Search

+
სტუმრად საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოს და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში

მეხუთე-მეექვსე კლასის მოსწავლეებისათვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა დღე, როდესაც ვეწვიეთ საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოს და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს. მათ ბევრი ახალი ინფორმაცია მიიღეს ამ შესანიშნავი ისტორიული შენობის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ორი ულამაზესი ადამიანის-პრინც კონსტანტინე ოლდენბურგისა და აგრაფინა ჯაფარიძე-დადიანის სიყვარულის ისტორიასთან. ნაგებობა მე-19 საუკუნეს ეკუთვნის. მოსწავლეებისათვის შტამბეჭდავი აღმოჩნდა გამოჩენილი ადამიანების და მოღვაწეების პირადი თუ საოჯახო ნივთები. ვაჟა-ფშაველას, გალაკტიონ ტაბიძის, აკაკი წერეთლის ხელნაწერები. მუზეუმში არის ფონდი, სადაც ინახება ფილმების ,,ქეთო და კოტე”, ,,ბაში-აჩუკი”, ,,დიდოსტატის მარჯვენა” ოქრომკედითა და ნახევრად ძვირფასი ქვებით მორთული კოსტუმები. მოსწავლეები გულისყურით უსმენდნენ გიდს, რომელმაც საოცარი მეგზურობა გაგვიწია ამ ზღაპრულ სამყაროში. მათ თვალწინ მე-19 საუკუნის საქართველო აისახა…

 

 

კომენტარები