვდის დირექტორს. თავის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს  მოსამზადებელ  სამუშაოებს სასწავლო წლის ნორმალურად დაწყებისთვის. დოკუმენტბრუნვის მოწესრიგებისათვის იყენებს თანამედროვე კომპიუტერულ სისტემებს. ზრუნავს საკუთარი პროფესიონალიზმის ამაღლებაზე.

5 მონაწილეობს სკოლის პედაგოგიურ საბჭოს სხდომებში, როგორც  სხდომის მდივანი და ადგენს სკო–  ლის პედაგოგიურ საბჭოს სხდომის ოქმებს;

  1. აცნობს სკოლაში თანამდებობაზე მისაღებ მუშაკს სკოლის წესდებას, შინაგანაწესსა და ხელშეკრულე– ბას, ამზადებს შესაბამის დოკუმენტებს;
  2. აცნობს სკოლაში მისაღებ მოსწავლეთა მშობელს(კანონიერ წარმომადგენელს) სკოლის წესდებას, შინა– განაწესსა და ხელშეკრულებას, ამზადებს შესაბამის დოკუმენტებს;
  3. ასრულებს სკოლის დირექტორის ცალკეულ დავალებებს.

მუხლი.40 სკოლის კლასის დამრიგებელი:

1) ახორციელებს კონტროლს და ზრუნავს კლასში სასწავლო პროცესის დისციპლინის დაცვა–ამაღლება–ზე და ყოველდღიურ ინფორმაციას აწვდის დირექტორს,  არის შესაბამისი კლასის, რომელიმე საგნის(საგ– ნების) მასწავლებელი, აგრეთვე წარმოადგენს მოსწავლის მრჩეველს, რომელიც ეხმარება მას სწავლის ხა– რისხის ამაღლებასა და საკუთარი ინტერესების სფეროს აღმოჩენაში, შემოქმედებითი თუ ინტელექტუა– ლური უნარ-ჩვევების გამოვლენაში, ისეთი იდეალებისა და ცხოვრებისეული პრინციპების ჩამოყალიბე– ბაში, რომელიც მოსწავლეს ხელს შეუწყობს შეიცნოს საკუთარი პიროვნება და პატივი სცეს სხვათა პი– როვნულ თვისებებს, აწარმოებს სადამრიგებლო დოკუმენტაციას;

2) ეხმარება  კლასის მასწავლებლებლებს  სასწავლო–აღმზრდელობითი მუშაობის სწორად განხორციე– ლებაში, აგრეთვე თანამშრომლობენ მოსწავლეთა თვითმმართველობასთან;

3 კოორდინაციას  უწევს საგნის  მასწავლებლების მიერ მოწოდებულ კლასგარეშე მუშაობის გეგმებს და ახდენს ჩატარებული სამუშაოების ანალიზს;

4 უზრუნველყოფს მოსწავლეთა დამატებით მეცადინეობას მეორე დღის გაკვეთილების ცხრილით გათვალისწინებულ სასწავლო დისციპლინებში;

5 ხელმძღვანელობას უწევს კლასგარეშე წრეების, კლუბებისა და ა.შ მუშაობას, ზრუნავს მოსწავლეთა საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაბმაზე;

6 ხელმძღვანელობს სასკოლო მიზნობრივი ექსკურსიების სათანადო უსაფრთხო დონეზე წარმართვას;

7 ზედამხედველობას უწევს მასწავლებლების მუშაობას, საკლასო საათების ჩატარებას,  იბარებს ანგა– რიშს კლასების მიხედვით  მოსწავლეთა დისციპლინის შესახებ და ინფორმაციას აწვდიან დირექტორს;

8 თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს  მოსამზადებელ  სამუშაოებს სასწავლო წლის ნორმალურად დაწყებისთვის;

9) სკოლის  კლასის დამრიგებელი ვალდებულია:

ა) დადგენილი ჰქონდეს და იცოდეს თავისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეთა ზუსტი რაოდენობა;

ბ) შეიმუშაოს სკოლისა და კლასის ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის ეფექტური სისტემა;

გ) ითანამშრომლოს მშობლებთან  სამუშაო გეგმისა და სკოლის განვითარების პრიორიტეტების დასაგეგ– მად და სწავლების ხარისხის ასამღლებლად;

დ) განახორციელოს თავისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეთა  გაცდენა-დაგვიანებებზე კონტროლი, დაუყონებლივ უზრუნველყოს მშობლის ინფორმირება, თუ მოსწავლე არ გამოცხადდა სკოლაში, ან მის ჯანმრთელობას ან პირად უსაფრთხოებას საშიშროება დაემუქრა;

ე) დააადგინოს ეგრეთწოდებული რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების სია და სკოლის ფსიქოლოგთან ერთად შეიმუშაონ მათთან მუშაობის მეთოდები (ფორმები);

