Search

+

სტრატეგიული განვითარების გეგმა

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის სკოლის

ერთწლიანი და ექვსწლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა

———————————————————–

(20172023 წლები)

სარჩევი

  1. შესავალი. 3
  2. სკოლის მისია. 3

III. ძირითადი პრობლემატიკა. 3

  1. მატერიალურ_ტექნიკური ბაზა. 5
  2. განათლების ხარისხი. 5
  3. აღზრდის სისტემა. 7

VII. საკადრო პოტენციალი. 8

VIII. მოტივაციის ამაღლებისა და წახალისების სისტემა. 9

  1. ინკლუზიური განათლება. 9
  2. სასკოლო გარემო და საზოგადოებასთან ურთიერთობა. 12

 

  1. შესავალი

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის სკოლის სტრატეგიულ გეგმას. გეგმის მიზანია გამოკვეთოს პრიორიტეტები და სტრატეგიული მიმართულებები, რომლითაც სკოლა იხელმძღვანელებს განვითარების პროცესში.

წინასწარ გაწერილი და შემუშავებული განვითარების გეგმა ეხმარება სკოლას თავისი შესაძლებლობების შეფასებაში, პრიორიტეტების განსაზღვრაში.

წარმატების მისაღწევი და წამოჭრილი პრობლემების გადასაჭრელი გზების დაკონკრეტებაში.

ეროვნული სასწავლი გეგმისა და სკოლის მისიის შესაბამისადაა შემუშავებული  სკოლის განვითარების ერთწლიანი და გერძელვადიანი ექვსწლიანი სამუშაო გეგმები, რაც შესაბამისად ითვალისწინებს არსებული მატერიალური რესურსების ეფექტურად გამოყენებას და მათი გაუმჯობესების მექანიზმებს.

  1. სკო­ლის მი­სია

ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის სკოლის მისიაა – მოსწავლის ინტელექტუალური პოტენციალის მაქსიმალური განვითარება, მათი კულტურული, სოციალური, პიროვნული, გონებრივი და ფიზიკური განვითარებისთვის ჰარმონიული, ეფექტური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, რათა აღიზარდონ წიგნიერ, შემოქმედებით, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, მიზანდასახულ, კონკურენტუნარიან, კომუნიკაბელურ, კრიტიკულად მოაზროვნე და ეროვნული სულისკვეთებით აღსავსე პატრიოტ მომავალ თაობად; ჩამოუყალიბოს და განუვითაროს მათ დამოუკიდებელი, ლოგიკური, ლიბერალურ–დემოკრატიული, სამოქალაქო–სამართლებრივი და ეროვნული ცნობიერება და  აზროვნების უნარი; გაუღვივოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების პატივისცემა, სამშობლოსა და ოჯახის სიყვარული,  მისცეს მოსწავლეებს თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი ცოდნა შემდეგ საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის სასწავლებლებში.

ამ მიზნების მისაღწევად სკოლამ შექმნა და ქმნის მართვის, აღზრდის, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის, შეფასებისა და თვითშეფასების თანამედროვე სისტემებს. სკოლის პერმანენტული განვითარების რეჟიმში ფუნქციონირებისთვის ადმინისტრაცია ადგენს და ამტკიცებს  სტრატეგიული განვითარების სასკოლო გეგმას 2017 – 2023 წლებისთვის.

III. ძირითადი პრობლემატიკა

  1. 1. სასკოლო შენობის გაზრდა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება;
  2. 2. ადეკვატური საკადრო პოლიტიკის გატარების აუცილებლობა

სკოლის მისიის შესასრულებლად და პრობლემათა დასაძლევად შემუშავებულია მისი განვითარების სტრატეგიული გეგმა, რომელიც გულისხმობს რამდენიმე, სასკოლო პრაქტიკისათვის არსებით, კონკრეტულ ქმედებათა გააზრებასა და რეალიზებას, რამაც თვისებრივად უნდა გააუმჯობესოს სასწავლო დაწესებულების მართვის სისტემა, მატერიალურ–ტექნიკური ბაზა, გარემო, განათლების ხარისხი, მოსწავლეთა აღზრდის სისტემა, საკადრო პოტენციალი; ხელი შეუწყოს დამატებითი ფინანსების მოზიდვას, აამაღლოს სწავლებისა და სწავლის მოტივაცია, წაახალისოს წარმატება, ინოვაციური ფიქრი და მოქმედება. თითოეული ამ მიმართულებით ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის სკოლის ადმინისტრაცია აყალიბებს კონცეპტუალურ ხედვასა და კონკრეტულ სამოქმედო პროგრამას

(ზუსტად აღნიშნული ვადებითა და შესაბამისი შემსრულებლების მითითებით).

