Search

+

წესდება

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სარჩევი

თავი I. ზოგადი დებულებები. 3

მუხლი 1. kerZo სკოლის სტატუსი. 3

მუხლი 2.   ძირითადი მიზნები და ამოცანები. 4

მუხლი 3 სკოლის მისია. 4

თავი II. სკოლის სტრუქტურა და მართვა. 5

მუხლი 4. სკოლის სტრუქტურა. 5

მუხლი 5. სკოლის მართვა. 5

მუხლი  6. სკოლის დირექტორი და ” შპს” დირექტორი. 5

  1. სკოლის დირექტორი: 5
  2. შპს – ს დირექტორი: 6

მუხლი  7. სკოლის დირექცია. 7

  1. სკოლის დირექტორის მოადგილე  აღმზრდელობით დარგში: 7
  2. სკოლის ხარისხის მართვის სამსახურის მენეჯერი: 7
  3. სკოლის სამეურნეო-მომარაგების მენეჯერი: 7
  4. სკოლის ბუღალტერია. 8
  5. სკოლის საქმეთამმართველი: 8
  6. სკოლის ბიბლიოთეკა. 8
  7. ტექნიკური პერსონალი. 9

ბ) ფსიქოლოგი, 9

გ) მზარეული, 9

დ) დამლაგებელი, 9

  1. IT სპეციალისტი: 9

მუხლი  8.  სკოლის პედაგოგიური საბჭო.. 10

  1. 8. პედაგოგიური საბჭოს ფუნქციები: 10

მუხლი  9.   სკოლის საგნობრივი კათედრები. 10

  1. 5. კათედრის თავმჯდომარე: 11

მუხლი  10.  სკოლის პედაგოგი. 12

მუხლი 11. სასწავლო პროცესი. 13

მუხლი 12. მასწავლებელთა, მშობელთა და მოსწავლეთა უფლებები და თავისუფლებები. 14

მუხლი 13. მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ მშობლის ინფორმირების წესი. 15

თავი III. დისციპლინა და საჩივრის განხილვის წესი. 16

მუხლი 14. სკოლის უსაფრთხოება. 16

მუხლი 15.   დისციპლინური დევნა. 17

მუხლი 16.   მასწავლებელთა, მშობელთა და მოსწავლეთა საჩივრის განხილვა. 17

თავი IV. სკოლის ქონება და საფინანსო ეკონომიური საქმიანობა. 18

მუხლი 17. სკოლის ქონება. 18

მუხლი 18. საფინანსო ეკონომიური საქმიანობა. 18

მუხლი 19. სკოლის დაფინანსების წყარო.. 18

მუხლი 20. სახელმწიფო კონტროლი. 18

მუხლი 21.  სკოლის წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი. 19

მუხლი 22.  სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია. 19

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. კერძო სკოლის სტატუსი

1. ზოგადსაგანმანათლებლო კერძო დაწესებულება, „ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის სკოლა“ (შემდგომში „სკოლა“) დაფუძნებულია შპს “ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის თბი-ლისის იურიდიულ-ეკონომიკური ინსტიტუტის” (შემდგომში „შპს“) წესდების (მუხ:2.1; 5.1; 7.2.ბ; 7.2.დ), „შპს-ს“ დირექტორის ბრძანების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიისა (#0831093; 05.06.2008) და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების (#516; 05.06.2008) საფუძველზე;

  1. 2. სკოლა თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, `ზოგადი განათლე–ბის შესახებ~ საქართველოს კანონის,  ეროვნული სასწავლო გეგმის, სკოლის  შინაგანაწესის, ამ წესდებისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე;
  2. სკოლა იქმნება შპს “ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის თბილისის იურიდიულ-ეკონ-ომიკური ინსტიტუტის” ქონების საფუძველზე და მის კონტროლს ახორციელებს „შპს“   კანონმდებლობით დადგენილი წესითა და „შპს-ს“ წესდების შესაბამისად;
  3. სკოლა დასახულ მიზნებსა და ამოცანების განსახორციელებლად, თავისი უფლებაუნარიანობის ფარგლებში, დებს გარიგებებს, იღებს ვალდებულებებს, გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ;
  4. „შპს-ს“ დირექტორის ბრძანების საფუძველზე სკოლა იყენებს „შპს-ს“ ბალანსს, საბანკო ანგარიშებს, ლოგოსა და კერძო სამართლის იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკას;
  5. სკოლის ურთიერთობები მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან რეგულირდება ხელშეკრულე–

ბით, სკოლის შინაგანაწესითა და ამ წესდებით;

  1. შპს დირექტორი უფლებამოსილია ,,ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის სკოლის” მისიის, მიზნების და ამოცანების განსახორციელებლად დადოს გარიგებები, ხელი მოაწეროს ყველა ტიპის ხელშეკრულებებს და დოკუმენტებს, როგორც შპს “ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის თბი-ლისის იურიდიულ-ეკონომიკური ინსტიტუტის” ან ,,ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის სკოლის” დირექტორმა.
  2. სკოლაში დაუშვებელია პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და რე– ლიგიური მოძრაობების და ორგანიზაციების სტრუქტურების შექმნა და მოღვაწეობა;
  3. სკოლის შიდა ორგანიზაციული საკითხები რეგულირდება სკოლის შინაგანაწესითა და ამ წესდებით;
  4. სკოლის მისამართია: ქ. თბილისი, საირმის გორა. #32.

ტელეფონი: 2 39 82 42,  599551637,  555 282817;

ელ–ფოსტა:   p-gogichaishvili@mail.ru ; www.pgschool.ge

მუხლი 2.   ძირითადი მიზნები და ამოცანები

  1. დაწყებითი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად სკოლის ძირითად მიზნებს წარმოადგენს:

ა) ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნე– ბის ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა;

ბ) მოზარდის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, ზოგადსაგანმანათლებლო საბაზო საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად აუცილებელი  ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, მოსწავლეთა ეროვნულ-ტრადიციულ და  ლი-ბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, მოსწავლის მიერ ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელშეწყობა;

გ) მოსწავლეთა ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ინტელექტუალური უსაფრთხოების უზრუნ– ველყოფა;

დ)  ხელსაყრელი გარემოს შექმნა, მათი თვითრეალიზაციისა და თვითგამორკვევისთვის.