ვ) დაიყვანოს თითოეულ მოსწავლემდე და მათ მშობლებამდე სკოლის შინაგანაწესი და მოსწავლეთა ქცევის კოდექსი, სკოლის ფსიქოლოგთან თანამშრომლობის გზით იზრუნოს მოსწავლეთა ქცევის წესების დარეგულირებაზე;

ზ) მოსწავლეთა წარმატებების პროპაგანდის მიზნით დირექციასა და მასწავლებლებთან ერთად განახორ–ციელოს  საგანმანათლებლო მიღწევების მშობლებისა და ფართო საზოგადოებისთვის მიწოდება;

თ) შეადგინოს წლიური და სემესტრული სამუშაო გეგმები;

ი) ორგანიზება გაუწიოს მასწავლებლებთან მშობლების პერიოდული შეხვედრების მიმდინარეობას ინ– ფორმაციის გაცვლის მიზნით;

კ)  შეიმუშაოს და რეალიზება გაუკეთოს კლასის სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში მშობელთა მაქსი–  მალურ ჩართვას.

10 დირექტორთან შეაქვს წინადადებები კლასის მასწავლებლების  წახალისების ან მათთვის დისციპ– ლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, სკოლის უსაფრთხო გარემოს  სრულყოფის  შესახებ;

11 პასუხისმგებელია საკლასო ჟურნალის შენახვასა და წარმოებაზე: აკონტროლებს, ჟურნალი არ გაიტანონ სკოლის ტერიტორიიდან (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა);

12 ასრულებს სკოლის დირექტორის ცალკეულ დავალებებს.

მუხლი.41 სკოლის საგნობრივი კათედრის ხელმძღვანელი:

1 ხელმძღვანელობს საგნობრივი კათედრის საქმიანობას და შედის სკოლის პედაგოგიური საბჭოს შე– მადგენლობაში;

2 კათედრის ხელმძღვანელი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით,  ეროვნული და სკოლის სასწავლო გეგმებით, სკოლის წესდებით, ამ შინაგანაწესით, სკოლის დირექტორის  მიერ გამოცემული ბრძანებით, ინსტრუქციებითა და მითითებებით, აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე  ნორმატიული  აქტებით;

3 უზრუნველყოფს ერთი ან რამდენიმე დისციპლინის პედაგოგის კონცეპტუალურად ერთიან საგანმა– ნათლებლო მიზანზე ორიენტირებულ კოორდინირებულ მუშაობას; განსაზღვრავს საგნის სწავლებისა და აღზრდის სასკოლო სტრატეგიის თეორიულ და პრაქტიკულ ამოცანებს;

4 კათედრის ხელმძღვანელი არჩევითი თანამდებობაა, რომელსაც საგნობრივი პედაგოგები ირჩევენ თავისი შემადგენლობიდან ერთი წლის ვადით, ღია კენჭისყრით და ანგარიშვალდებულია  სკოლის დირექტორისა და პედაგოგიური საბჭოს წინაშე;

5 კათედრის ხელმძღვანელის სახელფასო ანაზღაურება და ოდენობა შეიძლება განისაზღვროს სკოლა– ში დამატებითი სახსრების არსებობის შემთხვევაში  საშტატო განრიგით;

6 იწვევს და წარმართავს კათედრის სხდომებს (მინიმუმ თვეში ერთხელ), რომელიც ფორმდება ოქ– მით და სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, ინახება კათედრის ხელმძღვანელთან;

7 უზრუნველყოფს და აკონტროლებს საგნობრივი კათედრის მეშვეობით სკოლის წინაშე არსებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებას;

8 ანაწილებს ფუნქციურ მოვალეობებს კათედრის თანამშრომლებს შორის,  აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

9 ახორციელებს კონტროლს მათ  მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა  შესრულების, სასწავლო პროცე– სის დისციპლინის დაცვაზე, ხელმძღვანელობს საგნის სასწავლო პროცესს;

10 აკონტროლებს კათედრის თანამშრომელთა მიერ საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობას და ყო– ველდღიურ ინფორმაციას აწვდის დირექტორს;

11იბარებს ანგარიშს და აწვდის დირექტორს. აკეთებს სასწავლო პერიოდში არ გამოცხადებული მას– წავლებლის მიერ შეცვლილ მასწავლებელთა განრიგს და აწვდის დირექტორის მოადგილეს;

12 თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს  კათედრის მიერ მოსამზადებელ  სამუშაოებს  სასწავლო წლის ნორმალურად დაწყებისთვის. სწავლების ახლებურ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ხელს უწყობს მასწავლებლებს აქტიური მეთოდების დანერგვაში;

13 შეიმუშავებს რეკომენდაციებს დამხმარე სასწავლო მასალებისა და ბიბლიოთეკისთვის საჭირო წიგნების შესახებ, ზრუნავს კათედრის მასწავლებელთა პროფესიონალიზმის ამაღლებაზე.