  1. მართვის სისტემა.
  2. 1. ხედვა _ სკოლამ სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზების ფარგლებში ჩამოაყალიბა მართვის ახალი დემოკრატიული სისტემა, რაც გაპირობებულია `ზოგადი განათლების შესახებ~ საქართველოს კანონით. პედაგოგიური საბჭო, მოსწავლეები, ასევე მათი მშობლები იმოქმედებენ ხსენებული კანონის მოთხოვნათა საფუძველზე.

სკოლამ უნდა უზრუნველყოს კანონით განსაზღვრულ ფუნქციათა ზუსტი შესრულება გადაწყვეტილებათა მომზადებისა და მიღების საჯაროობისა და გამჭვირვალობის პირობებში, რასაც უმრავლეს შემთხვევაში თან უნდა ახლდეს თანამშრომლობის, ნდობისა და ურთიერთმომთხოვნელობისა თუ კონტროლის საკმაოდ მაღალი კულტურა. თუმცა, ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით სკოლაში მნიშვნელოვანი აქტივობებია გასატარებელი.

საგანგებო აქცენტირების ღირსია სასკოლო დისციპლინის უპირობო უზრუნველყოფა, რაც ადმინისტრაციისა სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს.

სკოლის დირექტორის სპეციალური ბრძანებით განსაზღვრულია დირექტორის მოადგილის ფუნქციები; დამტკიცებულია: პედსაბჭოს მუშაობის რეგლამენტი, საგნობრივი კათედრის დებულება, სკოლის შინაგანაწესი, პედაგოგის ეთიკური კოდექსი, მოსწავლეთა ქცევის კოდექსი, მასწავლებელთა მორიგეობის განრიგი. პედაგოგებთან გაფორმებულია შრომითი ხელშეკრულებები.

  1. 2. პროგრამა _ უახლოეს მომავალში სკოლა გეგმავს, გადავიდეს სისტემური მართვის პრინციპზე (სრულფასოვნად ამოქმედდება: მოსწავლეთა აღზრდის, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის, დამატებითი განათლების ორგანიზების, საკადრო პოტენციალის პროფესიული განვითარებისა და გეგმაზომიერი განახლებისა და პედაგოგთა თუ მოსწავლეთა წახალისების სისტემები). შემოღებული იქნება მშობელთა პედაგოგიზაციის საათები.

სრულფასოვნად ამოქმედდება მოსწავლეთა ქცევისა და პედაგოგთა ეთიკური კოდექსები. შემუშავდება და მკაცრად იქნება დაცული პედაგოგთა და მშობელთა სასკოლო მორიგეობის დებულება და განრიგი. Yყველა პედაგოგთან გაფორმდება ოთხწლიანი შრომითი ხელშეკრულება. ყველა მოსწავლის მშობელთან ან უფლებამოსილ წარმომადგენელთან გაფორმდება ხელშეკრულება.

სკოლა მოამზადებს და აამოქმედებს თვითშეფასების სისტემას სკოლის ავტორიზაციის წარმატებით გასავლელად;

  1. მატერიალურ_ტექნიკური ბაზა
  2. 1. ხედვა _ სკოლისათვის მნიშვნელოვანია სასწავლო_აღმზრდელობითი პროცესისათვის საჭირო ფართის არსებობა და გონივრული გამოყენება, ექვსწლიან გეგმაში ძირითადი პრიორიტეტია სწავლა-სწავლების მეთოდური სიახლეების დანერგვა და განვითარება, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემაში აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა და მათ დახელოვნებაზე ზრუნვა. სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს და სამომავლოდაც იგეგმება სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ “მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული

განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის” ფარგლებში ორგანიზებულ ტრეინინგებზე დასწრება ამასთან ერთად სკოლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია  ფინანსური რესურსი პედაგოგთა (იმ შემთხვევაში თუ ფასიანია) ტრეინინგებში მონაწილეობისა და  სასერთიფიკაციო გამოცდების მზადებისათვის.  ასევე,  საბაზო საფეხურის დამამთავრებელი კლასის და საშუალო საფეხურის  დამატება, საშუალო საფეხურის საგნობრივ პროგრამებზე მუშაობა,  სასწავლო ინვენტარისა და წიგნადი ფონდის პერიოდული განახლება.  საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის, სრული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფა. ვგეგმავთ  საშუალო საფეხურის მოსწავლეები  უზრუნველვყოთ კვებით და ტრანსპორტით, მსგავსად დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისა. სკოლას სურვილი აქვს სამომავლოდ გაიაროს ავტორიზაცია სამივე საფეხურის პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამებში. ამჟამად მიმდინარეობს სპეციალისტთა მუშაობდაწყებითი და საბაზო საფეხურის პროგრამებზე.