  1. ძირითადი მიზნების მისაღწევად სკოლა უფლებამოსილია განახორციელოს შემდეგი ამოცანები:

ა)  სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამებისა და სტანდარტების გათვალისწინებით დამოუ– კიდებლად შეიმუშაოს, მიიღოს და განახორციელოს სკოლის საგანმანათლებლო პროგრამა;

ბ) ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე დამოუკიდებლად შეიმუშაოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, სასწავლო რეჟიმი და საგაკვეთილო ცხრილი;

გ) სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამებისა და სტანდარტების გათვალისწინებით აირჩიოს სწავლა-აღზრდის საშუალებები, მეთოდები, სახელმძღვანელოები და თვალსაჩინოებები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  გრიფი;

დ)  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად  შეიმუშაოს მოსწავლეთა შეფასების სისტემა;

ე)  განახორციელოს დამატებითი საგანმანათლებლო და სახელმწიფო პროგრამები და გასწიოს დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება;

ვ)  მოიზიდოს დამატებითი საფინანსო წყაროები ფიზიკური და იურიდიული პირების, მათ შორის თვით შრომითი კოლექტივის წევრებისაგან, ურთიერთხელსაყრელი პირობებით. აგრეთვე მიიღოს შემოწირულობები, მათ შორის უცხო ქვეყნების ორგანიზაციებისა თუ მოქალაქეებისგან;

ზ)  დაამყაროს პირდაპირი კავშირები უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

თ) შექმნას სკოლის ფილიალები, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ამასთან სკო–ლა პასუხს არ აგებს ფილიალების დამოუკიდებელ  ქმედებასა ან/და ფინანსურ საქმიანობაზე;

ი) განახორციელოს სხვა, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით, ნებადართული საქმიანობა.

მუხლი 3 სკოლის მისია

სკოლის მისია იქმნება სკოლის ადმინისტრაციის და პედეგოგების მონაწილეობით, განიხილება პედაგოგიურ საბჭოზე და მტკიცდება სკოლის დირექტორის მიერ.

თავი II. სკოლის სტრუქტურა და მართვა

მუხლი 4. სკოლის სტრუქტურა

  1. სკოლის სტრუქტურა მოიცავს: სკოლის დირექტორს, დირექციას, პედაგოგიურ საბჭოს, საგ–ნობრივ კათედრებს  და ტექნიკურ პერსონალს;
  2. სკოლას უფლება აქვს შექმნას დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულები;

მუხლი 5. სკოლის მართვა

  1. სკოლის მართვა ხორციელდება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, სკოლის წესდებით, შინაგანაწესითა და სხვა მოქმედი კანონმდებლობით;
  2. შრომით კოლექტივს წარმოადგენს სკოლის ყველა მუშაკი, რომელთა უფლებამოსილებანი განისაზღვრება სკოლის შინაგანაწესით, ამ წესდებით და სხვა მოქმედი კანონმდებლობით;
  1. სკოლის მართვის ორგანოებია:

ა)  სკოლის დირექტორი და ”შპს” დირექტორი;

ბ)   დირექცია;

გ)   პედაგოგიურ საბჭო;

  1. სკოლის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს „შპს-ს“  დირექტორი ბრძანების საფუძველზე;
  2. სკოლის დირექტორი დანიშვნიდან ორი კვირის ვადაში ნიშნავს დირექტორის მოადგილეებსა და საქმეთამმართველს;
  3. „შპს-ს“ ახალი დირექტორის დანიშვნა იწვევს სკოლის დირექტორისა და დირექციის  უფ-ლებამოსილების შეწყვეტას, ხოლო სკოლის ახალი დირექტორის დანიშვნა იწვევს სკოლის დირექციის უფლებამოსილების შეწყვეტას.

 მუხლი  6. სკოლის დირექტორი და ” შპს” დირექტორი

1. სკოლის დირექტორი:

  1. საქართველოს კონსტიტუციის, “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის, დირექტორის ეთიკის კოდექსის, სკოლის წესდების, შინაგანაწესის, ხელშეკრულებისა და სხვა მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე აკომპლექტებს სკოლის შრომით კოლექტივსა და ახორციელებს სკოლის მართვას;
  2. წარმოადგენს სკოლას მესამე პირებთან ურთიერთობებში;
  3. „შპს-ს“ დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს სკოლის ბიუჯეტს;
  4. ხელმძღვანელობს დირექციასა და პედაგოგიურ საბჭოს;
  5. კონტროლს უწევს სკოლის სასწავლო-აღმზრდელობით პროცესს;
  6. ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს და ანაწილებს მოვალეობებს დირექციაში;
  7. კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი წესით დებს გარიგებებსა და ხელ–შეკრულებებს სკოლის სახელით შპს დირექტორის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებსი;
  8. ათანხმებს შპს დირექტორთან და შეთანხმების შემდგომ ამტკიცებს სკოლის საშტატო განრიგს. 9. კანონმდებლობის, ამ წესდებისა და სკოლის შინაგა–ნაწესის საფუძვლებზე წყვეტს დაწესებულების ადმინისტრაციის, პედაგოგების და სხვა შრომითი კოლექტივის წევრების თანამდებობებზე დანიშვნა-განთავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის განსაზღვრის საკითხებს;
  9. ამტკიცებს სკოლის პედაგოგიური საბჭოს მიერ მიღებულ სასკოლო სასწავლო გეგმასა და სხვა გადაწყვეტილებებს;
  10. უზრუნველყოფს სკოლის პედაგოგებთან, დირექციის წევრებთან და ტექნიკურ პერსონალთან ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას;
  11. უფლებამოსილია ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება მასწავლებელთან ხელშეკრულების პირობების, მასწავლებლის ეთიკის კოდექსისა და სკოლის შინაგანაწესის დარღვევის ან კანონმ–დებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურებისას;
  12. ყოველი სასწავლო წლის დასაწყისიდან და სემესტრების დამთავრებამდე ერთი კვირით ად–რე  აბარებს ანგარიშს „შპს-ს“ დირექტორს სასწავლო პროცესის შესახებ;
  13. ამტკიცებს სკოლის საათობრივ დატვირთვას;
  14. განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს;
  15. პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებითა და „შპს-ს“ დირექტორთან შეთანხმებით ნიშნავს და გასცემს პრემიებს, ჯილდოებსა ან/და ფინანსურ დახმარებებს შრომითი კოლექტივის ცალკეულ წევრებსა და წარჩინებულ მოსწავლეებზე;
  16. ამყარებს კავშირს სხვა საგანმანათლებლო, მათ შორის უცხო ქვეყნების, დაწესებულებებთან;
  17. გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;
  18. ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას.
  19. სკოლის დირექტორი პერსონალურად აგებს პასუხს:

ა)   ეროვნული სასწავლო გეგმის, განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების, ამ

წესდებისა და სკოლის შინაგანაწესის  შესრულებასა და სააღმზრდელო   პროცესზე;

ბ) სკოლის საკუთრებაში არსებული ქონებისა და ფინანსების მიზნობრივ და სწორ ხარჯვა– ზე, სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა პატრონობასა და რაციონალურად გამოყე–

ნებაზე;

გ) სკოლაში სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში   მასწავლებლებისა და მოსწავლეე– ბისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.