14  კათედრის ხელმძღვანელი ვალდებულია:

ა) შეისწავლოს, განიხილოს და განაზოგადოს ცალკეულ პედაგოგთა საქმიანობა, ორგანიზება გაუწიოს  მოსწავლეთა სპეციალურ მომზადებასა და მონაწილეობას საგნობრივ ოლიმპიადებსა და კონფერენ– ციებში; 

ბ) დადგენილი ჰქონდეს და  სკოლის მოსწავლეთა ზუსტი რაოდენობა;

გ) დააზუსტოს და აკონტროლოს კათედრის მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვა და  საგაკვეთილო ცხრილი;

დ) მზადყოფნაში ჰქონდეს სასწავლო პროცესისათვის საგნობრივი სასწავლო კაბინეტები და საკლასო ოთახები, შეადგინოს კათედრის სასწავლო და სამუშაო საგნობრივი გეგმები;

ე) შეადგინოს სასწავლო წლის დასაწყებად საათების განაწილების პროექტი და მიაწოდოს ადმინისტ– რაციას;

ვ) სხვა საგნობრივი ჯგუფების მასწავლებლებთან კოორდინირებული მუშაობის წარმოება;

ზ) განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს საგნის სასწავლო დისციპლინის სწავლებას, იზრუნოს სწავ– ლების ხარისხსა და ეფექტიანობის ამაღლებისათვის, კათედრის მასწავლებლებთან ერთად აწარმოოს სა–ხელმძღვანელოების შერჩევა;

თ) ორგანიზება გაუწიოს საგნობრივი ტესტირებებისა და გამოცდების მიმდინარეობას სკოლის ადმინისტ– რაციასთან ერთად;

ი) შეიმუშაოს და რეალიზება გაუკეთოს სწავლის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად პროექტებს, კონკურსებს (რეფორმის ირგვლივ, ინფორმაციები საგნობრივი მეთოდგაერთიანებებისათვის);

კ) შეიმუშაოს პროგრამები მოსწავლეთა სწავლის გაღრმავების მიზნით, მოაწყოს საგანობრივი პრეზენტაციები;

ლ) მონაწილეობა მიიღოს პედაგოგიურ საბჭოში სასწავლო გეგმის შესაბამისად საათობრივი ბადის დამუ– შავება-შედგენაში.

15 სკოლის დირექტორთან შეაქვს წინადადებები კათედრის თანამშრომლების  წახალისების ან მათთ– ვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, აგრეთვესასწავლო პროცესის  სრულყოფის შესა–  ხებ;

16 დირექტორს წარუდგენს წინადადებებს კათედრის მიერ სასწავლო პროცესის  სრულყოფის შესახებ, ასრულებს სკოლის დირექტორის ან/და პედაგოგიური საბჭოს  ცალკეულ დავალებებს.

მუხლი.42 სკოლის ბიბლიოთეკარი:

1 თავის საქმიანობას ახორციელებს “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის,  სკოლის წესდების, ამ შინაგანაწესის, ხელშეკრულების, სკოლის დირექტორის  მიერ გამოცემული ბრძანების, ინსტრუქციებისა და მითითებების, აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე  ნორმატიული  აქტების საფუძველზე;

2 ზრუნავს  სკოლის ბიბლიოთეკის განკარგულებაში არსებული სასწავლო-მეთოდური თუ მხატვ– რული ლიტერატურის, აგრეთვე სკოლის არქივის მოვლასა შენახვაზე;

3 ეხმარება და აძლევს რჩევებს მოსწავლეებს ინტერესებისა და საჭიროებების შესაბამისად, წასაკითხი მასალის შერჩევაში, ქმნის კომპიუტერულ კატალოგს და ბიბლიოთეკაში ნერგავს მუშაობის თანამედროვე მეთოდებს;

4 სკოლის ბიუჯეტში სათანადო თანხების მოზიდვისათვის, ბიბლიოთეკარი ხელმძღვანელობს სახელმძღვანელოების გაქირავების სისტემას;

5 ზედამხედველობას უწევს ბიბლიოთეკის მუშაობას, პერიოდულად აწვდის ანგარიშს დირექტორს;

6 თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს  მოსამზადებელ  სამუშაოებს სასწავლო წლის ნორმალურად დაწყებისათვის;

7 აწყობს ლიტერატურულ გამოფენებს, ლიტერატურულ დილებს, ვიქტორინებს, შეხვედრებს ავტო– რებთან, გამომცემლობებთან, კურსდამთავრებულებთან, ორგანიზებას უწევს სასკოლო ღონისძიებებს, კონფერენციებს, ოლიმპიადებს და წარმომადგენლობით პრეზენტაციებს,  აწარმოებს შთაბეჭდილებათა წიგნს;