აუცილებელი შენობის ფუნქციური და ესთეტიკური მხარის მუდმივ წესრიგში ყოფნა, ელექტროგაყვანილობის, წყალმომარაგებისა და გათბობის სისტემების მზაობა; ამასთან, არსებითია კომპიუტერული ბაზის გაძლიერება, სასკოლო ინვენტარით სასწავლო დაწესებულების უზრუნველყოფა, ტექნიკური საშუალებების ქონა, სპორტული ბაზის მოწესრიგება. შიდა კოსმეტიკური რემონტი.

ასევე ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობისთვის სახსრების მოძიება და საკუთარი სასწავლო კორპუსის მშენებლობა.

  1. 2. პროგრამა _ უახლოეს პერსპექტივაში აუცილებელია:
  2. სასკოლო ინვენტარის შეძენა საშუალო საფეხურის სწავლებისათვის

ბ) სხვადასხვა  ფონდებსა და ორგანიზაციებში აქტუალური პროექტების წარდგენა

  1. შესრულების ვადა:

2017 – 2023 წლები.

  1. შემსრულებელი:

სკოლის ადმინისტრაცია, შპს – ს დირექტორი და დამფუძნებლები.

  1. განათლების ხარისხი
  1. 1. ხედვა _ სტრატეგიული განვითარების გეგმის შესაბამისად, უკვე გამოიკვეთა განათლების ხარისხის უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სასკოლო სისტემის კონტურები. სტრატეგიული გეგმის ამოცანაა ამ სისტემის საბოლოო ჩამოყალიბება და სრულფასოვანი ამოქმედება. დღეისათვის სკოლაში უკვე არსებობს და მოქმედებს: საგნობრივი კათედრები (ფუნქციონირებენ შესაბამისი დებულების საფუძველზე), პედაგოგთა პროფესიული შეფასების მრავალკომპონენტიანი სარეიტინგო სისტემა, მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების რეიტინგი, მოსწავლეთა ცოდნის შეფასების ათბალიანი შიდასასკოლო სისტემა. სკოლაში დამკვიდრდა: მუდმივი ტესტირებები, შემაჯამებელი სასკოლო ტესტირებები საფეხურების მიხედვით, მოსწავლეთა წახალისების გარკვეული ფორმები. სკოლის მოსწავლეები აქტიურად უნდა ჩაებან, როგორც სასკოლო, ისე მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ კონკურსებში, ოლიმპიადებსა და კონფერენციებში, სადაც სასურველია მიაღწიონ წარმატებებს. საგნობრივი კათედრები სასკოლო სასწავლო გეგმის, სკოლის სპეციფიკის, თუ სამომავლო გეგმებისა და განათლების ხარისხის მოთხოვნათა გათვალისწინებით აირჩევენ ადეკვატურ სახელმძღვანელოებს.
  1. 2. პროგრამა

ა) სკოლაში შეიქმნება განათლების ხარისხის უზრუნველყოფისა და კონტროლის ჯგუფი (შევლენ: ხარისხის მართვის სამსახური და დირექტორის მოადგილე, საგნობრივი კათედრების ხელმძღვანელები), რომლის ფუნქცია იქნება აკადემიური საკითხების გადაწყვეტის ანალიზი და შეფასება, მიღებული შედეგებისა და რეკომენდაციების წარდგენა ადმინისტრაციის ოპერატიულ თათბირებსა და პედაგოგიური საბჭოს სხდომებზე;

ბ) პედაგოგთა მაქსიმალური საგაკვეთილო დატვირთვა განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით.

გ) თითოეული მასწავლებლის შრომისა და მიღწეული აკადემიური შედეგების ობიექტურად შესაფასებლად მოსმენილი და გაანალიზებული იქნება მინიმუმ სამი გაკვეთილი მთელი სასწავლო წლის განმავლობაში;

დ) ყოველი სემესტრის ბოლოს VII-XII (კლასები შეიცვლება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად) ჩატარდება სასკოლო ტესტირებები ადმინისტრაციის მიერ შერჩეულ საგანში ან საგანთა ციკლში; (პერსპექტივაში)

ე) ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, II-III საფეხურის კლასებში სასწავლო წლის ბოლოს შეიძლება დაინიშნოს ნიშნიანი ჩათვლა, რომლის შედეგიც გათვალისწინებული იქნება წლიური ნიშნის გამოყვანისას;

ვ) VII-XI (კლასები შეიცვლება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად) კლასებში ყოველი სასწავლო წლის ბოლოს ინიშნება სასკოლო შემაჯამებელი გამოცდა-შეფასებები ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრულ საგნებსა თუ საგნობრივ ციკლებში;

ზ) საგნობრივი კათედრები ჩაატარებენ სემინარებს, განხილვებს, მეთოდიკური შინაარსის კონფერენციებს პროფესიული კომპეტენციის მუდმივი სრულყოფისათვის და სკოლის პედაგოგთა ერთიანი სახელმწიფო სერტიფიცირებისათვის მოსამზადებლად;