  1. სკოლის დირექტორი უფლებამოსილია გადადგეს თანამდებობიდან წერილობითი განცხა– დების საფუძველზე, განცხადება უნდა წარედგინოს „შპს-ს“ დირექტორს, სკოლის დირექტორი თანამდებობიდან განთავისუფლდება „შპს-ს“ დირექტორის მიერ შესაბამისი ბრძანების გამო–ცემის დღიდან;
  2. სკოლის დირექტორის არყოფნის, მის მიერ თავისი უფლებამოსილების შესრულების შეუძ– ლებლობის ან თანამდებობიდან განთავისუფლების შემთხვევაში მის უფლებამოსილებას დროე–ბით ასრულებს მისი მოადგილე.

2. შპს – ს დირექტორი:

  1. ამტკიცებს სკოლის წესდებას, საქმისწარმოების წესებს და ბიუჯეტს;
  2. პასუხისმგებელია სკოლის ფინანსურ მახრეზე და კონტროლს უწევს ფინანსების სწორ ხარჯვას;
  3. შპს – დირექტორი უფლებამოსილია გააუქმოს სკოლის დირექტორის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები და გამოსცეს ახალი სამართლებრივი აქტი;
  4. შპს – ს დირექტორი როგორც ”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით და შპს- ს წესდებით უფლებამოსილი პირი ამ წესდებით განსაზღვრული უფლებამოსილების დელეგირების მიუხედავად არ არის შეზღუდული მართოს სკოლა;

მუხლი  7. სკოლის დირექცია

  1. სკოლის დირექცია შედგება სკოლის დირექტორის მოადგილის, ხარისხის მართვისა და სამეურნეო-მომარაგების სამსახურების, ბუღალტრის, საქმეთამმართველისაგან.
  2. სკოლის დირექციის უფლებამოსილებანი:

ა) სკოლის დირექცია ამზადებს დირექტორის გადაწყვეტილებათა პროექტებს, უზრუნველყოფს სკოლის საქმის წარმოებას, ზედამხედველობს სკოლის წესდების, შინაგანაწესისა და დი–რექტორის გადაწყვეტილებების შესრულებას;

ბ)  სკოლის დირექტორის დავალებით შეიმუშავებს და დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს  სკოლის  სასწავლო აღმზრდელობით და სამეურნეო-საფინანსო საქმიანობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებების პროექტებს;

გ) მოქმედი კანონმდებლობის, სკოლის წესდებისა და შინაგანაწესის შესაბამისად წარმართავს საქმის წარმოებასა და ბუღალტერიას;

დ) ახორციელებს სკოლის წესდებით და დირექტორის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლება–მოსილებებს.

3.  სკოლის დირექტორის  მოადგილე  აღმზრდელობით დარგში:

ა)  წარმართავს  სკოლის აღმზრდელობით პროცესს;

ბ ხელმძღვანელობს და დახმარებას უწევს სკოლის კლასების დამრიგებლებს აღმზრდელობითი საქ-მიანობის განხორციელებაში;

გ) კონტროლს უწევს სკოლაში პედაგოგებისა და მოსწავლეების მიერ შესაბამისად მასწავლებლის პრო-ფესიული ქცევის და მოსწავლეთა ქცევის კოდექსების შესრულებას;

დ) ხელმძღვანელობს და კონტროლს უწევს სკოლაში და სკოლის გარეთ განსახორციელებელ (გან-ხორციელებულ) ღონისძიებებს.

4.  სკოლის ხარისხის მართვის სამსახურის მენეჯერი:

ა)  ეხმარება და კონტროლს უწევს  პედაგოგებს:

1)  სკოლაში სასწავლო პროცესის განხორციელებაში;

2)  სილაბუსების სწორად და დროულად შედგენაში;

3)  პორთფოლიოს შექმნაში;

4)  ტრენინგებისა და სერთიფიცირების დროულად გავლაში;

ბ) პედაგოგიური საბჭოსა და დირექტორის თანხმობით სკოლაში ახორციელებს საგანმანათ-ლებლო ინოვაციების დროულად დანერგვას;

გ)  მონაწილეობს სკოლის სასწავლო გეგმის შექმნაში და კონტროლს უწევს მის შესაბამისობას ეროვნულ სასწავლო გეგმასთან;

დ)   ხელს უწყობს და კონტროლს უწევს სკოლაში სწავლების ხარისხის ამაღლებას;

ე) კათედრის თავმჯდომარესთან ერთად აზუსტებს და განსაზღვრავს საათობრივ დატვირთვას, რის შემდეგაც წარუდგენს პედაგოგიურ საბჭოს განსახილველად;

6.  სკოლის  სამეურნეო-მომარაგების მენეჯერი:

ა)  წარმართავს  სკოლის სამეურნეო და მომარაგების პროცესს;

ბ)  აწარმოებს სკოლის მატერიალურ–ტექნიკური ქონების აღრიცხვასა და აღწერას;

გ)   კონტროლს უწევს სკოლის მატერიალურ–ტექნიკური ქონების შენახვასა და დაცვას;

დ) აწარმოებს სკოლის მატერიალურ–ტექნიკური ქონების მარაგის შევსებას, დაზიანებული  მატე–რიალურ–ტექნიკური ქონების შეკეთებას და შეკეთებას არდაქვემდებარებბული მატერიალურ–ტექნიკური ქონების ჩამოსაწერი დოკუმენტაციის მომზადებას, რომელსაც დასამტკიცებლად წა–რუდგენს  სკოლის დირექტორს;

ე) კონტროლს უწევს სკოლის ტექნიკური პერსონალის მიერ ხელშეკრულების, სკოლის შინაგანა–წესისა და წესდების  დაცვას.

ვ) სამეურნეო-მომარაგების მენეჯერს შეიძლება ყავდეს ასისტენტი, რომელიც ეხმარება მენეჯერის უფლება მოველეობების განხორციელებაში.

7.  სკოლის ბუღალტერია

  1. სკოლის ბუღალტერი:

ა)  აწარმოებს სკოლის საფინანსო საქმიანობას;

ბ) აწარმოებს სკოლის ფინანსური დოკუმენტაციის აღრიცხვას,  აღწერას, დაცვასა და სათანადოდ შენახვას;

გ) ახორციელებს კონტროლს სწავლის გადასახადის გრაფიკზე;

დ) მონაწილეობს  სკოლის მატერიალურ–ტექნიკური ქონების აღრიცხვასა და აღწერაში, აგრეთვე ჩამოსაწერი დოკუმენტაციის მომზადებაში;

ე)  მონაწილეობს  სკოლის  ყოველწლიური ბალანსის შედგენაში;

ვ)  ყოველი კვირის ბოლოს  სკოლის დირექტორს წარუდგენს ფინანსურ ანგარიშს.