8 ზრუნავს საკუთარი პროფესიონალიზმის ამაღლებაზე;

9 სკოლის ბიბლიოთეკარი ვალდებულია:

ა) დადგენილი ჰქონდეს ბიბლიოთეკაში არსებული წიგნების ზუსტი რაოდენობა;

ბ) მზადყოფნაში ჰქონდეს ბიბლიოთეკა სასწავლო პროცესისათვის;

გ) საგნობრივი კათედრის ხელძღვანელებთან ერთად, ბიბლიოთეკის მეშვეობით, ორგანიზება გაუწიოს ტესტირებების მიმდინარეობას;

დ) შეიმუშაოს და რეალიზება გაუკეთოს სწავლის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად პროექტებისა და კონკურსების ჩატარებას.

10 ასრულებს სკოლის დირექტორის ცალკეულ დავალებებს.

მუხლი.43. სკოლის ფსიქოლოგი და ექიმი

43.1.)  სკოლის ფსიქოლოგი:

  1. თავის საქმიანობას ახორციელებს “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის, სკოლის წესდების, ამ შინაგანაწესის, ხელშეკრულების, სკოლის დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანების, ინსტრუქციებისა და მითითებების, აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე  ნორმატიული  აქტების საფუძველზე;
  2. სწავლობს თითოეული მოსწავლის განვითარების ფსიქოლოგიურ თავისებურებებს, ახორციელებს ღონისძიებებს მოსწავლეთა ასაკობრივი ცვლილებების შესაბამისი პრობლემების უმტკივნეულოდ გადაჭრის მიზნით, ადგენს მოსწავლეთა ფსიქოლოგიურ პორტრეტებს მოსწავლეზე დაკვირვების, მშობლებისა და გარშემომყოფთაგან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ატარებს სხვადასხვა ტი– ტიპის ტესტირებებს;
  3. დროულად აცნობს სკოლის დირექციას ტესტირებების შედეგებს და სკოლის დირექციისავე გადაწყ–ვეტილების საფუძველზე ახორციელებს ტესტირებების შედეგების შესაბამისი ღონისძიებებს;
  4. ასრულებს სკოლის დირექტორის ცალკეულ დავალებებს.

43.2.)  სკოლის ექიმი:

1 ხელმძღვანელობს სკოლის სამედიცინო და ჰიგიენურ-სანიტარული პროცესის დაცვას;

2 აკონტროლებს და ყოველდღიურად ამოწმებს კლასების, დერეფნების, სასადილოს, ტუალეტებისა და სხვა ობიექტების სისუფთავეს, ხოლო მონაცემებს, არსებულ ინპორმაციას აწვდის დირექტორს.

3.თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანხორციელებს მოსამზადებელ სამუშაოებს სასწავლო წლის ნორმალურად დაწყებისათვის.

4.დადგენილი ჰქონდეს და იცოდეს მოსწავლეთა ზუსტი რაოდენობა.

5.მზადყოფნაში ჰქონდეს სანიტარული კუთხით სასწავლო პროცესისათვის სამედიცინო კაბინეტი, სანიტარული წერტილები და სასადილო.

  1. პირველადი დახმარება გაუწიოს ამბულატორიულ ავადმყოფებს.
  2. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს, აღრიცხოს და მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდეს ავადმყოფი მოსწავლეები (დიაბეტი, ეპილეპსია, დაქვეითებული მხედველობა, ინკლუზიური ბავშვი), იზრუნოს სკოლის სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და ეფექტიანობის ამაღლებაზე.
  3. შეიმუშაოს და რეალიზება გაუკეთოს სამედიცინო-ჰიგიენურ პროგრამებს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად.

9.დირექტორთან შეაქვს წინადედებები სკოლის თანამშრომლების მიერ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვისა და გამოსწორების შესახებ.

  1. დირექტორს წარუდგენს წინადადებებს სკოლის სამედიცინო მომსახურების პროცესის სრულყოფის შესახებ.

მუხლი 44.სკოლის მასწავლებელი

1  თავის საქმიანობას ახორციელებს “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის,  სკოლის წესდების, ამ შინაგანაწესის, ხელშეკრულების, მასწავლებელის ქცევის(ეთიკის) კოდექსის,  სკოლის დირექ– ტორის  მიერ გამოცემული ბრძანების, ინსტრუქციებისა და მითითებების, აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე  ნორმატიული  აქტების საფუძველზე;

2 სკოლის მასწავლებელი ვალდებულია:

ა) დაიცვას წესდებისა და შინაგანაწესის მოთხოვნები, სკოლის ინტერესები, ეთიკის კოდექსი და დისციპ– ლინური პასუხისმგებლობის ნორმები, სისტემატურად იზრუნოს საკუთარი პროფესიული დონის ასა–მაღლებლად,  შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;