თ) სკოლა უზრუნველყოფს სკოლის II-III საფეხურის მოსწავლეთა მასობრივ ჩართვას, როგორც სასკოლო, ისე უფრო დიდი მასშტაბით ორგანიზებულ ოლიმპიადებში, კონფერენციებსა და კონკურსებში. ამ ღონისძიებებში წარმატება სკოლის ადმინისტრაციის მიერ განხილული და შეფასებული იქნება, როგორც პედაგოგის წარმატებული მუშაობის არსებითი ინდიკატორი;

ი) საგნობრივი კათედრები პერმანენტულად (აქცენტირებულად კი _ ყოველი სემესტრსა და სასწავლო წლის ბოლოს) გაანალიზებენ მოსწავლეთა აკადემიური განვითარების დინამიკას

(პროგრესსა თუ რეგრესს), მიიღებენ შესაბამის პედაგიგურ-მეთოდიკურ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც გააცნობენ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს;

კ) ყოველი სასწავლო წლის ბოლოს სკოლა ატარებს მოსწავლეთა და მშობელთა შერჩევით გამოკითხვას განათლების ხარისხის საზოგადოებრივი შეფასებისთვის;

ლ) საგნობრივი კათედრები სკოლის ფსიქოლოგთან ერთად ამზადებენ მოსწავლეთა აკადემიური და სოციალური უნარების ჩამოყალიბებისა და განვითარების სასკოლო სისტემას, რაც გულისხმობს სკოლის თითოეულ საფეხურზე ცალკეული კათედრების პასუხისმგებლობის მკაფიო გამოხატვას (შესაბამისად გასავითარებელი უნარების ჩამონათვლის განსაზღვრა, საგაკვეთილო და კლასგარეშე აქტივობები, განვითარების დინამიკის ანალიზი და შეფასება, მშობელთა გაცნობიერებული ჩართვა უნარების განვითარების პროცესში, ამ ტიპის პრობლემათა თანამედროვე მეთოდიკური გადაწყვეტების რეალიზება);

მ) მასწავლებელთა და მოსწავლეთა აკადემიური მოტივაციის ასამაღლებლად სკოლა ქმნის მორალური და მატერიალური წახალისების სისტემას და საკუთარი ბიუჯეტიდან გამოყოფს შესაბამის სახსრებს.

  1. 3. შესრულების ვადა _ 2017 – 2023 წელი.
  2. 4. შემსრულებლები _ სკოლის ადმინისტრაცია, საგნობრივი კათედრების ხელმძღვანელები.
  1. აღზრდის სისტემა
  1. 1. ხედვა _ უმნიშვნელოვანესი სარეფორმო დოკუმენტი `ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები” სკოლის წინაშე თვისებრივად ახალი ამოცანების გადაწყვეტის პრობლემას სვამს. ამ ამოცანების გაცნობიერება და გადაწყვეტა შეუძლებელია მოსწავლეთა აღზრდის სასკოლო სისტემის გააზრების, ჩამოყალიბებისა და რეალიზების გარეშე. ამგვარი სისტემა უნდა პასუხობდეს შემდეგ არსებით კითხვებს: რა ძირითადი კომპონენტებისაგან შედგება სისტემა? რა აღმზრდელობითი ამოცანების გადაწყვეტა ხდება სკოლის სხვადასხვა საფეხურზე? რაგვარ აღმზრდელობით ამოცანებს წყვეტენ საგნობრივი კათედრები? რას აკეთებს სკოლა მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ჩამოსაყალიბებლად? როგორ ზრდის სკოლა პატრიოტებს? რაგვარად არის გააზრებული მოსწავლეებში ნებისყოფის, შრომის კულტურის, საჭირო უნარ- ჩვევების (ცოდნის მოძიება, ინდივიდუალური აქტივობა, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება, გუნდური მუშაობა) ჩამოყალიბებისა და განვითარების საკითხი?

ხსენებულ სისტემასთან უშუალოდ არის დაკავშირებული სკოლის სადამრიგებლო პროგრამის მომზადება და რეალიზება, ასევე _ კლასის დამრიგებლების კონკრეტული ფუნქციებისა და მოვალეობების განსაზღვრა.