8. სკოლის  საქმეთამმართველი:

ა)  ახორციელებს სკოლის საქმეთა წარმოებას;

ბ)  აღრიცხავს, ახარისხებს, ინახავს და იცავს სკოლის დოკუმენტაციას;

გ)  ამზადებს სკოლის დირექტორის მიერ გამოსაცემ ბრძანებებსა და სხვა სამართლებრივ აქტებს;

დ) დაინტერესებულ პირებს აცნობს დირექტორის მიერ გამოცემულ ბრძანებებსა და სხვა სამართ–ლებრივ აქტებს;

ე)  აწარმოებს სკოლის საკანცელარიო საქმიანობას;

ვ)  სკოლის მომმარაგებელს წარუდგენს საკანცელარიო მარაგის შესავსებ ნუსხას;

ზ) მონაწილეობს სკოლის პედაგოგიურ საბჭოს სხდომებში, როგორც  სხდომის მდივანი;

თ)  ადგენს  სკოლის პედაგოგიურ საბჭოს სხდომის ოქმებს;

ი) აცნობს სკოლაში თანამდებობაზე მისაღებ მუშაკს სკოლის წესდებას,  შინაგანაწესსა და ხელ–შეკრულებას;

კ)  ამზადებს შესაბამის დოკუმენტებს სკოლაში თანამდებობაზე მისაღებ მუშაკზე;

ლ) აცნობს სკოლაში მისაღებ მოსწავლეთა მშობელს(კანონიერ წარმომადგენელს) სკოლის წესდე–ბას,  შინაგანაწესსა და ხელშეკრულებას;

მ)   ამზადებს შესაბამის დოკუმენტებს სკოლაში  მისაღებ მოსწავლეებზე.

9. სკოლის ბიბლიოთეკა

  1. ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობს ბიბლიოთეკარი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს სკოლის დირექტორი.
  2. ბიბლიოთეკის მუშაობის ძირითად საკითხებს, ბიბლიოთერკარის უფლება-მოვალეობებს, ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზით, ბიბლიოთეკაში განთავსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით სარგებლობისა და ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში მოქცევის წესს განსაზღვრავს ბიბლიოთეკის შინაგანაწესი რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს სკოლის დირექტორი.

10.   ტექნიკური პერსონალი

ა) ექიმი

ექიმი ვალდებულია:

  1. საჭიროების შემთხვევაში გაუწიოს პირველადი სამედიცინო დახმარება, როგორც მოსწავლეებს, ასევე სკოლის პერსონალს;
  2. საჭიროების შემთხვევაში, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მშობელს აცნობოს შვილის  შემდგომი გამოკვლევა–მკურნალობის შესახებ;
  3. თვეში ერთხელ ზოგადი პროფილაქტიკური შემოწმება;
  4. ინფორმაციული სახის საუბრებები როგორც მოსწავლეებსა  და  მათ მშობლებთან, ასევე სკოლის პედაგოგებსა  და პერსონალთან;
  5. პირველადი სამედიცინო დახმარების უნარ–ჩვევების, სხვადასხვა ეპიდემიისა და პროფილაქტიკური ღონისძიების ჩატარება.

ბ) ფსიქოლოგი,

გ) მზარეული,

დ) დამლაგებელი,

ე) მძღოლი,

ვ) ადმინისტრატორი,

,,ბ”, ,,გ” და ,,დ” ,,ე” ,,ვ” ქვეპუნქტებით გათვაისწინებული ტექნიკური პერსონალის უფლება მოვალეობები განისაზღვრება მათთან დადებული შრომითი ხელშეკრულებებით.

11. IT სპეციალისტი:

  1. IT სპეციალისტს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სკოლის დირექტორი.
  2. 2. IT სპეციალისტი ფუნქციებია:

ა) კომპიუტერული ქსელების გაყვანა, მონტაჟი;

ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების ტექნიკური უზრუნველყოფა;

გ) კომპიუტერული ტექნიკის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;

დ) კომპიუტერული პროგრამების ინსტალირება;

ე) სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამების შექმნა და ინსტალაცია;

ვ) სკოლის ადმინისტრაციული თანამშრომლების ტრენინგი, ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების სწავლებისთვის;

ზ) ვებ-გვერდის ტექნიკური მომსახურება;

თ) სხვა შიდა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება.

მუხლი  8.  სკოლის პედაგოგიური საბჭო

1. პედაგოგიური საბჭო წარმოადგენს, სკოლის ყველა პედაგოგისა და დირექციის წევრთაგან შემდგარ, დირექტორის სათათბირო ორგანოს, რომელიც შეიმუშავებს დასკვნებსა და რეკომენდაციებს სკოლის სასწავლო-აღმზრდელობით საკითხებთან დაკავშირებით;

  1. 2. პედაგოგიური საბჭოს სხდომები მოიწვევა მინიმუმ სამჯერ სასწავლო წლის განმავლობაში, სხდომას იწვევს და უძღვება სკოლის დირექტორი;
  2. 3. პედაგოგიურ საბჭოში ყველა პედაგოგი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით;
  3. 4. პედაგოგიური საბჭო, სხდომაზე მიღებულ, გადაწყვეტილებებს დასამტკიცებლად წარუდგენს სკოლის დირექტორს;
  4. 5. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი;
    6. პედაგოგიური საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობით;
  5. 7. საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომაზე დამსწრეთაA ვინაობა, კენჭისყრის შედეგები და მიღებული გადასწყვეტილება ფორმდება პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს სხდომის თავმჯდომარე.

8. პედაგოგიური საბჭოს ფუნქციები:

ა) ეროვნული სასწავლო გეგმის, სკოლის მიზნებისა და ამოცანების  შესაბამისად შეიმუშავებს და დასამტკიცებლად წარუდგენს სკოლის დირექტორს სასკოლო სასწავლო  გეგმებს;

ბ) საფეხურებისა და საგნების შესაბამისად იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის  განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანე– ლოების ნუსხის შესახებ, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს სკოლის დირექტორს;

გ) ასრულებს სკოლის წესდებით დადგენილ სხვა ფუნქციებს;

დ) პედაგოგიური საბჭო:

დ.ა) განიხილავს სკოლის საათობრივ დატვირთვას და იძლევა რეკომენდაციებს;

დ.ბ) იღებს გადაწყვეტილებებს მოსწავლეთა კლასიდან კლასში გადაყვანის და ატეტსტატის გაცემის შესახებ.

  1. პედაგოგიური საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს “ზოგადი განათლების შესახებ” საქართ– ველოს კანონით, ამ წესდებით, სკოლის შინაგანაწესით, ეროვნული სასწავლო გეგმით, დირექ– ტორის მიერ გამოცემული   ბრძანებებით, ინსტრუქციებითა და მითითებებით, აგრეთვე სხვა სა– კანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული  აქტებით.