ბ) სკოლაში გამოცხადდეს გაკვეთილების დაწყებამდე, 10-15 წუთით ადრე, უზრუნველყოს გაკვეთილის ჩატარებისათვის აუცილებელი თვალსაჩინო და სხვა ატრიბუტების მომზადება, გაკვეთილების დამთავ–რების შემდეგ  დარჩეს სკოლაში ერთი აკადემიური საათით, სასკოლო დოკუმენტაციის მოგვარებისა და მშობლებთან კონტაქტის მიზნით. სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებულ თანამდებობრივ ინსტრუქციებსა და ფუნქციებს, განსაზღვრავს სკოლის დირექტორი შესაბამისი განკარგულებით;

გ) განახორციელოს მოსწავლეთა სწავლება და შემოქმედებითი საქმიანობა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, დამოუკიდებლად განსაზღვროს სასწავლო პროგრამისა და სილაბუსის შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები, ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე წარმართოს საგაკვეთილო პროცესი და აღმზრდელობითი საქმიანობა, საგაკვეთილო პროცესში დანერგოს სწავლების თანამედროვე ფორმები და მეთოდები;

დ) სასწავლო-აღმზრდელობითი პროგრამის შესაბამისად, მოამზადოს მოსწავლეები  საგნობრივი ოლიმპიადებისა და სასკოლო ტურებისათვის, უზრუნველყოს მოსწავლეთა დაკვალიანება თემის შესაბამისი ბიბლიოგრაფიული და ინტერნეტმასალებით;

ე)  იზრუნოს მოსწავლეთა ინტელექტუალურ და ზნეობრივ სრულყოფაზე, უზრუნველყოს სკოლასა და

საკლასო ოთახებში სანიმუშო წესრიგი და სისუფთავე.

3 პროფესიული ვალდებულების შესრულებისას დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი და მიუკერ– ძოებელია, იგი ანგარიშვალდებულია სკოლის  დირექტორის წინაშე;

4 ხელს უწყობს მოსწავლეებში დემოკრატიული და პატრიოტული ღირებულებების ჩამოყალიბებას;

5 თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის, ადამიანის უფლებათა დაცვის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და გარემოს დაცვის მაგალითს აძლევს მოსწავლეებს;

6 იცავს მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

7 მასწავლებელი მეტყველებს ეთიკური ნორმების შესაბამისად, გამართული და მოსწავლეებისათვის გასაგები ენით, ყოველთვის პუნქტუალურია და აცვია მოწესრიგებულად;

8 უფრთხილდება სკოლის ქონებას და მიზანმიმართულად იყენებს სკოლის რესურსებს, არ იყენებს პროფესიულ ან თანამდებობრივ პრივილეგიებს პირადი მიზნებისათვის;

9 მასწავლებელი ზრუნავს საკუთარ უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე;

10 მოსწავლეებთან ურთიერთობაში  ითავსებს მოსწავლის მრჩევლის ფუნქციას სასწავლო პროცესში წარმოქმნილი სირთულეების გადასალახად და მოსწავლის სურვილის შემთხვევაში, ეხმარება მას პირა– დი პრობლემების მოგვარებაში;

11 არ აყენებს მოსწავლეს სიტყვიერ ან/და ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ახდენს მასზე ფსიქოლო–  გიურ ზეწოლას, მასთან ურთიერთობისას  იცავს მორალურ და ზნეობრივ ნორმებს;

12 არ უწევს საკუთარ მოსწავლეს ფასიან საგანმანათლებლო მომსახურეობას, გარდა კანონმდებლო– ბით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

13 ინარჩუნებს სიმშვიდეს კონფლიქტურ სიტუაციებში, ისმენს მოსწავლეთა აზრს და იღებს ობიექ– ტურ და სამართლიან გადაწყვეტილებებს;

14 სასწავლო პროცესის განმავლობაში ზრუნავს მოსწავლის ჯანმრთელობის, პირადი უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვაზე;

15 პატივს სცემს მოსწავლეთა აზრებს, უქმნის მათ ყველა პირობას იდეებისა და შეხედულებების თა– ვისუფლად გამოსახატავად, არ ეწევა მოსწავლეებთან რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას;

16 არ იყენებს მოსწავლის ფიზიკურ და ინტელექტუალურ შრომას ან პოტენციალს პირადი მიზნები– სათვის, თანაბარ ყურადღებას იჩენს ყველა მოსწავლის მიმართ განურჩევლად სქესის, რასის, ენის, რელიგიური, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის ან სხვა ნიშნისა და ზრუნავს, რომ ყველა მოსწავლემ მიიღოს ხარისხიანი განათლება, მათი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა თუ შეზღუდული შესაძლებლობის მიუხედავად;

