Search

+

სკოლის მისია

ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის სკოლის მისიაა – მოსწავლის ინტელექტუალური პოტენციალის მაქსიმალური განვითარება, მათი კულტურული, სოციალური, პიროვნული, გონებრივი და ფიზიკური განვითარებისთვის ჰარმონიული, ეფექტური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, რათა აღიზარდონ წიგნიერ, შემოქმედებით, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, მიზანდასახულ, კონკურენტუნარიან, კომუნიკაბელურ, კრიტიკულად მოაზროვნე და ეროვნული სულისკვეთებით აღსავსე პატრიოტ მომავალ თაობად; ჩამოუყალიბოს და განუვითაროს მათ დამოუკიდებელი, ლოგიკური, ლიბერალურ–დემოკრატიული, სამოქალაქო–სამართლებრივი და ეროვნული ცნობიერება და  აზროვნების უნარი; გაუღვივოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების პატივისცემა, სამშობლოსა და ოჯახის სიყვარული,  მისცეს მოსწავლეებს თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი ცოდნა შემდეგ საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის სასწავლებლებში.