აღზრდის სასკოლო სისტემა უნდა გულისხმობდეს მოსწავლის დამოუკიდებელი, საზოგადოებრივად მართებული და ჰარმონიული მიმართებების გააზრებას სამყაროსთან, კაცობრიობასთან, სამშობლოსთან, სახელმწიფოსთან, საზოგადოებასთან, ოჯახთან და საკუთარ თავთან. აღზრდის სისტემა არ უნდა მოიცავდეს მხოლოდ თეორიულ მომზადებას და აუცილებლად ქმნიდეს და ამკვიდრებდეს ისეთ სასკოლო გარემოს, რომელშიც მოზარდი პრაქტიკულად იცხოვრებს და იმოქმედებს იმ ღირებულებებისა და პრინციპების თანახმად, რასაც მათ პედაგოგები ასწავლიან. ეს სისტემა, რა თქმა უნდა, გულისხმობს ძალიან მჭიდრო კონტაქტსა და თანამშრომლობას მოსწავლეთა ოჯახებთან. სკოლაში ჩამოყალიბდება და იმოქმედებს: მოსწავლეთა თვითმმართველობა, მოსწავლეთა ქცევის კოდექსი, დისციპლინის აღრიცხვის ელექტროვერსია, სადისციპლინო კომიტეტი, პედაგოგთა მორიგეობის სისტემა, ინდივიდუალური სადამრიგებლო პროგრამები. ამასთან, ეს სისტემები სერიოზულ დახვეწას ითხოვს.

  1. 2. პროგრამა

ა) სკოლაში შეიქმნება აღზრდის მრავალკომპონენტიანი სისტემა;

ბ) მომზადდება სასკოლო სადამრიგებლო პროგრამა საფეხურების შესაბამისად;

გ) სკოლის ყველა მოსწავლეზე კლასის დამრიგებლები და სკოლის ფსიქოლოგები გახსნიან და პერმანენტულად შეავსებენ სპეციალურ ბარათს _ `მოსწავლის ფსიქოლოგიური პორტრეტი”;

დ) მშობელთა პედაგოგიზაციისა და მათი შვილების ინტელექტუალური, ზნეობრივი, ესთეტიკური, ფსიქიკური თუ ფიზიკური აღზრდის პროცესში აქტიურად ჩასართავად

სკოლაში პერიოდულად ჩატარდება სპეციალური სემინარები _ თეორიული ცოდნის გასაღრმავებლად და პრაქტიკული უნარების შესაძენად;

ე) სკოლა აქტიურად იზრუნებს მოსწავლეებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დასამკვიდრებლად;

ვ) ყველა კლასში ჩატარდება ეთიკის გაკვეთილები;

ზ) II და III საფეხურებზე მოსწავლეთა თვითმმართველობების ეგიდით აქტიურად ამოქმედდება `საინტერესო ადამიანებთან შეხვედრების კლუბი” და `დებატების კლუბი”;

თ) ამოქმედდება სპეციალური პროექტი _ `ქველმოქმედთა სკოლა”;

ი) სასკოლო პატრიოტიზმის, ერთიანი კულტურის ჩამოყალიბებისა და განვითარების, ასევე _ თაობათა დიალოგისა და თანამშრომლობის მიზნით ყოველწლიურად ჩატარდება ,,შეხვედრები გამოჩენილ ადამიანებთან’’

კ) სკოლის III საფეხურზე ამოქმედდება ორიგინალური სასკოლო პროექტი _ `გაცნობიერებული მომავალი”;

  1. 3. შესრულების ვადა _ 2017 – 2023 წელი.
  2. 4. შემსრულებლები _ სკოლის ადმინისტრაცია; საგნობრივი კათედრების ხელმძღვანელები, კლასის დამრიგებლები და მოსწავლეები

VII. საკადრო პოტენციალი

  1. ხედვა _ განათლების რეფორმის მიზნებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე ამოცანების გადაწყვეტა წარმოუდგენელი და შეუძლებელია თვისებრივად ახლებურად მომზადებული და პროფესიულად მუდმივად განვითარებადი მასწავლებლის გარეშე. სკოლის ამოცანაა, ერთი მხრივ, იზრუნოს პედაგოგთა კორპუსის ასაკობრივ თუ გენდერულ ბალანსზე (ახალგაზრდა პედაგოგებისა და მამაკაცი მასწავლებლების ნაკლებობის უმწვავესი პრობლემის გათვალისწინებით), ხოლო, მეორე მხრივ, მასწავლებელთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე, რაც, სხვა კომპონენტებთან ერთად, არსებითი წინაპირობაა ორი უმნიშვნელოვანესი მოვლენის _ სკოლების აკრედიტაციისა და პედაგოგთა ერთანი ეროვნული სასერთიფიკაციო გამოცდების _ წარმატებით შესახვედრად.
  1. 2. პროგრამა

ა) უნდა შეიქმნას და დაუყოვნებლივ ამოქმედდეს პედაგოგთა უწყვეტი პროფესიული განვითარების შიდასასკოლო სისტემა (1.პროფესიული დიალოგები; 2) ტრენინგები; 3) სემინარები; 4. სპეციალისტებთან შეხვედრები).