17 მოთხოვნისა და საჭიროების შესაბამისად, მშობელს დროულად და ინდივიდუალურად აწვდის ინფორმაციას მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ;

18 დაუყონებლივ უზრუნველყოს დირექციისა ან/და კლასის დამრიგებლის ინფორმირება, თუ მოსწავლე არ გამოცხადდა სკოლაში, ან მის ჯანმრთელობას ან/და პირად უსაფრთხოებას საშიშროება დაემუქრა;

19 თანაბარი პატივისცემით ეპყრობა სკოლის დირექციას, მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს, მიუხედავად მათი პროფესიული გამოცდილებისა თუ პიროვნული თავისებურებებისა, იგი თანამშრომლობს დირექციასთან და თავისი წვლილი შეაქვს სკოლის განვითარებისათვის დაგეგმილ ღონისძიებებში, უზიარებს შეძენილ ცოდნასა და გამოცდილებას კოლეგებს და თანამშრომლობს მათთან;

20 თანამშრომლობს მოსწავლის მშობელთან, საჭიროების შემთხვევაში აწყობს მათთან ინდივიდუა– ლურ შეხვედრებს, ხოლო ყოველი სასწავლო სემესტრის დასაწყისში განმარტებებს აძლევს მშობლებს სასწავლო გეგმისა და მის მიერ არჩეული სწავლების მეთოდების შესახებ, იგი თავაზიანია მოსწავლის მშობელთან ურთიერთობაში;

21 ასრულებს სკოლის დირექტორის ცალკეულ დავალებებს.

მუხლი.45 სკოლის ყველა თანამშრომელი ვალდებულია:

1 პატიოსნად და კეთილსინდისიერად შეასრულოს თანამდებობით განსაზღვრული სამსახურეობრივი მოვალეობანი, დაიცვას შრომის დისციპლინა, მისთვის დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში დროულად და ზუსტად შეასრულოს დირექტორის დავალება (ბრძანება, განკარგულება), გამოიყენოს სამუშაო დრო ნაყოფიერი შრომისათვის, შეიკავოს თავი ისეთი ქმედებებისაგან, რაც ხელს შეუშლის სხვებს სამუშაოს შესრულებაში, ზუსტად შეასრულოს სკოლის წესდებით, შინაგანაწესითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები;

2 დროულად გამოცხადდეს სამუშაო ადგილზე, დაიცვას სამუშაო დროის დადგენილი ხანგრძლივო– ბა, დროულად, ზუსტად და ხარისხიანად შეასრულოს ადმინისტრაციის განკარგულებანი, სკოლაში არ– ყოფნის შემთხვევაში, მისთვის მოსახერხებელი ფორმით, იმავე დღეს შეატყობინოს გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ  სკოლის დირექციას. საპატიო მიზეზით (ჯანმრთელობის გაუარესება, მძიმე ოჯახური გარემოებები ან სხვა) სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში თანამშრომელი ვალდებულია განცხადებით მიმართოს სკოლის დირექტორს დროებით სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ხოლო საგანგებო სიტუაციაში, აცნობოს ადმინისტრაციის წევრებს, არაუგვიანეს ერთი საათისა, სამუშაოს დაწყებამდე;

3 დაიცვას შენობაში არსებული სანიტარული, შრომის უსაფრთხოების, ხანძარსაწინააღმდეგო წესები და ინსტრუქციები, ბრძანებები და განკარგულებები, მიიღოს ყველა ზომა, რათა აღმოფხვრას სკოლის ნორმალური მუშაობის ხელისშემშლელი პირობები;

4 მუდმივად გამოავლინოს შემოქმედებითი ინიციატივა საქმიანობის მაღალი შედეგების მისაღწევად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს საკითხი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, დაიცვან პარტნიორული ურთიერთობისა და თანამშრომლობის ეთიკა;

მუხლი 46.სკოლის დირექცია ვალდებულია:

1 შპს-ს დირექტორთან შეთანხმებით განსაზღვროს სკოლის განვითარების პოლიტიკა და სტრატეგია, შეიმუშაოს და შპს–ს დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგინოს ბიუჯეტი, შეასრულოს თანამდებობრივი ინსტრუქციებით მათზე დაკისრებული მოვალეობანი;

2 შექმნას ობიექტური და დემოკრატიული შეფასების სისტემა: სკოლის, პედაგოგთა, მოსწავლეთა  სასწავლო–აღმზრდელობით პროცესის, ხარისხის, ასევე ორგანიზაციული კულტურის სრულყოფის მიზ– ნით;

3 ხელი შეუწყოს კანონის უზენაესობის დამკვიდრებას და იმოქმედოს კანონიერების ფარგლებში;

4 აკონტროლოს სკოლის თანამშრომელთა მიერ მათზე დაკისრებულ მოვალეობათა შესრულება და დროულად გამოიყენოს ზემოქმედების ღონისძიებები დამრღვევთა მიმართ;

