Search

+

სკოლის ისტორია

ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის სკოლა დაარსდა 2008 წელს და მდებარეობს ეკოლოგიურად სუფთა, მყუდრო ადგილას ოთხსართულიან კერძო შენობაში საირმის გორაზე. სკოლას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ (2023 წლამდე )მინიჭებული აქვს ავტორიზაცია დაწყებით და საბაზო საგანმანათლებლო პროგრამებზე. სკოლის მისიაა –– მოსწავლის ინტელექტუალური პოტენციალის მაქსიმალური განვითარება, მათი კულტურული, სოციალური, პიროვნული, გონებრივი და ფიზიკური განვითარებისთვის ჰარმონიული, ეფექტური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, რათა აღიზარდონ წიგნიერ, შემოქმედებით, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, მიზანდასახულ, კონკურენტუნარიან, კომუნიკაბელურ, კრიტიკულად მოაზროვნე და ეროვნული სულისკვეთებით აღსავსე პატრიოტ მომავალ თაობად; ჩამოუყალიბოს და განუვითაროს მათ დამოუკიდებელი, ლოგიკური, ლიბერალურ–დემოკრატიული, სამოქალაქო–სამართლებრივი და ეროვნული ცნობიერება და აზროვნების უნარი.

სკოლა ითვლის გამოცდილების 10 წელიწადს. ამ ხნის განმავლობაში ჩვენს ძირითად ამოცანას წარმოადგენდა და დღესაც წარმოადგენს  შევქმნათ  პირობები, რომელშიც მოსწავლე შეძლებს გამოავლინოს  საკუთრი შესაძლებლობები, აითვისებს სწავლისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს და გამოავლენს შემეცნებისა და სწავლის ინტერესს, ამისათვის სწავლებას უძღვებიან კვალიფიციური, სერტიფიცირებული პედაგოგები. მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად სკოლა მოსწავლეებს  უზრუნველყოფს ტრანსპორტით და კვებით. სკოლის შენობაში მოსწავლეებისათვის შექმნილია სწავლისა და დასვენებისათვის საჭირო ყველა პირობა: ეზო, სპორტული და საცეკვაო დარბაზი, სასადილო, კომპიუტერული ცენტრი, ბიბლიოთეკა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ლაბორატორია და ა. შ  სწავლება გახანგრძლივებულია  და  მიმდინარეობს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით. .მოსწავლეები შეისწავლიან უცხო ენას, ხატვას, მუსიკას, ცეკვას და ჭადრაკს,რაც შეეხება  საშინაო დავალებებს ამზადებენ ადგილზე პედაგოგის ინდივიდუალური მეთვალყურეობის ქვეშ, ასევე, მათ ემსახურებათ ექიმი და ფსიქოლოგი.

სკოლისათვის, ასევე პრიორიტეტულია კულტურული და სასწავლო-შემეცნებითი პროცესების მიმდინარეობა სასწავლო პროცესში. მოსწავლეები სისტემატიურად და რაც მთავარია წარმატებულად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა ოლიმპიადებში, მათი შედეგები საამაყოა სკოლისათვის, რაც შეეხება კულტურულ ღონისძიებებს  მოსწავლეები აქტიურად სტუმრობენ  ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ მუზეუმებს, თეატრებს, გალერეებს..და სხვა.. მაგალითისათვის მათზე მეტად ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულმა გალერეამ, სადაც  ნახეს ნიკო ფიროსმანის, ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძისა და იაკობ ნიკოლაძის მუდმივმოქმედი გამოფენა. პირველკლასელებისათვის  დაუვიწყარი იყო  ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში თავმოყრილი ბავშვთა ნამუშევრები, რომლებიც  არამხოლოდ საქართველოდან, არამედ თითქმის მთელი მსოფლიოდან არის წარმოდგენილი.. ასევე საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო დღე, როდესაც ესტუმრნენ  საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოს და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს. მოსწავლეებისათვის შტამბეჭდავი აღმოჩნდა გამოჩენილი ადამიანების და მოღვაწეების პირადი თუ საოჯახო ნივთები. ვაჟა-ფშაველას, გალაკტიონ ტაბიძის, აკაკი წერეთლის ხელნაწერები. მუზეუმში არის ფონდი, სადაც ინახება ფილმების ,,ქეთო და კოტე”, ,,ბაში-აჩუკი”, ,,დიდოსტატის მარჯვენა” ოქრომკედითა და ნახევრად ძვირფასი ქვებით მორთული კოსტუმები.  და სხვა..

სკოლისათვის უმთავრესია ხელი შეუწყოს მოსწავლეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში,  შეუქმნას მას სათანადო პირობები თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლების მისაღებად. მისცეს მოსწავლეს ხარისხიანი განათლება და ჩამოაყალიბოს იგი ეროვნულ, დამოუკიდებელ, მცოდნე და მიზანდასახულ პიროვნებად. რაც შეეხება პრიორიტეტს რა თქმა უნდა სკოლისათვის მთავარი პრიორიტეტი არის მოსწავლეებისათვის ხარისხიანი განათლების მიცემა და თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი ცოდნის მინიჭება.