Search

+
სკოლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე რუბრიკა “მშობლის გვერდი” ამოქმედდება

ფ.გოგიჩაიშვილის სახელობის კერძო სკოლის ინიციატივით, 2019 წლის ხუთი თებერვლიდან სკოლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.pgschool,ge ამოქმედდება რუბრიკა “მშობლის გვერდი”, სადაც საშუალება გექნებათ დისტანციურ რეჟიმში თვალყური ადევნოთ თქვენი შვილის მიმდინარე შეფასებებს.

რუბრიკა “მშობლის გვერდი” ფუნქციონირებისათვის მხოლოდ სახელის და პაროლის გამოყენებას მოითხოვს, რომელიც სკოლის ადმინსტაციის ორგანიზებით, კონფიდენციალურობის დაცვით ინდივიდუალურად გადმოგეცემათ.
გაითვალისწინეთ, რომ ვებ-გვერდის სისტემა გაძლევთ საშუალებას პაროლები ნებისმიერ დროს თქვენი შეხედულებისამებრ შეცვალოთ.

მიგვაჩნია, რომ ზემოთ აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს სკოლის (როგორც ორგანიზაციის) და მშობლის (როგორც ოჯახის) დამატებით მჭიდრო ურთიერთანამშრომლობას და ვფიქრობთ, რომ მოცემული სტანდარტით ერთობლივად შევძლებთ სწორად ავღზარდოთ მომავალი თაობა.

კომენტარები