5 შექმნას პედაგოგთა შემოქმედებითი და სამეცნიერო-მეთოდური მოღვაწეობისათვის ხელშემწყობი გარემო, შეისწავლოს, გაავრცელოს და დანერგოს წარმატებული გამოცდილება, მეთოდიკა თუ ინოვაცია;

6 იზრუნოს სკოლის თანამშრომლებს, მშობლებსა და მოსწავლეებს შორის ჰარმონიული, უკონფლიქ– ტო გარემოს ფორმირებაზე;

7 მხარი დაუჭიროს და განავითაროს პედაგოგთა ინიციატივა და აქტივობა, უზრუნველყოს სკოლის მართვაში მათი მონაწილეობა;

8 შპს-ს დირექტორთან შეთანხმებით შეიმუშავოს  პრემიების, დასაჩუქრებისა და სხვა ჯილდოების გაცემის წესი და პირობები;

9 სკოლაში შექმნას სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათის უსაფრთხო გარემო;

10 უზრუნველყოს დამტკიცებული ბიუჯეტის მიზნობრივი ხარჯვა;

11 გასცეს ხელფასი დადგენილ ვადებში;

12 თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელებისათვის უზრუნველყოს თანამშრომლები სა– თანადო ინფორმაციებით, საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებებითა და პირობებით;

13 სწორი ორგანიზაცია გაუწიოს მოსამსახურეთა შრომით საქმიანობას, უზრუნველყოს მოსამსახურე– თა დატვირთვა (მათი კვალიფიკაციისა და პროფესიული დონის გათვალისწინებით), გამართულ მდგო– მარეობაში იქონიოს ტექნიკური საშუალებები;

14 შექმნას სათანადო პირობები მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, უზრუნველყოს შრომისა და სასწავლო პროცესის ორგანიზაციული მოთხოვნების მკაცრი დაცვა, მუდმივად განახორციელოს  მონიტორინგი, რომლის შედეგების მიხედვით დამრღვევთა მიმართ გამოიყენოს შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებები;

15 განუხრელად დაიცვას შრომის კანონმდებლობის მოთხოვნები, გააუმჯობესოს შრომის პირობები;

16 მასწავლებლის სკოლაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დირექტორის მოადგილის შეტყობინე– ბის შემდეგ, შესაბამისი კათედრა ვალდებულია უზრუნველყოს ამ მასწავლებლის გაკვეთილის ჩატარება, შემცვლელ პედაგოგს უნაზღაურდება შესრულებული სამუშაოს საფასური, ხოლო ჩაუტარებელი გაკვეთი– ლის ანაზღაურება პედაგოგს არ მიეცემა;

17 შპს–ს ან სკოლის დირექტორის ბრძანება,  განკარგულება და სხვა ინდივიდუალური ნორმატიული აქტი თანამშრომლებამდე დაიყვანება მათი თვალსაჩინო ადგილზე გამოკვრით, საწარმოო თათბირზე განცხადებით ან ადმინისტრაციის წევრთა მეშვეობით;

18 სკოლა ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა სკოლაში ან/და მის მიმდებარე ტერიტო– რიაზე მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის უფლებებისა და თვავისუფლებების  დაცვის, დარღვევის თავიდან აცილების ან აღკვეთის მიზნით;

19 სკოლის დირექციას უფლება აქვს სკოლის ტერიტორიაზე არადისკრიმინაციულ საფუძველზე შეზ– ღუდოს გარეშე პირთა უფლებები და თავისუფლებები, ამასთან შეზღუდვა უნდა იყოს გონივრული და დასაბუთებული, რომელიც ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონს, დირექტორის ეთიკის, მასწავლებლის პროფესიული ეთიკისა და მოსწავლეთა ქცე– ვის კოდექსებს, სკოლის წესდებას, ამ შინაგანაწესსა  და სხვა მოქმედ კანონმდებლობას;

20 სასკოლო დისციპლინის განმტკიცებისათვის შინაგანაწესით დადგენილი წესების გარდა, სკოლაში

შექმნილი საერთო მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიძლება სკოლის დირექტორის მიერ დამატებით შემოღებული იქნას დროებითი გამკაცრებული წესები, რომელიც ეფუძნება მოსწავლისა და მასწავლებ– ლის თავისუფლებისა და ღირსების პატივისცემას;

21 მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაცია დისციპლინური მონაცემებისაგან განცალ– კევებით უნდა ინახებოდეს;

22) სკოლის დირექციას  უფლება აქვს მოსთხოვოს მოსწავლეს და მასწავლებელს, გაიარონ სამედიცინო შემოწმება დაავადებებზე, ალკოჰოლზე, ნარკოტიკებზე, სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი სამედიცინო შემოწმების გავლის ხელმისაწვდომობა;