მუხლი  9.   სკოლის საგნობრივი კათედრები

  1. სკოლის საგნობრივი კათედრები თავის საქმიანობას წარმართავს “ზოგადი განათლების შესახებ“  საქართველოს კანონით, ამ წესდებით, სკოლის  შინაგანაწესით, ეროვნული სასწავლო გეგმით, დირექტორის მიერ გამოცემული   ბრძანებებით, ინსტრუქციებითა და მითითებებით, აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით;
  2. სკოლის საგნობრივი კათედრები უზრუნველყოფენ ერთი ან რამდენიმე დისციპლინის პედაგოგის  ერთიან საგანმანათლებლო მიზანზე ორიენტირებულ კოორდინირებულ მუშაობას, განსაზღვრავს საგნის სწავლებისა და აღზრდის სასკოლო სტრატეგიის თეორიულ და პრაქტიკულ ამოცანებს;
  3. სკოლის საგნობრივი კათედრების საქმიანობას უძღვება კათედრის თავმჯდომარე, რომელსაც საგნობრივი პედაგოგები სკოლის დირექტორთან კონსულტაციების გზით ირჩევენ თავისი შემადგენლობიდან ერთი წლის ვადით, ხმათა უმრავლესობით;
  4. კათედრის თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია დირექტორისა და პედაგოგიური საბჭოს წინაშე და მისი სახელფასო ანაზღაურება შეიძლება განისაზღვროს სკოლაში დამატებითი სახსრების არსებობის შემთხვევაში  საშტატო განრიგით;

5.   კათედრის თავმჯდომარე:

ა)  იწვევს და წარმართავს კათედრის სხდომებს (მინიმუმ თვეში ერთხელ), რომელიც ფორმდება ოქმით და სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, ინახება კათედრის ხელმძღვანელთან;

ბ)  ანაწილებს ფუნქციურ მოვალეობებს კათედრის თანამშრომლებს შორის,  აძლევს მათ მითი– თებებსა და დავალებებს,  ხელმძღვანელობს საგნის სასწავლო პროცესს;

გ)  ზედამხედველობას უწევს კათედრის მუშაობას, იბარებს ანგარიშს და აწვდის დირექტორს;

დ)  ახორციელებს  კათედრის მიერ მოსამზადებელ  სამუშაოებს სასწავლო წლის ნორმალურად დაწყებისთვის, სწავლების ახლებურ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ხელს უწყობს მასწავლებლებს უახლესი მეთოდების დანერგვაში;

ე)  შეიმუშავებს რეკომენდაციებს დამხმარე სასწავლო მასალებისა და ბიბლიოთეკისთვის საჭირო წიგნების შესახებ, ზრუნავს კათედრის მასწავლებელთა პროფესიონალიზმის ამაღლებაზე;

ვ)  ორგანიზებას უწევს მოსწავლეთა სპეციალურ მომზადებასა და მონაწილეობას საგნობრივ  ოლიმპიადებსა და კონფერენციებში;

ზ) აზუსტებს და აკონტროლებს  კათედრის მასწავლებელთა  საათობრივ დატვირთვას და წარუდგენს ხარისხის მართვის მენეჯერს;

თ)  უზრუნვალყოფს  საგნობრივი სასწავლო კაბინეტებისა და საკლასო ოთახების  სასწავლო პრო– ცესისათვის მზადყოფნას, ზრუნავს სწავლების ხარისხისა და ეფექტიანობის ამაღლებისათვის;

ი)  ადგენს კათედრის სასწავლო და სამუშაო საგნობრივ გეგმებსა და საათების განაწილების პროექტს;

კ)  ადმინისტრაციასთან ერთად ორგანიზებას უწევს საგნობრივი ტესტირებებისა და გამოცდების მიმდინარეობას, აწყობს საგანობრივ პრეზენტაციებს;

ლ)  მონაწილეობს  პედაგოგიურ საბჭოს მუშაობაში;

მ)  დირექტორს წარუდგენს წინადადებებს კათედრის მიერ სასწავლო პროცესის  სრულყოფის შესახებ;

ნ)  ასრულებს სკოლის დირექტორის ან/და პედაგოგიური საბჭოს  ცალკეულ დავალებებს;

  1. კათედრაზე არსებობს კათედრის თავმჯდომარის პორტფოლიო რომელსაც აწარმოებს კათედრის თავმჯდომარის კონტროლის ქვეშ მდივანი.
  2. კათედრის მდივნის მოვალეობას ასრულებს კათედრის თავმჯდომარის დავალებით კათედრის შემადგენლობაში მყოფი პედაგოგი.

მუხლი  10.  სკოლის პედაგოგი

  1. სკოლაში პედაგოგად მიიღება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი;
  2. სკოლა უფლებამოსილია პედაგოგის თანამდებობაზე მისაღებად გამოაცხადოს კონკურსი და განსაზღვროს საკონკურსო პირობები ან/და კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით პირდაპირი შეთანხმების გზით მოახდინოს პედაგოგის სამსახურში მიღება;
  3. პედაგოგებმა სამსახურში მიღებისას უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება სამსახურში მიღების თაობაზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (1 ასლი);

გ) დიპლომი განათლების შესახებ (1 ასლი);

დ) CV /ავტობიოგრაფია;

ე) შრომის წიგნაკი;

  1. სამსახურში მიღებისას სკოლის ადმინისტრაცია მისაღებ კანდიდატს აცნობს შემდეგ დოკუმენტაციას:

ა) სკოლის წესდებას;

ბ) სკოლის შინაგანაწესს;

გ) ხელშეკრულებას.

  1. პედაგოგიური მუშაკები უნდა აკმაყოფილებდნენ შესაბამის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და ვალდებულნი არიან:

ა) შეასრულონ მათთან გაფორმებული ხელშეკრულებით, სკოლის შინაგანაწესითა და  წესდებით გათვალისწინებული მოთხოვნები, დაიცვან მასწავლებლის ეთიკის კოდექსი;

გ) დაიცვან სკოლის მოსწავლეთა უფლებები, არ დაუშვან მათზე ფიზიკური და ფსიქო– ლოგიური ზემოქმედების ფაქტები;

დ) იზრუნონ კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიულ განვითარებაზე;

ე) მისცენ მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება;

ვ) მონაწილეობა მიიღონ სკოლის პედაგოგიური საბჭოსა და კათედრის სხდომებში.

  1. პედაგოგიურ მუშაკებს უფლება აქვთ:

ა) ამ წესდების შესაბამისად მონაწილეობა მიიღონ სკოლის მართვაში;

ბ) დაესწრონ კლასის ხელმძღვანელთა და კურატორთა სხდომებს;

დ) ისარგებლონ სწავლებისა და აღზრდის მეთოდიკების არჩევითა და გამოყენებით;

ე) გაიარონ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაგეგმილი სასერთიფიკაციო გამოცდები;

ვ) ისარგებლონ სხვა უფლებებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება მათთან გაფორმებულ ხელშეკრულებას, სკოლის შინაგანაწესს, წესდებასა და მოქმედ კანონმდებლობას.