ბ) სკოლამ სპეციალურად უნდა გამოყოს სახსრები პედაგოგთა სხვადასხვა ტიპისა თუ სახის ტრენინგებში მონაწილეობის მისაღებად;

გ) ასევე მნიშვნელოვანია სკოლის პედაგოგთა მონაწილეობა საგნობრივი კათედრების მუშაობაში.

დ) საგანგებო ყურადღება უნდა მიექცეს მთელი სასწავლო წლის განმავლობაში პროფესიული მომთხოვნელობის ამაღლების, სწავლებისა და აღზრდის ხარისხის უწყვეტ ცონტროლს სკოლის ადმინისტრაციისა და საგნობრივი კათედრების ხელმძღვანელთა მხრიდან.

ე) უმთავრეს მოთხოვნად უნდა იქცეს მაღალი კვალიფიკაციისა და პირადი პასუხისმგებლობის მქონე პედაგოგებით სკოლის დაკომპლექტება, ასევე გუნდური მუშაობის პრონციპებისა და მეთოდოლოგიის დანერგვა.

  1. 3. შესრულების ვადა

(2017 – 2023) პერმანენტულად;

  1. 4. შემსრულებლები _ სკოლის ადმინისტრაცია, საგნობრივი კათედრის ხელმძღვანელები,

VIII. მოტივაციის ამაღლებისა და წახალისების სისტემა

  1. 1. ხედვა _ მოსწავლეთა და პედაგოგთა, ასევე მმართველი გუნდის (ადმინისტრაციის) სათანადო მოტივაციისა და წახალისების გარეშე შეუძლებელია წარმატებაზე ფიქრი. ამგვარი მოტივაციის არსებობა ხელს უწყობს სიახლეთა ძიებას, აღქმისა და დანერგვის, პასუხისმგებლობის გაზრდას, მკაფიოდ ჩამოყალიბებულ ფუნქციათა ხარისხიანად შესრულებას. ჩამოყალიბდა და ამოქმედდა პედაგოგთა შრომის შეფასების ორიგინალური ობიექტური სისტემა; შემუშავდა ადმინისტრაციის მუშაობის შემფასებელი სპეციალური კითხვარი (პედაგოგების, მოსწავლეებისა და მშობლებისათვის); სკოლის შინაგანაწესით განისზღვრა, როგორც მასწავლებელთა, ისე მოსწავლეთა მორალური და მატერიალური წახალისების ფორმები.
  2. 2. პროგრამა

ა) წელიწადში ორჯერ (საშობაო არდადეგების წინ და სასწავლო წლის ბოლოს) საუკეთესო მოსწავლეთა მშობლებს გაეგზავნებათ მადლობის ბარათი.

ბ) სკოლა თავისი პედაგოგებისა და მოსწავლეებისათვის გამოაცხადებს სპეციალურ კონკურსს ინოვაციური პროექტების შესაქმნელად და განსახორციელებლად, რისთვისაც საკუთარი ბიუჯეტიდან გამოყოფს ფულად პრემიას.

გ) მორალური წახალისების მიზნით სკოლის გამორჩეულ პედაგოგებსა და მოსწავლეებს გადაეცემათ სპეციალური სიგელები, ასევე ბრძანებით გამოეცხადებათ მადლობა.

3.შესრულების ვადა:

ა) ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში;

ბ) ყოველი სასწავლო წლის ბოლოს;

გ) პერიოდულად.

  1. 4. შემსრულებლები _ სკოლის ადმინისტრაცია, საგნობრივი კათედრების ხელმძღვანელები.
  1. ინკლუზიური განათლება

ინკლუზიური განათლება–არის მიდგომა, რომელიც ცდილობს ყველა სკოლის ასაკის ბავშვის ჩართვას სასწავლო პროცესში, მიუხედავად მისი შესაძლებლობებისა და სირთულისა.

ინკლუზიური განათლება აღიარებს განსხვავებულობას მოსწავლეთა სწავლის პროცესში.

ინკლუზიური განათლების პირობებში ყველა მოსწავლეს ეძლევა შესაძლებლობა საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზების.

ინკლუზიური განათლების ძირითადი ღირებულებები და დებულებები

ა) ყველას  აქვს უფლება იყოს საზოგადოების წევრი და ჰქონდეს მიკუთვნებულობის განცდა.

ბ) აუცილებელია, განსხვავებულობის შემთხვევაშიც კი  თანაბარი თანამონაწილეობისა   და სოციალური ურთიერთობის ხელშეწყობა და წახალისება.

გ) საჭიროა განსხვავებულობის აღიარება  და პატივისცემა, რომელიც არ გულისხმობს გარიყვასა და იზოლაციას.

დ) მნიშვნელოვანია ურთიერთობისას: თანამშრომლობა, მეგობრობა და არა შეჯიბრი.

ე) ყურადღება მახვილდება ადამიანის ძლიერ მხარეებზე და არა დეფიციტზე.

