Search

+
სტუმრად ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში

პირველკლასელები დამრიგებელთან და ხელოვნების პედაგოგთან ერთად ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეას ეწვივნენ, რომელიც 1968 წელს დაარსდა. გალერეაში თავმოყრილია ბავშვთა ნამუშევრები არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ თითქმის მთელი მსოფლიოდან. აქ ბავშვთა ნახატები და ნაკეთობები განიხილება, როგორც ხელოვნების ნიმუშები. მისი მიზანია ბავშვთა ჰარმონიული აღზრდა და ჩამოყალიბება.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს გალერეა, ყურადღებით მოისმინეს გიდის მიერ მონათხრობი და გარკვეული დრო გაატარეს პრაქტიკული სამუშაოს შესასრულებლად. ბავშვებმა დახატეს ნახატები მათთვის საინტერესო თემაზე და დადებითი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ სკოლაში.

 

 

 

კომენტარები