  1. სკოლის მუშაკთა სამსახურიდან დათხოვნის საფუძველია:

ა)  პირადი განცხადება;

ბ)  შრომით ხელშეკრულების ვადის გასვლა;

გ) სკოლის რეორგანიზაცია ან შტატების შემცირება;

დ) პედაგოგის მიერ ხელშეკრულების, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის, სკოლის შინაგანაგაწესისა ან/და ამ წესდების მოთხოვნების სისტემატიურად ან უხეშად დარღვევა;

ე) სკოლას უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს პედაგოგთან დადებული შრომითი ხელშეკრულება და ხელშეკრულების მოშლის თაობაზე აცნობოს პედაგოგს 15 დღით ადრე;

ვ) სკოლის მიერ ცალმხრივად შრომითი ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში პედაგოგს აუნაზღაურდება ფაქტობრივად ნამუშევარი დღეები.

  1. მუშაკი სამსახურში მიღებულად ან  სამსახურიდან დათხოვნილად ითვლება, სკოლის დირექტორის მიერ გამოცემული შესაბამისი ბრძანებით.

მუხლი 11. სასწავლო პროცესი

  1. სკოლა სასწავლო პროცესს ახორციელებს ”ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
  2. ზოგადი განათლების შინაარსი განისაზღვრება სკოლის მიერ სახელმწიფო საგანმა– ნათლებლო სტანდარტების გათვალისწინებითა და დამოუკიდებლად შემუშავებული, მიღებული და განხორციელებული პროგრამებით;
  3. 3. სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად, ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე, სკოლა დამოუკიდებლად შეიმუშავებს და ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმას, სასწავლო რეჟიმსა და საგაკვეთილო ცხრილს;
  4. 4. სკოლის სასწავლო რეჟიმი მოიცავს სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ და გახანგრძლივებულ სწავლებას;
  5. სკოლის სასკოლო სასწავლო გეგმაში მოცემულია საათობრივი ბადე, რომელიც განსაზღვრავს მოსწავლეთა აუცილებელი კვირეული დატვირთვის ოდენობას კლასებისა და საგნების მიხედვით;
  6. სკოლაში გახანგრძლივებული სწავლება ხორციელდება, I-VI კლასების ჩათვლით, დღის მეო–რე ნახევარში(სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული გაკვეთილების დამთავრების შემდეგ) და მოიცავს ახალი და მეორე დღის გაკვეთილების მომზადებას, აგრეთვე ძველის გა–მეორებას საგნის კიდევ უფრო საფუძვლიანად ასათვისებლად, გახანგრძლივებული სწავლება მიმ–დინარეობს 15 სთ–დან 17 სთ–მდე.
  7. 7. სწავლება და საქმის წარმოება სკოლაში მიმდინარეობს სახელმწიფო(ქართულ) ენაზე;
  8. 8. დაწყებითი განათლების საგანმანათლებლო პროგრამების ათვისების შემოწმება წარმოებს, I-IV კლასებში – განმავითარებელი შეფასებით, ხოლო V – IX კლასებში, როგორც განმავითარებელი, ისე განმსაზღვრელი შეფასებით, 10 ქულიანი სისტემით;
  9. 9. მოსწავლეები, რომლებმაც სრულად აითვისეს საგანმანათლებლო პროგრამები, გადაყვანილი იქნებიან მომდევნო კლასში;

10 სასწავლო პროცესის მონაწილენი არიან მოსწავლეები, მათი მშობლები (კანონიერი წარმომადგენლები) მასწავლებლები და  სკოლის  სხვა მუშაკები;

11.სკოლის პირველ კლასში მიიღებიან ბავშვები, რომელთაც სასწავლო წლის დაწყებამდე შეუსრულდათ ექვსი წელი;

12.სკოლაში ბავშვის ჩასარიცხად მშობელმა (კანონიერმა წარმომადგენელმა) უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

ა) განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;

ბ) დაბადების მოწმობის დედანი/ნოტარიალურად დამოწმებული ასლი;

გ) ფოტოსურათი 3X4– ზე 2 ცალი;

დ)  ცნობა ჯანმრთელობის შესახებ;

ე)   მშობელთა (კანონიერმა წარმომადგენელთა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

  1. სკოლაში ჩარიცხვისას მოსწავლეები, მათი მშობლები (კანონიერი წარმომადგენლები) უნდა გაეცნონ სკოლის წესდებას, შინაგანაწესსა და ხელშეკრულებას.

მუხლი 12. მასწავლებელთა, მშობელთა და მოსწავლეთა უფლებები და თავისუფლებები

1. სკოლის მასწავლებელთა, მშობელთა და მოსწავლეთა უფლებები და თავისუფლებები განი–საზღვრება `ზოგადი განათლების შესახებ~ საქართველოს კანონით, სკოლის წესდებით, შინაგანაწესითა და ხელშეკრულებით;

  1. 2. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ თავიანთი უფლებებისა და თავი–სუფლებების დასაცავად გაასაჩივრონ მასწავლებლის და სკოლის უკანონო და სხვა არა–მართლზომიერი ქმედებები, აგრეთვე მიიღონ მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება;
  2. 3. სკოლა ვალდებულია შექმნას საჩივრების დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი განხილვის ეფექტიანი საშუალება;
  3. 4. სკოლის მოსწავლეებს უფლება აქვთ:

ა) მიიღოს სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი განათლება;

ბ) უფასოდ ისარგებლონ სკოლის ინტერნეტითა და საბიბლიოთეკო ფონდით;

გ) ისარგებლონ, სკოლის სასწავლო პროგრამებით გათვალისწინებული, დამატებითი საგანმა– ნათლებლო მომსახურებით;

ე) ჰქონდეთ სწავლებისთვის შესაბამისი გარემო, ფიზიკური სრულყოფის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის პირობები.

  1. 5. სკოლის მასწავლებლები ვალდებულნი არიან შეასრულონ სკოლის წესდების, შინაგანაწესისა და მოსწავლის ქცევის კოდექსის მოთხოვნები;
  2. 6. სკოლასა და მოსწავლის მშობელს (კანონიერ წარმომადგენელს) შორის ურთიერთობები რეგუ–ლირდება ხელშეკრულებისა და ამ წესდების საფუძველზე;
  3. 7. მშობელს (კანონიერ წარმომადგენელს) უფლება აქვს:

ა) დაიცვას ბავშვის კანონიერი უფლებები და ინტერესები, წერილობითი განცხადებით მიმარ– თოს სკოლის ხელმძღვანელს, რომელიც ვალდებულია:

ა.ა) ბავშვის უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები და კანონით დად–გენილ ვადაში გასცეს წერილობითი პასუხი;

ა.ბ) მშობელსა (კანონიერ წარმომადგენელს) და მასწავლებელს შორის შეფასების ობიექტურო- ბასთან დაკავშირებული კონფლიქტის გამო, შექმნას საგნის სპეციალისტების კომისია, რომელიც მშობელის (კანონიერი წარმომადგენლის) თანდასწრებით ამოწმებს მოსწავლის ცოდნას და გა–მოჰყავს შესაბამისი შეფასება;

ბ) გაეცნოს საგანმანათლებლო პროცესის მიმდინარეობასა და შინაარსს, მოსწავლის აკადემიურ მოსწრებას;

გ)  გაეცნოს სკოლის წესდებას და სხვა დოკუმენტებს.