ვ) ყველა ბავშვს აქვს განათლების უფლება  და მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა  მოიპოვოს და შეინარჩუნოს სწავლის მისაღები დონე.

ზ) ყველა ბავშვს აქვს უფლება ისწავლოს თავისი თანატოლების გვერდით.

თ) სკოლამ უნდა მოახდინოს ბავშვის ფიზიკური, ინტელექტუალური, ლინგვისტური თვისებების გამოვლენა.

ი) სასწავლო გეგმა და პროგრამა უნდა მოვარგოთ მოსწავლის ინდივიდუალურ შესაძლებლობებს,  უნარებს, ინტერესებსა და საჭიროებებს.

ინკლუზიური განათლების მიზანი

ა) ყველა ბავშვს,  განსხვავებულობის მიუხედავად,  მისცეს თანაბარი შესაძლებლობა, თანატოლებთან ერთად : სწავლის, ხარისხიანი განათლების მიღების, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში ჩართვის და მომავალში შრომითი საქმიანობის კუთხით მომზადების.

ბ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლემ თავი იგრძნოს ზკოლისა და საზოგადოების სრულუფლებიან წევრად.

გ) სკოლამ შეუქმნას ასეთ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს კეთილგანწყობილი გარემო.

დ) ხელი შეუწყოს ამ ბავშვთა ინტეგრაციას საზოგადოებაში.

ე) გააძლიეროს და განავითაროს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლiს შესაძლებლობები.

ვ)გააუმჯობესოს მოსწავლის აკადემიური და სოციალური უნარ–ჩვევები.

z)მოამზადოს მოსწავლე დამოუკიდებელი ცხოვრების და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებისათვის

ინკლუზიური განათლების დაგეგმვა დაკავშირებულია;

ა) სპეციალური საგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლასთან.

ბ) პედაგოგების როლის განსაზღვრასთან.

გ) შეფასების სწავლის მეთოდიკის, კლასის მართვის პრინციპთან.

დ)ინკლუზიური განათლების დანერგვასა და განხორციელებასთან.

ინკლუზიური განათლების სკოლაში დანერგვის აზრი

სკოლის გარემოს, კლასის სივრცის  და სასწავლო პროცესის ისეთი ცვლილება, რაც მისცემს სსსმ მოსწავლეს საშუალებას, მთლიანად და აქტიურად ჩაერთოს kკლასის, სკოლის ცხოვრებაში საკუთარი შესაძლებლობების პირობებში.

ის არ გულისხმობს სსსმ მოსწავლის გაკვეთილებზე რამდენიმე საათით განთავსებას და მექანიკურ დასწრებას გაკვეთილებზე ზოგადსაგანმანათლებლო კლასში.

სკოლამ უნდა მისცეს პედაგოგებს უწყვეტი პროფესიული განათლება და მომზადება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა დასახმარებლად.

სკოლას უნდა ჰყავდეს მოტივირებული პედაგოგები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მშობელთა ჩართვას და თანამონაწილეობას მათი შვილების სწავლის პროცესში.

სკოლამ უნდა უზრუნველყოს მისაწვდომი ფიზიკური გარემოს შექმნა და შესაბამისი ტექნოლოგიებით აღჭურვა ( კომუნიკაციისთვის, მობილობისთვის ).

უნდა შეძლოს სწავლის და შესაბამისი სტრატეგიით უზრუნველყოფა და უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის  განსხვავებული შესაძლებლობები. ჰყავდეს სკოლაში კვალიფიციური სპეციალისტები.

ინკლუზიური განათლების დანერგვა, სკოლისგან გარკვეულ მოთხოვნებსა და ძირეულ ცვლილებებს მოითხოვს

ეს ცვლილება ეხება:

> კლასის ორგანიზაციას

> სკოლის მენეჯმენტს

> მასწავლებლების კომპეტენციებს

> mმოსწავლეებს

> მოსწავლეთა მშობლებს

ადმინისტრაცია სკოლას უზრუნველყოფს  მულტიდისციპლინური გუნდით, რომელშიც შედიან სხვადასხვა სპეციალისტები

> ფსიქოლოგი

> სპეც. პედაგოგი

> მეტყველების თერაპევტი

>Eექიმი

>  სოც. მუშაკი და სხვა

ეს გუნდი თანამშრომლობს სპეც. საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის კლასის დამრიგებელთან, საგნის პედაგოგებთან, მშობლებთან, რადგან ერთობლივად იზრუნონ სპეც. საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის სასწავლო გარემოს მორგებასა და გეგმის მოდიფიცირებაზე. ( ადაპტაცია, აკომოდაცია ) საჭიროების მიხედვით ასეთ გუნდურ თანამშრომლობას–კოლაბორაციულ მოდელს–უ წოდ ებენ.