23 დაუშვებელია, გარეშე პირმა წარმართოს ან აკონტროლოს მოსწავლეთა გაერთიანება;

24 მოასწავლეს, მშობელს, მასწავლებელს, ასევე მათ გაერთიანებას აქვთ წინასწარი წერილობითი  შეტყობინების საფუძველზე სკოლის ტერიტორიაზე კანონით დადგენილი წესით შეკრების თავისუფლე– ბა, თუ ეს არ არის მიმართული სკოლისა და პიროვნების ღირსების და სახელის შელახვისაკენ, ამასთან სკოლის დირექციას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, დაესწროს მოსწავლეთა, მშობელთა და მასწავლებელთა შეკრებას;

25 გარეშე პირს უფლება აქვს, დაესწროს მოსწავლეთა, მშობელთა, მასწავლებელთა, ასევე მათ გაერ– თიანებათა  შეკრებას მხოლოდ მათი მიწვევითა და სკოლის დირექციის თანხმობით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, რაც დაკავშირებულია სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან.

26 სკოლის დირექცია ვალდებულია უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვისას მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებლებს გონივრულ ვადაში განუმარტოს შეზღუდვის საფუძველი;

27 დაუშვებელია სკოლის ტერიტორიაზე  სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება;

28) საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში, დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხ– ვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისა;

29 დაუშვებელია სკოლაში ძალადობა მოსწავლის ან სხვა ნებისმიერი პირის მიმართ, ფიზიკური ან/და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში სკოლის დირექცია  ვალდებულია, დაუყონებლივ მოახდი– ნოს სათანადო რეაგირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

30 სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებული მოქმედებები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი 17.  სწავლის ქირა, მისი გადახდის ფორმები და შეღავათები

მუხლი.47

  1. სკოლაში მოსწავლეთა სწავლება ფასიანია და წლის განმავლობაში იგი შეადგენს 3000 (სამიათასხუთას) ლარს, თუმცა სწავლის საფასური შეიძლება შეიცვალოს საბაზრო ფასების ცვლილების მიხედვით, მაგრამ არა იმ მოსწავლეთათვის, რომლებიც უკვე ჩარიცხულნი არიან „ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის სკოლა“-ში;
  2. სკოლაში დაწესებული სწავლის საფასურზე გარკვეული შეღავათები უწესდებათ შემდეგ მოსწავლეებს:

ა) სკოლის დაარსების დღიდან სკოლაში ჩარიცხული დღემდე I ხარისხის    წარჩინებული  და ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადების დასკვნით ტურში  გამარჯვებულ მოსწავლეებს, აგრეთვე საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა და ინვალიდთა ოჯახის შვილებს სწავლის საფასური შეიძლება შეუმცირდეთ 50%-მდე ;

ბ) ობოლ (რომელთაც გარდაცვლილი ჰყავთ ორთავე ან ერთ-ერთი მშობელი),  მშობელთა მზრუნველო–ბას მოკლებულ (მათ შორის, მას, რომელიც იზრდება მარტოხელა მშობლებთან) მოსწავლეებს სწავლის საფასური შეიძლება შეუმცირდეთ 30 %-მდე;

გ) ოჯახიდან 2 მოსწავლეს –– თითოეულს 10-დან 20 %-მდე და ოჯახიდან 3 და მეტ მოსწავლეს –– თი–თოეულს 20-დან 30 %-მდე;

დ) თანამშრომელთა შვილებს, ქალაქის სპორტული სკოლებიდან სპორტული სკოლის რეკომენდაციით ჩარიცხულ წარმატებულ სპორტსმენებს –– 20-დან 30 %-მდე;,

ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული ოჯახების, მრავალშვილიანი ოჯახების, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო იძულებით გადაადგილებულის სტატუსის მქონე ოჯახების შვილებს, ინკლუზიური და დისლექსიური განვითარების მქონე მოსწავლეებს 10-დან 40 %-მდე;

3.სწავლის ქირის გადახდასთან დაკავშირებით სხვა სახის შეღავათების დაწესების უფლება ენიჭება ადმინისტრაციას  განსაკუთრებულ სიტუაციაში, პატივსადები გარემოებების არსებობისას, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონისა და სკოლის წესდებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად;

თავი 18 . სკოლის შინაგანაწესის ცვლილების წესი

მუხლი 48.

  1. შინაგანაწესის ან მასში ცალკეული მუხლების ცვლილება ხორციელდება დასაბუთებული აუცილებ–ლობის ან არსებულ კანონმდებლობასთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, შინაგანაწესში შესატან ცვლილებას ამტკიცებს სკოლის დირექტორი;
  2. სკოლის შინაგანაწესი უნდა გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას და ამოქმედდეს დამტკიცებისთანავე.