  1. 8. მშობელი (კანონიერი წარმომადგენელი) ვალდებულია:

ა) შექმნას ბავშვის აღზრდისა და მისთვის ზოგადი განათლების მიღების ხელშემწყობი პირობე–ბი;

ბ) შეასრულოს სკოლის ხელმძღვანელთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პი–რობები;

გ) შეასრულოს სკოლის წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული მოთხოვნები.

მუხლი 13. მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ მშობლის ინფორმირების წესი

  1. სკოლა უზრუნველყობს მშობელთა (კანონიერ წარმომადგენელთა) სასკოლო ცხოვრებაში მონაწილეობის შესაძლებლობით;
  2. სასწავლო წლის დასაწყისში დგება დამრიგებელთა სასწავლო პროცესის და სააღმზრდელო აქტივობების სამუშაო გეგმა. ამ გეგმის შესახებ მშობლებს ინფორმაცია მიეწოდებათ მშობელთა კრებაზე, სადაც ხდება შეთანხმება რომელ აქტივობებში და რა ფორმით მიიღებენ მშობლები მონაწილეობას. მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმირება  ხორციელდება კლასის დამრიგებლის მიერ მშობელთან  ინდივიდუალური შეხვედრების დროს, საჭიროების შემთხვევაში ელექტრონული ფოსტით, მოსწავლეთა დღიურში  ჩანაწერის  საშუალებით და სატელეფონო შეტყობინებით.
  1. ასევე მშობელს (კანონიერ წარმომადგენელს) უფლება აქვს და სკოლის მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია: დაესწროს გაკვეთილებზე, მონაწილეობა მიიღოს მშობელთა (კანონიერ წარმომადგენელთა) სემინარებში (სადაც ხდება მშობელთა (კანონიერ წარმომადგენელთა) ინფორმირება განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებისა და სიახლეების შესახებ, მშობელთა მონაწილეობა დაგეგმილ ღონისძიებებში, მონიტორინგის ჯგუფის შექმნა, რომელიც ახორციელებს სასწავლო პროცესზე, სპორტულ აქტივობებზე, კვების რაციონზე დაკვირვებას). სემინარებზე გამოთქმული აზრი წარედგინება პედ. საბჭოს, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს მშობელთა (კანონიერ წარმომადგენელთა) აზრს, წინადადებებს.

თავი III. დისციპლინა და საჩივრის განხილვის წესი

მუხლი 14. სკოლის უსაფრთხოება

  1. სკოლის ადმინისტრაცია, სკოლის დირექტორთან ერთად ვალდებულია შექმნას ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და საკუთრებისათვის უსაფრთხო გარემო სასკოლო დროს, აგრეთვე სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
  2. სკოლა ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა სასკოლო დროს, აგრეთვე სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის უფლებებისა და თავისუფლებების ჯეროვანი დაცვის, დარღვევის თავიდან აცილების ან აღკვეთის მიზნით.
  3. სკოლას უფლება აქვს სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე არადისკრიმინაციულ საფუძველზე შეზღუდოს გარეშე პირთა უფლებები და თავისუფლებები.
  4. სკოლამ შეიძლება დაადგინოს სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის, აგრეთვე მათი გაერთიანებების, გარეშე პირების უფლებებისა და თავისუფლებების არადისკრიმინაციული და ნეიტრალური შეზღუდვის წესები თუ არსებობს საფუძვლიანი და გარდაუვალი საფრთხე:

ა) ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და საკუთრების უსაფრთხოებისა

ბ) ნარკოტიკების, ალკოჰოლის ან თამბაქოს მოხმარების ან უკანონო ქმედების წახალისებისა;

გ) უხამსობის ან ცილისწამების გავრცელების, ეთნიკური ან რელიგიური შუღლის გაღვივების, დანაშაულისაკენ ან ძალადობისაკენ  წაქეზებისა;

დ) სასწავლო პროცესის მსვლელობის, სკოლის საქმიანობის ან სკოლის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილებისათვის ხელის შეშლისა.

  1. მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის უფლებებისა და თავისუფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს გონივრული, პროპორციული, მინიმალური და უნდა განხორციელდეს მხოლოდ სკოლის დირექტორის მიერ დადგენილი წესის საფუძველზე, რომელიც გამომდინარეობს მოსწავლეთა ქცევის და მასწავლებელთა ეთიკის კოდექსის შესაბამისად, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის სრული დაცვით, ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურით.
  2. სასკოლო დისციპლინის განმტკიცებისათვის შინაგანაწესით დადგენილი წესების გარდა სკოლაში შექმნილი საერთო მდგომარეობიდან გამომდინარე შეიძლება სკოლის დირექტორის მიერ დამატებით შემოღებულ იქნას დროებითი გამკაცრებული წესები, რომლებიც ეფუძნება მოსწავლის და მასწავლებლის თავისუფლებისა და ღირსების პატივისცემას.
  3. მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაცია დისციპლინური მონაცემებისგან განცალკევებით უნდა ინახებოდეს.
  4. სკოლას უფლება აქვს მოთხოვოს მოსწავლეს და მასწავლებელს, გაიარონ სამედიცინო შემოწმება დაავადებებზე, ალკოჰოლზე, ნარკოტიკებზე. სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი სამედიცინო შემოწმების გავლის ხელმისაწვდომობა.
  5. დაუშვებელია, გარეშე პირმა წარმართოს ან აკონტროლოს მოსწავლეთა გაერთიანება.
  6. მოსწავლეს, მშობელს, მასწავლებელს, ასევე მათ გაერთიანებას აქვთ წინასწარი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე სკოლის ტერიტორიაზე კანონით დადგენილი წესით შეკრების თავისუფლება, თუ ეს არ არის მიმართული სკოლის და პიროვნების ღირსების და სახელის შელახვისაკენ.
  7. სკოლას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, დაესწროს მოსწავლეთა, მშობელთა და მასწავლებელთა შეკრებას.
  8. გარეშე პირს უფლება აქვს, დაესწროს მოსწავლეთა შეკრებას მხოლოდ მათი მიწვევით და დირექტორის თანხმობით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, რაც დაკავშირებულია სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან.
  9. სკოლა უფლებამოსილია უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვისას მოსწავლეს, მშობელს, მასწავლებელს და გარეშე პირს გონივრულ ვადაში განუმარტოს შეზღუდვის საფუძველი.
  10. დაუშვებელია სკოლის ტერიტორიაზე სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება.
  11. საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.
  12. დაუშვებელია სკოლაში ძალადობა მოსწავლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ. ფიზიკური ან/და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში სკოლა ვალდებულია, დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება შინაგანაწესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  13. სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებული მოქმედებები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 15.   დისციპლინური დევნა

  1. 1. დისციპლინური დევნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სკოლის წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით;
  2. 2. სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრული უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომების ნუსხა და მათთვის გათვალისწინებული დისციპლინური სახდელები;
  3. 3. სკოლის შინაგანაწესით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს მოსწავლის გაკვეთილიდან გა–ძევება, სკოლიდან დათხოვნა და სხვა დისციპლინური სახდელი;
  4. 4. მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევების გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს მასწავლე–ბელს;
    5. სკოლიდან განსაზღვრული ვადით დათხოვნის ან გარიცხვის გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს სკოლის დირექტორს;
  5. 6. სკოლის დირექტორის გადაწყვეტილება დისციპლინური სახდელის დაკისრების თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს „შპს-ს” დირექტორთან.

