Search

+

სკოლის მისია

ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის სკოლის მისიაა – მოსწავლის ინტელექტუალური პოტენციალის მაქსიმალური განვითარება, მათი კულტურული, სოციალური, პიროვნული, გონებრივი და ფიზიკური განვითარებისთვის ჰარმონიული, ეფექტური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, რათა აღიზარდონ წიგნიერ, შემოქმედებით, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, მიზანდასახულ, კონკურენტუნარიან, კომუნიკაბელურ, კრიტიკულად მოაზროვნე და ეროვნული სულისკვეთებით აღსავსე პატრიოტ მომავალ თაობად; ჩამოუყალიბოს და განუვითაროს მათ დამოუკიდებელი, ლოგიკური, ლიბერალურ–დემოკრატიული, სამოქალაქო–სამართლებრივი და ეროვნული ცნობიერება და  აზროვნების უნარი; გაუღვივოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების პატივისცემა, სამშობლოსა და ოჯახის სიყვარული,  მისცეს მოსწავლეებს თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი ცოდნა შემდეგ საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის სასწავლებლებში.

 

 

მისიის მისაღწევად სკოლა:

  1. ქმნის ეფექტურ, უსაფრთხო და პოზიტიურ სასწავლო გარემოს;
  2. ხელს უწყობს მოსწავლის ფიზიკური, კოგნიტური და სოციალური უნარების განვითარებას;
  3. ზრუნავს პედაგოგების მუდმივ პროფესიულ განვითარებაზე;
  4. სასწავლო პროცესში ნერგავს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას;
  5. მუდმივად ავითარებს და სრულყოფს სასწავლო რესურსებს;
  6. ხელს უწყობს მშობლის აქტიურ ჩართულობას შვილის სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში;
  7. მუდმივად ზრუნავს მოსწავლეთა ინიციატივების წახალისებაზე.