ინკლუზიური განატლების მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების  განსაზღვრა და თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალური მიდგომა.

პეციალური საგანმანათლებლო საჭიროება გულისხმობს სწავლის სირთულეებს ან შეზღუდულ შესაძლებლობას სწავლის პროცესში, რომელსაც აწყდება მოსწავლე და ვერ დაძლევს სპეციალური დახმარების გარეშე.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე – არის მოსწავლე, რომელსაც პრობლემები (სირთულეები) ექმნება სწავლების პროცესში, რომლის დამოუკიდებლად გაგება და შესრულება არ შეუძლია და საჭიროებს სპეციალურ დახმარებას.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების  სტატუსის მქონე ბავშვებში გამოყოფენ ძირითად კატეგორიებს

> ლინგვისტური, ეთნიკური

> სოციალურად ხელმიშვებული, ქუჩის

> რელიგიური და კულტურული უმცირესობები და სხვა.

> აგრეთვე განვითარების დარღვევის მქონე ადამიანები:

Aა) გონებრივი განვითარების დ  არ ღ ვევა,

ბ) მეტყველების განვითარების დარღვევა,

გ) მხედველობისა დ ა სმენის დ არ ღ ვევა;

დ ) ორთოპედული დაზიანებით, ბავშვთა ცერემბრალური დამბლით

დ ა აუტიზმით;

ე) დაუნის სინდრომით;

ვ) სწავლის უნარის სპეციფიური დარღვევით, დასწავლის უნარის დარღვევით;

ზ ) ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებით, ეპილეფსია და სხვა;

თ) ემოციური და ქცევითი დარღვევით, ყურადღების დეფიციტისა და  ჰიპერაქტივობის სინდრომით;

საზოგადოების დამოკიდებულებაში გამოკვეთილი ძირითადი ნეგატიური მიდგომები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ადამიანთა მიმართ:

ა) შიში;

ბ) დადამეტებული თანაგრძნობა და შეცოდება;

გ) თავის არიდება მათთან კონტაქტის;

დ) არაკეთილგანწყობა;

ე) გადამეტებული მზრუნველობა;

ვ) მატი რეალური, შინაგანი უნარების არასწორი ხედვა და შეფასება..

 

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები სწავლობენ მათთვის შედგენილი ინდივიდუალური სასწავლო გეგმით, რომელიც განსაზღვრავს მათ ძლიერ და სუსტ მხარეებს მულტიდისციპლინური გუნდის, პედაგოგთა, მშობელთა დაკვირვების, შეფასებისა და მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე.

  1. სასკოლო გარემო და საზოგადოებასთან ურთიერთობა
  1. ხედვა

წარმატებულად ის სკოლა შეიძლება ჩაითვალოს, რომელიცGგონივრულად იყენებს თავის ფართს და საკუთარი მოსწავლეებისათვის ქმნის ყველა პირობას აკადემიური, სახელოვნებო, კულტურული თუ სპორტული ინტერესების დასაკმაყოფილებლად. სკოლა მთელი დღის განმავლობაში უნდა ფუნქციონირებდეს. ჩამოყალიბდა ქორეოგრაფიული, ჩოგბურთისა და ცურვის წრეები.

ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან ურთიერთობის სისტემის ჩამოყალიბება _ ამ მიმართულებით სკოლამ უკვე გადადგა სერიოზული ნაბიჯები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი.

  1. პროგრამა

ა) ინტერესთა კლუბების აქტიური ამოქმედება;

ბ) სკოლის ვებ-გვერდის დასრულება და განთავსება;

გ) სკოლის პრინციპებისა და ცხოვრების ამსახველი ბუკლეტის გამოცემა;

დ) სკოლის ყოველწლიური გაზეთის გამოცემა;

ე) თემთან ურთიერთობის ახალი ფორმების მოძიება და მასთან თანამშრომლობის განმტკიცება.

  1. 3. შესრულების ვადები

 პერმანენტულად.

  1. 4. შემსრულებლები _ საგნობრივი კათედრის ხელმძღვანელები, პედაგოგები,

მოსწავლეები.

შენიშვნა _ სკოლის განვითარების გეგმა მტკიცდება დირექტორის მიერ

და სკოლის ბიუჯეტის ფორმირებისას პრიორიტეტების განსაზღვრის

ყველაზე არსებითი წინაპირობაა.A

  1. სასკოლო საზოგადოების აზრის გამოკითხვა

სასკოლო საზოგადოების აზრის გასაგებად კითხვარი ითვალისწინებს მოსწავლეთა, მასწავლებელთა, მშობელთა და თემის სურვილებს, მათ შეფასებებს სკოლაში მიმდინარე პროცესების შესახებ; ამავე დროს გათვალიწინებულია კითხვარის სანდოობა და ანონიმურობა.