მუხლი 16.   მასწავლებელთა, მშობელთა და მოსწავლეთა საჩივრის განხილვა

1. კანონმდებლობით, ხელშეკრულებით, აგრეთვე სკოლის წესდებითა და შინაგანაწესით   გათვა–ლისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში მასწავლებელს, მოსწავლეს და მშობელს (კანონიერ წარმომადგენელს) უფლება აქვს წერილობითი საჩივრით მიმართოს სკოლის დი–რექტორს ორი კვირის განმავლობაში, იმ დღიდან, რაც მისთვის ცნობილი გახდა უფლების დარღვევის შესახებ;

  1. 2. დირექტორი საჩივარს განიხილავს საჩივრის შეტანიდან ორი კვირის ვადაში;
  2. 3. სკოლის დირექტორის გადაწყვეტილება და მისი ქმედება ან უმოქმედობა შეიძლება გასა– ჩივრდეს „შპს-ს” დირექტორთან გადაწყვეტილების გაცნობიდან ორი კვირის ვადაში, „შპს-ს” დირექტორი ვალდებულია განიხილოს საჩივარი ერთი თვის ვადაში;
  3. 4. საჩივარი არ განიხილება, თუკი მასში არ არის მითითებული შემდეგი რეკვიზიტები:
    ა) განმცხადებლის ვინაობა და მისამართი;

ბ) უფლების დარღვევის არსი;

გ) მოთხოვნის არსი.

თავი IV. სკოლის ქონება და საფინანსო ეკონომიური საქმიანობა

მუხლი 17. სკოლის ქონება

  1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საქართველოს კანონმდებლობის, „შპს-ს” წესდებისა და ამ წესდების შესაბამისად, სკოლას უფლება აქვს იქონიოს და განკარგოს შესაბამისი ქონება.
  2. სკოლის ქონება წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის სკოლის საკუთრებას და ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ წესდებით გათვალისწინებული საქმიანობისთვის და მიზნებისთვის.

მუხლი 18. საფინანსო ეკონომიური საქმიანობა

1. სკოლა უფლებამისილია საქართველოს კანონმდებლობის, „შპს-ს” წესდებისა და ამ წესდების საფუძველზე განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა)  უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ)  სესხის აღება;

გ)  თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე)  სხვა გადაწყვეტილებები სკოლის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეუ– ლებრივი საქმიანობის ფარგლებს.

  1. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ქმედებათა გასახორციელებლად აუცილე– ბელია „შპს-ს” დირექტორის თანხმობა.

მუხლი 19. სკოლის დაფინანსების წყარო

  1. სკოლის დაფინანსება ხორციელდება:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი, ერთ მოსწავლეზე გათვლილი  ვაუჩერის გაცემით;

ბ) სკოლის მოსწავლეთა მშობლებთან (კანონიერ წარმომადგენლებთან) დადებული  ხელშეკრუ–ლების საფუძველზე  სწავლის საფასურის გადახდით;

გ)  შემოწირულობებით;

დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა ფინანსური სახსრებით, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობით, თუ ეს საქმიანობა ხელს არ უშლის სასწავლო პროცესს და არ  ახ–დენს მავნე ზეგავლენას მოსწავლეთა ფიზიკურ და ზნეობრივ განვითარებაზე.

  1. სკოლის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში.

მუხლი 20. სახელმწიფო კონტროლი

  1. სკოლა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს;
  2. სკოლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს:

ა) განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;

ბ) ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექცია.

  1. 3. სკოლის სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება შემდეგი ფორმებით:

ა) საგანმანათლებლო პროგრამების შესრულებაზე სახელმწიფო კონტროლი;

ბ) საფინანსო ეკონომიურ საქმიანობაზე კონტროლი;

გ) განხორციელებული საქმიანობის კანონიერების კონტროლი;

  1. სკოლა ვალდებულია დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიური საქმიანობის აღ–რიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ყოველწლიური ბალანსი;
  2. აკრძალულია განათლების სისტემის მართვის ორგანოების მიერ სკოლის კონტროლის სხვა რაიმე ფორმის გამოყენება (სასწავლო პროცესის მიმდინარეობის წარმართვის შემოწმება, გაკვე–თილზე დასწრება და ა.შ.) ამასთანავე, კონტროლის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსი–ლია წერილობით დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში შეისწავლოს სკოლაში სასწავ–ლო პროცესის ორგანიზაცია და მიმდინარეობა;
  3. სკოლა ვალდებულია განათლების სისტემის მართვის ორგანოებს მოთხოვისთანავე წარუდგი–ნოს სკოლის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია.

თავი V.   სკოლის წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი, სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

მუხლი 21.  სკოლის წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი

  1. სკოლის წესდებაში ცვლილებების შეტანა შეიძლება მოხდეს ყოველწლიურად, „შპს-ს” დირექტორის, სკოლის დირექტორის, პედაგოგიური საბჭოს, კლასის ხელმძღვანელთა და ადმინისტრაციის შენიშვნების საფუძველზე.

მუხლი 22.  სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

  1. სკოლის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას საქართველოს კანონმდებლობისა და „შპს-ს” წესდების საფუძველზე ახორციელებს „შპს-ს” დირექტორი:

ა)  თუ სკოლის საქმიანობა ანტიკონსტიტუციურია;

ბ) თუ აუცილებელია სკოლის ფიზიკური ან/და ადამიანური რესურსების ოპტიმატიზაცია;
გ)  თუ სკოლა არსებითად გახდა არამომგებიანი და ზარალის მომტანი;

დ)  თუ სკოლა ვეღარ ასრულებს თავის მისიასა და ფუნქციას;

ე) საქართველოს კანონმდებლობითა და და „შპს-ს” წესდებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

  1. სკოლის ლიკვიდაციას ახორციელებს „შპს-ს” დირექტორი;
  2. სკოლის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება სრულად გადადის „შპს-ს” საკუთრებში.